ყველაფერი, რისი ცოდნაც აუცილებელია სანამ გელ-ლაკზე დათანხმდებით!

ყველაფერი, რისი ცოდნაც აუცილებელია სანამ გელ-ლაკზე დათანხმდებით!
გელ-ლაკი ეს არის დეკორატიული საფარი ფრჩხილებისათვის, რომელიც მდგრადობას 2-3 კვირის მანძილზე ინარჩუნებს განსაკუთრებული პოლიმერების წყალბით,ისინი ულტრა-იისფერი ნათების ქვეშ მყარდებიან და მდგრადი საფარის სახეს ღებულობენ.

ასეთი სახის ფრჩხილების ლაკმა უამრავი ქალბატონის გული მოიგო, რადგან ის დიდი ხნის განმავლობაში არ კარგავს თავდაპირველ იერს. შესაბამისად ხელებიც უფრო მეტხანს გამოიყურებიან მოვლილად.

ყველაფერი, რისი ცოდნაც აუცილებელია სანამ გელ-ლაკზე დათანხმდებით!

გელ-ლაკის ზიანი
ამ ლამაზად დახატულ სურათს კი ერთი რამე აფუჭებს, გელ-ლაკი წარმოადგენს რთულ ქიმიურ ნაერთს, რომლის კომპონენტებიც პოლიმერიზაციის დროს ფრჩხილების ზედა ფენებში შედის. ბევრი ქალბატონი აღნიშნავს, რომ მათი ფრჩხილები ასეთი ლაკის გამოყენების შემდეგ ცუდ მდგომარეობაში ჩავარდენ.

ამასთანავე ასეთი ლაკის მოსაშორებლად საჭიროა ძლიერმოქმედი გამხსნელი საშუალების ხანგრძლივი გამოყენება, მინიმუმ 20 წუთი რაც არც თუ ისე კარგად აისახება ფრჩხილების მდგომარეობაზე.

უმჯობესია უარი თქვათ ასეთ ლაკზე თუკი თქვენ ნაზი კანი გაქვთ, გაქვთ ხალი ან ჭორფლი ხელებზე რადგან ულტრა-იისფერი გამოსხივება ლაკის გაშრობის პროცესში ძალიან აგრესიულია კანისა და ფრჩხილის პლასტინის მიმართ.

კიდევ ერთი ყურადსაღები მომენტია - ალერგიული რეაქცია. თუკი თქვენ არ ხართ ბოლომდე დარწმუნებული თქვენი ორგანიზმის რეაქციაზე გელ-ლაკის მიმართ, უმჯობესია თავდაპირველად ცდა ჩაატაროთ ალერგიაზე. გამოკითხეთ ოსტატებს რა ფირმის ლაკებს იყენებენ ისინი და როგორი გამოხმაურება აქვს მათ სხვა მომხმარებლებისაგან.

და მაინც თუკი თქვენ არ გაშინებთ გელ-ლაკის გამოყენების შესაძლო უარყოფითი შედეგები, ყური დაუგდეთ fpaparazzi-ს მიერ შემოთავაზებულ ფრჩხილების აღდგენის რჩევებს.

როგორ აღვადგინოთ ფრჩხილები
  1. კვება
    იმისათვის, რომ ფრჩხილებმა დაზიანებებს გაუძლონ, ჭამეთ საკმარისი რაოდენობით პროდუქტები რომლებიც შეიცავენ უჯრედისს: კეფირი, ხაჭო, ყველი, კვერცხი, ზღვის თევზი. ყურადღება მიაქციეთ თუთიის, მაგნიუმისა და რკინის ბიოდანამატებს. ასეთი პრეპარატების ერთ თვიანი კურსი გააძლიერებს ფრჩხილებს და შეამცირებს მათ მტვრევადობას.

  2. ფრჩხილების მოვლვა
    საფარის მოხსნის შემდეგ მიეცით საშუალება ფრხილებს დაისვენონ ერთი კვირით. სიყვითლის მოსაშორებლად, გაიხეხეთ ისინი ყოველდღიურად ლიმონის წვენით. სახლის ყველანაერი სამუშაო შეასრულეთ ხელთათმანებით, რომ შეამციროთ საყოფაცხოვრებო ქიმიის ზეგავლენა.
    საღამოობით გაიკეთეთ ხელების მასაჟ ზეითუნის ან ჟოჟობას ზეთით - ეს დაატენიანებს ფრჩხილის ფირფიტას და კუტიკულას.
    საკმაოდ კარგი რეკლამა გაუკეთა საკუთარ თავს ჟელატინის აბაზანამ: 1ს/კ ჟელატინი გახსენით 1 ჭიქა ცხელ წყალში, გადაასხით სითხე ჭურჭელში, მოანელეთ და ჩაყავით მასში ხელები 20 წუთით.

  3. ფრჩხილების ზრდის დაჩქარება.
    იოდის აბაზანები აძლიერებს ფრჩხილების სტრუქტურას და დააჩქარებს მათი ზრდის პროცესს. 200მლ წყალში გახსენით 2ს/კ მარილი და ჩაასხით ნახევარი სუფრის კოვზი იოდი. ჩაალაგეთ სითხეში ხელები 15 წუთით, შემდეგ გადაივლეთ წყალი და წაისვით ხელის დამატენიანებელი კრემი.

დავა იმაზე, მავნებელია თუ არა ფრჩხილების გელ-ლაკი დიდხანს შეიძლება. სპეციალისტები იძლევიან რეკომენდაციას ლაკის 2 ჯერ გამოყენების შემდეგ გააკეთოთ მნიმუმ 3 თვიანი შესვენება (გამოიყენეთ სამკურნალო ან ჩვეულებრივი ლაკი). სილამაზეს და ჯანმრთელობას გისურვებთ!