როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას: 4 მრავალჯერ გამოცდილი მეთოდი.

როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას: 4 მრავალჯერ გამოცდილი მეთოდი.
თმის საფარი დაახლოებით 100000 თმის ღერისგან შედგება. სავსებით ნორმალურია, როდესაც დღეში 50 დან 100 ღერამდე თმა გვცვივა. იმ შემთხვევაში, თუ თმის ცვენა უფრო ხშირია, აუცილებელია დაუყონებლივ ვიზრუნოთ პრობლემის გადაჭრაზე და თმის გამაგრებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამელოტება გარდაუვალია.

რატომ გვცვივა თმა?

თანამედროვე ადამიანების უმრავლესობა თმის ცვენას ებრძვის, რაც შემდეგი ფაქტორებითაა განპირობებული:
  • გარემომცველი სამყაროს მავნე ზეგავლენა;
  • დაბერება;
  • სტრესი;
  • მოწევა;
  • საკვები ნივთიერებების დეფიციტი;
  • ჰორმონალური დისბალანსი;
  • გენეტიკური ფაქტორები;
  • თმის საფარის ინფექციები;
  • ქიმიური საშუალებების გამოყენება თმის მოსავლელად;
  • გარკვეული წამლები;
  • აუტოიმუნური დაავადება, საკვერცხეების პოლიკისტოზი, ანემია რკინის დეფიციტის გამო, ქრონიკული დაავადებები;

როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას: 4 მრავალჯერ გამოცდილი მეთოდი.

დღესდღეობით აფთიაქებისა და კოსმეტიკური მაღაზიების თაროებზე უამრავი სპეციალური საშუალება მოიძებნება, რომელიც თმის ცვენას აჩერებს, თუმცა არ არსებობს აუცილებლობა იმისა, რომ ამ საშუალებებში საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადოთ, რადგან ჩვენ შემოგთავაზებთ ნატურალურ, მრავალჯერ გამოცდილ, ეფექტურ მეთოდებს სპეციალურად ამ პრობლემის გადასაჭრელად.

მასაჟი ეთერზეთით

თმის საფარის მასაჟირება ეთერზეთით ძალზედ სასარგებლოა თმის ცვენის დროს. ეს მეთოდი გვეხმარება თმის ფოლიკულებისთვის სისხლის მიწოდებაში და ამაგრებს თმის ფესვებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ეთერული და მცენარეული ზეთები: ქოქოსის, ნუშის, ზეითუნის, ბრინჯის და გულყვითელას ზეთი.

როგორ მოვიქცეთ:

  • ჩამოთვლილი ეთერზეთებიდან ამოარჩიეთ ერთ-ერთი და შეურიეთ ის გულყვითელას ეთერზეთს. მსგავსი ნარევი ძალზედ სასარგებლოა ჩვენი თმისთვის.
  • დაიტანეთ მცირეოდენი ეს ნარევი თმაზე და შეიზილეთ ის გულდასმით თითების ბალიშების დახმარებით.
  • გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ ან ორჯერ.

ულუმბო

ეს ნატურალური საშუალება ძალზედ ეფექტურია თმის ცვენის წინააღმდეგ საბრძოლველად. ულუმბოს თესლები შეიცავს ესტროგენებსა და სხვა ნივთიერებებს, რომლებიც ქალის სასქესო ჰორმონებს ჰგავს. ეს ნივთიერებები აჩქარებს თმის ზრდის პროცეს და გვეხმარება ფოლეკულების აღდგენაში. გარდა ამისა, ულუმბო შეიცავს ცილებსა და ნიკოტინის მჟავას, რომელიც სტიმულირებს თმის ზრდას.

როგორ მოვიქცეთ:

  • ჩაალბეთ ულუმბოს თესლები 1 ჭიქა წყალში და დატოვეთ მთელი ღამით.
  • დაიტანეთ მიღებული პასტა თმის საფარზე და წამოიფარეთ პოლიეთილენის პარკი. დაიბანეთ თავი 40 წუთის შემდეგ.
  • გაიმერეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად 1 თვის განმავლობაში.

ხახვის წვენი

გოგირდის მაღალი შემცველობის წყალობით ხახვის წვენი გვიუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, რაც გვეხმარებას თმის აღდგენაში და მისი ცვენის პროცესის შეჩერებაში. გარდა ამისა, ეს პროდუქტი ფლობს ანტიბაქტერიულ თვისებებს, რისი წყალობითაც ხახვის წვენი არაჩვეულებრივი საშუალებაა თმის საფარის ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად.

როგორ მოვიქცეთ:

  • გამოწურეთ ხახვის წვენი, გაფილტრეთ ის და დაიტანეთ თმის საფარზე. გაიჩერეთ თმის ეს ნიღაბი 30 წუთით და შემდეგ გულდასმით ჩამოიბანეთ.
  • არსებობს მეორე ვარიანტიც: 3 კოვზ ხახვის წვენში გაურიეთ 2 კოვზი ალოე ვერას წვენი. მიღბული ნარევი დაიტანეთ თმაზე და ჩამოიბანეთ 30 წუთის შემდეგ. ეს მეთოდი ძალზედ ეფექტურია თმის ცვენის შესაჩერებლად!

ჭარხალი

ჭარხალი ძლზედ სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ამ პროდუქტის წვენი არაჩვეულებრივი საშუალებაა თმის მოსავლელად და მისი ცვენის შესაჩერებლად. ჭარხალის წვენი სავსეა ნახშირწყლებით, ცილებით, კალიუმით, ფოსფორით, კალციუმით, B და C ვიტამინებით. თითოეული ეს ნივთიერება აუცილებელია ჯანსაღი თმისთვის.

როგორ მოვიქცეთ:

  • ჩართეთ ჭარხლის წვენი საკუთარ კვების რაციონში. ასე ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით დატვირთავთ.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია გამოსადეგარი იქნება თქვენთვის. არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!