ამ წყვილმა გადაწყვიტა, რომ ეშვილებინათ ბავშვი, თუმცა ისეთი რამ მოხდა, რასაც ვერ დაიჯერებთ!

ამ წყვილმა გადაწყვიტა, რომ ეშვილებინათ ბავშვი, თუმცა ისეთი რამ მოხდა, რასაც ვერ დაიჯერებთ!
სარას და ენდის უნივერსიტეტიდან მოყოლებული ერთმანეთთან განუსაზღვრელად დიდი სიყვარული აკავშირებთ. ისინი საკმაოდ დიდხანს ხვდებოდნენ ერთმანეთს და საბოლოოდ საკუთარი ურთიერთობის ქორწინებით გამყარება გადაწყვიტეს, თუმცა მათ ძალზე დიდი დაბრკოლების წინაშე მოუწიათ წარსდგომა - სარას არ შეეძლო დაფეხმძიმება.

ექიმებმა წყვილს იმედები ჩაუსახეს და უთხრეს, რომ სარა შეძლებდა დაფეხმძიმებას, თუ იგი ჩაიტარებდა სპეციალურ სამედიცინო პროცედურას, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდებოდა და იმის ალბათობა, რომ ქალბატონი დაფეხმძიმდებოდა, მხოლოდ 10% უდრიდა. ენდის და სარას ნამდვილად არ ჰქონდათ იმდენი საშუალება, რომ 60 000 დოლარი ამ პროცედურაში გადაეხადათ და თანაც არ მიეღოთ გარანტია იმისა, რომ მათი სანატრელი ოცნება ახდებოდა.



გარკვეული დროის გასვლის შემდეგ წყვილმა გადაწყვიტა, რომ ბავშვი ეშვილებინათ და მათ ძალიან გაუმართლათ, რადგან ძალიან მალევე შეიტყვეს, რომ ფეხმძიმე ქალბატონი პატარას დაბადებისთანავე მის გაშვილებას აპირებდა.




და აი დადგა წყვილის სანატრელი დღე და ქალბატონს მშობიარობა დაეწყო, თუმცა... ენდისა და სარას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც შეიტყვეს, რომ ერთი ბავშვის ნაცვლად ამ ქვეყნად სამი ბავშვი მოევლინა. როგორც ჩანს, ბავშვების ბიოლოგირმა დედამ თავიდანვე იცოდა ამ ფაქტის შესახებ, თუმცა სიტყვაც არ დასცდენია, რადგან ეშინოდა, რომ ერთდროულად სამ ბავშვს არავინ იშვილებდა.



თუმცა სარამ და ენდიმ მიიჩნიეს, რომ ყოველივე ეს განგების საჩუქარი იყო.



მიუხედავად ნაადრევი მშობიარობისა, ბავშვები აბსოლიტურად ჯანმრთელები დაიბადნენ. ბედნიერმა წყვილმა ბავშვებს სახელები მოუფიქრეს: ბიჭს- ჯოელი, ხოლო გოგონებს - ჰანა და ელიზაბეტი.



სარა და ენდი ვერც კი წარმოიდგენდნენ, თუ მათ წინ კიდევ ერთი დიდებული სიურპრიზი ელოდათ. აღმოჩნდა, რომ ექიმების დიაგნოზი 100% ზუსტი არ იყო და ქალბატონი დაფეხმძიმდა...

ამ წყვილმა გადაწყვიტა, რომ ეშვილებინათ ბავშვი, თუმცა ისეთი რამ მოხდა, რასაც ვერ დაიჯერებთ!

პირველი გამოკვლევის შემდეგ ენდიმ ცოლს დაუყონებლივ ჰკითხა: ''აბა, ბიჭია?'' ქალბატონმა გარვკეული პაუზის შემდეგ უპასუხა: ''კი, ერთი ნამდვილად ბიჭია''...




''უბრალოდ დაუჯერებელია! ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჩვენ ბავშვებზე მხოლოდ ოცნება შეგვეძლო, ახლა კი ხუთი გვყავს'' - ამბობს სარა.