ნატურალური დეზოდორანტის რეცეპტები! დაივიწყეთ უსიამოვნო სუნი იღლიიდან

ნატურალური დეზოდორანტის რეცეპტები! დაივიწყეთ უსიამოვნო სუნი იღლიიდან
როდესაც ქაუჩებში სიცხე ან სიცივეა, ჩვენი ორგანიზმი ტემპერატურის რეგულირებას ოფლის გამოყოფით ახდენს. თავისთავად ამ ოფლს სუნი არ გააჩნია, მაგრამ ის ბაქტერიების გამრავლების კარგ გარემოს ქმნის, რაც შემდგომში სწორედ უსიამოვნო სუნის მიზეზი ხდება.

უსიამოვნო სუნი და რატომაა მავნებელი ანტიპერსპერანტები
ბაქტერიების დიდი რაოდენობა და ჰაერის ცუდი ცირკულაცია (სინთეთიკური ტანსაცმლის ტარება) წარმოადგენს უსიამოვნო სუნის წარმოქმნის უმთავარ მიზეზს.
რას ვაკეთებთ ჩვენ როგორც წესი? ვიყენებთ დეზოდორანტს ან ანტიპერსპერანტს, უსიამოვნო სუნის მოშორების მიზნით. დეზოდორანტები არ ახდენენ ოფლის გამოყოფის შეჩერებას, ისინი მხოლოდ უსიამოვნო სუნის შენიღბვას ახდენენ. ანტიპერსპერანტები კი შედგებიან ქიმიური ნივთიერებებისგან, რომლებიც ოფლის გამოყოფას ამცირებს.

დეზოდორანტები და ანტიპერსპერანტები ხშირად შეიცავენ პოტენციურად მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, ისეთებს როგორიცაა ალუმინი და პარაბენი, მათ თქვენი ორგანიზმისთვის ზიანის მოტანა შეუძლიათ.ამიტომ დღეს fpaparazzi შემოგთავაზებთ ბუნებრივ საშუალებას უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად.




ნატურალური საშუალება, ოფლის სუნის მოსაშორებლად.
1.ქოქოსის ზეთი და სოდა
ქოქოსის ზეთს გააჩნია ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. სოდა კი ნატურალურ დეზოდორანტს წარმოადგენს. ის კლავს აქტერიებს, რომელიც უსიამოვნო სუნს იწვევს, სწორედ ამიტომაა მათი იღლებისთვის გამოყენება ეფექტური. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სოდის ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა გაღიზიანება გამოიწვიოს.

2.ჰამამელისის ექსტრაქტი და ეთერზეთი
ჰამამელისი - ის აცხრობს კანის გაღიზიანებას, ხელს უწყობს ნეტის კანზე დამაგრებას და ეხმარება კანს სირბილის, ელასტიურობის შენარჩუნებაში. მას ასევე ახასიათებს ანტი-მიკრობული და ანთებისაწინააღმდეგო თვისებები.

ლავანდა და ჩაის ხის ეთერზეთი ფართოდ გამოიყენება ნატურალურ დეზოდორანტებში. მათ გააჩნიათ ნატი-ბაქტერიული თვისებები. ეს ეთერზეთები უნივერსალურები არიან.

წარმოგიდგენთ სახლში მოსამზადებელი დეზოდორანტის რეცეპტს. ამ რეცეპტში ასევე შედის მცენარეული გლიცერინი. ის ასევე გამოიყენება კოსმეტოლოგიაში და კანის დამატენიანებელ მრავალ პროდუქტში. მცენარეული გლიცერინი კანს არბილებს და აპრიალებს, ის ასევე ითავსებს ქიმიური კოსერვანტის როლსაც.

  • 4 სუფრის კოვზი ჰამამელისი
  • ალოე ვერას გელი
  • 1 ჩ/კ მცენარეული გლიცერინი
  • ჩაის ხის ან ლავანდის ზეთის რამოდენიმე წვეთი

მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ერთ ჭურჭელში, კარგად გადაურიეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. გამოიყენეთ საჭიროებისამებრ.


3. წყალბადის ზეჟანგი
წყალბადის ზეჟანგს ახასიათებს ანტიბაქტერული თვისებები და ის გამირჩევა მოქმედების ფართო სპექტრით.
  • 1 ჩ/კ 3%-იანი წყალბადის ზეჯანგი
  • 1 ჭიქა წყალი

დაასველეთ ბამბა ამ ხსნარში და გამოისვით იღლიებში ყოველი დაბანის შემდეგ.



4. ვაშლის ძმარი - საუკეთესო საშუალება ოფლის სუნის გასაქრობად!
ვაშლის ძმარს ახასიათებს ანტიაქტერიული თვისებები. ის გვეხმარება უსიამოვნო სუნის შემცირებაში. ის ანადგურებს ცუდი სუნის გამომწვებ ბაქტერიებს და შესაბამისად უსიამოვნო სულიც ქრება.
  • 1 პორცია ვაშლის ძმარი
  • 3 პორცია წყალი

ჩაასხით შეზავებული სითხე პილივიზატორში და შეიშხურეთ იღლიებში, შემდეგ კი გაიმშრალეთ იღლია.
ვაშლის ძმარი ძალიან ძლიერი საშუალება და შესაძლოა კანის გაღიზიანება გამოიწვიოს, ამიტომ თუ თქვენ მგრძნობიარე კანი გაქვთ ნუ გამიყენებთ მას.