სახე ნაოჭების გარეშე: მის მსოფლიოს საიდუმლო რეცეპტი, რომელიც 2 ინგრედიენტისგან შედგება!

სახე ნაოჭების გარეშე: მის მსოფლიოს საიდუმლო რეცეპტი, რომელიც 2 ინგრედიენტისგან შედგება!
ალბათ გსმენიათ ინდოელი მსახიობის, პრიანკა ჩოპრეს შესახებ. ეს ქალბატონი სილამაზის ეტალონადაა აღიარებული არა მხოლოდ ბოლივუდში, არამედ მთელ მსოფლიოში. 2000 წელს მან გამორჯვება მოიპოვა ''მის მსოფლიოს'' კონკურსში. 15 წლიანი კარიერის განმავლობაში პრიანკამ საკუთარ თაყვანისმცემლებს განსაკუთრებული საიდუმლოებები გაუზიარა, თუ როგორ უნდა მოვუაროთ საკუთარ თავს სწორად და შევინარჩუნოთ სილამაზე მრავალი წლით.

ამ ქალბატონს საკმაოდ ხშირად უწევს მრავალფეროვანი ვარცხნილობებისა და მაკიაჟის გაკეთება, რის გამოც მისი თმა და სახის კანი განსაკუთრებულ მოვლასა და დაცვას საჭიროებს. სილამაზის შესანარჩუნებლად პრიანკა მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს იყენებს. დღეს ''Fpaparazzi''_ის რედაქცია გიზიარებთ სილამაზის დედოფლის საიდუმლო რეცეპტს, რომელიც ნაოჭების მთლიანად გაქრობაში და სილამაზის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

თმის მოსავლელად პრიანკა ცხელ ზეთს იყენებს, ხოლო სახის კანის მოსავლელად - იოგურტისა და ლიმონის წვენის ნიღაბს.



როგორ მოვუაროთ თმას

ინგრედიენტები:
  • 250 მლ წყალი;
  • 1 ს.კ ზეითუნის ზეთი;
  • 1 ს.კ ჟოჟობას ზეთი;

გამოყენება:

1. ზეთის თმაზე დატანამდე კარგად დაიბანეთ თავი.

2. მოამზადეთ წყლის აბაზანა: პატარა ზომის ჭურჭელში ჩაასხით 250 მლ წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე.

3. მცირე ზომის თასში შეურიეთ ერთმანეთში ზეითუნისა და ჟოჟობას ზეთი. ჩადგით ჭურჭელი წყლის აბაზანაში.

4. დიდი ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ზეთი ზედმეტად ცხელი არ იყოს.

5. დაისველეთ თავი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიტანეთ ზომიერად ცხელი ზეითუნისა და ჟოჟობას ზეთის ნარევი თმის მთელ სიგრძეზე.

6. მოითმინეთ 20 წუთი და დაიბანეთ თავი ჩვუელებისამებრ.

გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ. ასე საკუთარ თმას სიძლიერესა და ბზინვარებას შესძენთ.



სახის კანის მოვლა

ინგრედიენტები:
  • 1 ს.კ ნატურალური იოგურტი;
  • 1 ს.კ ლიმონის წვენი;

გამოყენება:

1. აურიეთ ერთმანეთში მოცემული რაოდენობით იოგურტი და ლიმონის წვენი.

2. დაიტანეთ მიღებული ნარევი სახის კანზე (მაქსიმალურად მოერიდეთ თვალების არეს).

3. გაიჩერეთ ნიღაბი 15-20 წუთით.

4. გულდასმით ჩამოიბანეთ სახე. უკეთესი იქნება, თუ ამ შემთხვევაში ნიღბის მოსაშორებლად გვირილის ნაყენს გამოიყენებთ.

მსგავის ნიღაბის გაკეთება არ არის რეკომენდირებული სახლიდან გასვლის წინ, რადგან მან შეიძლება სახის კანის მცირეოდენი შეწითლება გამოიწვიოს. ამ ეფექტის მიზეზს რძემჟავა წარმოადგენს, რომელსაც იოგურტი შეიცავს.

იზრუნეთ საკუთარ სილამაზეზე და არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!