იარების მოშორება მხოლოდ ხალხური მედიცინის ხრიკებით

იარების მოშორება მხოლოდ ხალხური მედიცინის ხრიკებით
ნახეთქებსა და ჭრილობებს შეუძლიათ სრულიად შეცვალონ ჩვენი ცხოვრება. ჭრილობები ხორცდება, მაგრამ იარები რჩება. საქმი იმაშიც კი არ არი, რომ ისინი მუდმივად გვახსენებენ გარკვეულ მოვლენებს... ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მათ დამალვას ყველა შესაძლო ხერხით, მაგრამ თავად იმის გააზრება, რომ იარე ჯერ კიდევ არსებობს თავდაჯერებულობას გვართმევს და ამცირებს ჩვენს თვითშეფასება. დროა საბოლოოდ გადავჭრათ ეს პრობლემა!

თანამედროვე ესთეთიკურ კოსმეტოლოგიას შეუძლია გადაჭრას ასეთი პრობლემა სწრაფად და ეფექტურად, მაგრამ ასეთი პროცედურები საკმაოდ ძვირიც ღირს.
დღეს fpaparazzi შეეცდება გასწავლოთ ამ პრობლემის მოგვარება ხალხური მედიცინის საშუალებით. ასეთი მეთოდების ბევრს არ სჯერა რადგან მათ უმრავლესობას არასდროს უცდია ამ ხრიკების გამოყენება. ჩვენ კი გეტყვით მთავარია იცოდეთ სწორი გამოყენება და ყველაფერი გამოვა!

მაშ ასე, რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვეულებრივი პროდუქტების დახმარებით, ისეთების რომლებიც ნებისმიერ სამზარეულოში მოიძებნება.


1. ლიმონი, ეს პროდუქტი შველაა მათვის, ვისაც მუქი ფერის ნახეთქები აქვს. ეს იმ ქალბატონებს ეხება ვისაც კანზე მშობიარობის შემდგომი იისფერი სტრიები დარჩა.
რა უნდა გავაკეთოთ: სამჯერ დღე-ღამეში (!) 10 წუთით დაიდეთ ახალგამოწურული ლიმონის წვენში დამბალი ბამბის დისკი. აუცილებელია დისკის დადება სუფთა კანზე მოხდეს. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გვირილის ნახარშით და წაისვით ზეითუნის ზეთი.
2. თაფლი. ეს ბუნებრივი დამატენიანებელი საშუალებაა, ის ხელს უწყობს კანის სწრაფ რეგენერაციას. ის ასევე აფერხებს მკვდარი კანის შეგროვებას.მისი ანტიბაქტერიული თვისებები კი სწრაფ შეხორცებას უწყობენ ხელს.
რა უნდა გავაკეთოთ: ორჯერ დღეში 10 წუთის განმავლობაში, იმ ადგილას სადაც იარა ან ნახეთქია გაიკეთეთ მასაჟი მცირეოდენი თაფლის გამოყენებით. თაფლი მომდევნო ერთი საათის განმავლობაში უნდა დავიტოვოთ კანზე და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი ანადუღარი წყლით.
3. სოდა. ის მიკროდერმაბრაზიის ბუნებრივ საშუალებას წარმოადგენს - ეფექტურად წმენდს კანს მკვდარი ნაწილებისგან.
რა უნდა გავაკეთოთ: შევურიოთ თანაბარი პროპორციით სოდა და წყალი და მიღებული ფაფა დავიტანოთ იარაზე, შეიზილეთ. გაიჩერეთ ზუსტად ერთი წუთით შემდეგ კი ჩამოიბანეთ. ასეთი მანიპულაციების ჩატარება საჭიროა დღეში ერთხელ, დღეგამოშვებით.
4. ქოქოსის ზეთი. ის საუკეთესო ანტიოქსიდანტია, ის ხელს უწყობს იარების სწრაფ შეხორცებას და კოლაგენის გამომუშავების პროცეს აძლიერებს.
რა უნდა გავაკეთოთ: ავითოთ ქოქოსის ზეთი (Extra Virgin), შევათბოთ ჩაის კოვზით ზეთი და წრიული მოძრაობებით თბილ მდგომარეობაში შევიზილოთ პრობლემურ ზონაში. ამ რპოცედურის ჩატარება დღეში 2-3 ჯერ არის საჭირო.