მან ხახვის ნაჭერი ენის ქვეშ მოითავსა და სასწაული მოხდა!

მან ხახვის ნაჭერი ენის ქვეშ მოითავსა და სასწაული მოხდა!
აი როგორ უნდა გავიყუჩოთ კბილის ტკივილი, დროებით მაინც. ყველა ჩვენთაგანს გამოუცდია შეგრძნება როდესაც მეორე დღისით სტომატოლოგთან ვიზიტზე ხარ ჩაწერილი და მხოლოდ ერთი დღის მოთმენა გჭირდებათ.
კბილის ტკივილი ეს უბრალო უსიამოვნება არ არის. მას შეუძლია სრულად გამოგაცალოთ ძალა, განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც ტკივილები რამოდენიმე დღე გრძელდება. fpaparazzi გასწავლით რამოდენიმე ხრიკს, რომელთა დახმარებითაც სამუდამოდ თუ არა დროებით მაინც გაიყუჩებთ კბილის ტკივილს.

მარილი და წიწაკა(პილპილი)
მან ხახვის ნაჭერი ენის ქვეშ მოითავსა და სასწაული მოხდა!
უცნაურია, რომ სანელებლით შესაძლებელია კბილის ტკვილის გაყუჩება. მიუხედავად ამისა, როდესაც თქვენ ამ ორ ინგრედიენტს ერთმანეთში ურევთ, მათ ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები უჩნდებათ. მათი დახმარებით კბილის ტკივილს ვერ მოიშორებთ მაგრამ შემსუბუქებას ნამდვილად შეძლებთ.

შეურიეთ მარილი და პილპილი თანაბარი პროპორციით რამოდენიმე წვეთი წყალით - ისე,რომ თქვენი ნაზავი პასტის სახის იყოს. წაისვით ეს ნაზავი დაზიანებულ კბილზე და გაიჩერეთ რამოდენიმე წუთით. შემდეგ კი ფრთხილად გამოივლეთ წყალი.
ტკივილის შემსუბუქების ეფექტი მოქმედებს დაახლოებით ორი საათი. შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ ეს პროცედურა.

ნიორი

ნიორი -უსიამოვნო სუნის პოპულარული მიზეზია, მაგრამ როდესაც კბილის ტკივილს ეხება საქმე სუნს აღარავინ აქცევს ყურადღებას.
ნიორს გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ამიტომ საკმარისია გაჭრათ ერთი კბილი ნიორი და დაიდოთ მტკივან კბილზე 5-10 წყთით, შემდეგ კი ფრთხილად გამოივლეთ წყალი თბილი წყლით.
გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში რამოდენიმეჯერ.


პაკეტი ყინულით

ეს მეთოდიც მოგიშუშებთ შესივებას და ანთებას. გარკვეული დროის მანძილზე ამ მეთოდსაც შეუძლია ტკივილი მოგიხსნათ. დაიდეთ ლოყაზე ყინულიანი პაკეტი და მიხვდებით, რომ ეს მეთოდიც მუშაობს


მარილიანი წყლის სამკურნალო ძალა

მარილიან წყალში არის ყველაფერი რასაც თქვენი კბილის ტკივილის დაამება შეუძლია. მთავარია დარწმუნდეთ, რომ თქვენი წყალი ოთახის ტემპერატურისაა შემდეგ კი ჩაყარეთ მასში ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. მარილიანი წყალი პირში უნდა დაიგუბოთ რამოდენიმე წუთით. ანთებითი პროცესი შემცირდება, შესივება დაიკლებს, ასევე პირში არსებული ბაქტერიებიც შემცირდება.

ხახვი


რთული სათქმელია რომელი უფრო ცუდ სუნს ტოვებს ნიორი თუ ხახვი. თუმცა ინფექციურ პროცესებს ისინი ნამდვილად ანელებენ და მცირე დროით მაინც გაგიყუჩებენ ტკივილს. უბრალოდ დაიდეთ ხახვის რგოლი მტკივან კბილზე, შემდეგ კი სცადეთ დაღეჭოთ ამ კბილით ის.

მიხაკი

მიხაკსაც ასევე გააჩნია მძლავრი ბაქტერიოციდული ეფექტი. აიღეთ მიხაკის ფხვნილი, შეურიეთ ის 1/4 სუფრის კოვზ სეზამის ან ზეითუნის ზეთ. თქვენ მსუყე პასტა უნდა გამოგივიდეთ. დამზადების შემდეგ ბამბის ტამპონის დახმარებით წაისვით ის მტკივან კბილზე.
გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში რამოდენიმეჯერ და ამით ტკივილის შემსუბუქებას შეძლებთ.

თუკი ეს არ გშველით, მაში გააზავეთ 2-3 წვეთი მიხაკის ეთერზეთი წყალთან და ჩაიგუბეთ ეს წყალი პირში.



იქნებ თქვენც იცით რაიმე ხრიკი რომელიც კბილის ტკივილისას გეხმარებათ, ნუ დაიზარებთ გაგვიზიარეთ ისინი კომენტარებში.