დაუბრუნეთ დაზიანებულ თმას პირვანდელი სიჯანსაღე 15 წუთში. საუკეთესო საშუალებაა!

დაუბრუნეთ დაზიანებულ თმას პირვანდელი სიჯანსაღე 15 წუთში. საუკეთესო საშუალებაა!
თმის საშრობისა და უთოს ხშირი გამოყენების შედეგად ჩვენი თმა სერიოზულად ზიანდება: ის შრება და კარგავს უწინდელ ბზინვარებასა და სილამაზეს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა თმამ უკვე დაკარგა სილამაზე და სიმტკიცე, გირჩევთ სახლის პირობებში დამზადებული ამ უნიკალური საშუალების გამოყენებას, რომელსაც დღეს ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ. თითოეული ქალბატონის ოცნებაა ჰქონდეს ლამაზი, სქელი და ძლიერი თმა, თუმცა ხშირ შემთხვევაში რეალობა ოცნებისგან რადიკალურად განსხვავებულია... მეტიც, თანემდროვე ქალბატონების უმრავლესობა თმის ცვენისგან იტანჯება.

არსებობს უამრავი მიზეზი და ფაქტორი იმისა, თუ რატომ გვცვივა თმა. ესენია: გარემო ფაქტორები, დაბერების პროცესი, ჭარბი სტრესი, ხშირი მოწევა, საკვები ნივთიერებების დეფიციტი, ჰორმონალური დისბალანსი, გენეტიკური ფაქტორი, ინფექციები, კოსმეტიკური საშუალებების არასწორად შერჩევა და ა.შ. ჩვენი თმის მდგომარეობაზე ასევე მოქმედებს შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები: ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, აუტოიმუნური დაავადებები, პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი, რკინის დეფიციტი, ანემია და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები.

სახლის პირობებში დამზადებული ეს ნარევი, რომელსაც დღეს ''Fpaparazzi''_ის რედაქცია შემოგთავაზებთ, სასარგებლოა ნებისმიერი ტიპის თმისთვის. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს საშუალება არაჩვეულებრივია თმის ცვენის პრევენციისთვის. ყველაზე საინტერესო და სასიხარულო კი ის ფაქტია, რომ ეს ნარევი 100% ნატურალური და უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამ უნიკალური ნარევის მთავარ კომპონენტს ჟელატინი წარმოადგენს.

ალბათ გაგიჩნდათ შეკითხვა, თუ როგორ შეუძლია ჟელატინს დაზიანებული თმის აღდგენა, რეგენერაცია. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ეს პროდუქტი შიეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინებს და ამინომჟავებს. დიდი ალბათობით, თითოეული ინგრედიენტი, რომელიც თქვენ დაგჭირდებათ, უკვე მოგეპოვებათ სამზარეულოში.

ინგრედიენტები:
  • 1 ს.კ ჟელატინი;
  • 1/2 ჭიქა რძე;
  • 1 კვერცხი;
  • 2 ს.კ ვაშლის ძმარი;
  • 2 ს.კ თმის უბრალო კონდენციონერი;
  • 2 ს.კ ზეითუნის ზეთი;

მომზადება:

თავდაპირველად გაათბეთ რძე და ჩაამატეთ მასში ჟელატინი. მას შემდეგ, რაც ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთს ბოლომდე შეერევა, ჩაამატეთ ნარევში დარჩენილი ინგრედიენტები. უკვე ამის შემდეგ დაიბანეთ თავი და სველ თმაზე შეიზილეთ მომზადებული ნარევი. შემოიხვიეთ პირსახოცი და მოითმინეთ 40 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ დაიბანეთ თავი თხევადი შამპუნით. გამოიყენეთ ეს საშუალება კვირაში ორჯერ და მიღებული შედეგებით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით!

ვიმედოვნებთ, რო, ეს ინფორმაცია თქვენს სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!