როგორ გავიწმინდოთ მსხვილი ნაწლავი, თირკმელები და ღვიძლი ტოქსინებისგან 48 საათში.

როგორ გავიწმინდოთ მსხვილი ნაწლავი, თირკმელები და ღვიძლი ტოქსინებისგან 48 საათში.
დღესდღეობით არსებობს უამრავი დეტოქს-დიეტა, რომელიც გვეხმარება წონის დაკლებაში, თუმცა დაბალკალორიული დიეტის დროს ჩვენი ორგანიზმი იწყებს შიმშილს და საჭირო საკვები ნივთიერებების უკმარისობის გამო ნელდება მეტაბოლიზმი.

დეტოქს-დიეტის სხვა უარყოფითი ეფექტები: დეჰიდრარტაცია, დაღლილობა, გულის რევის შეგრძნება, თავბრუსხვევა და მსხვილი ნაწლავის დაზიანება.

როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი თვითონ ორგანიზმში.

თითოეული ადამიანის ორგანიზმს გააჩნია დეტოქსიკაციის საკუთარი, შინაგანი სისტემა. ორგანოები, რომლებიც ამ პროცესში იღებენ მონაწილეობას: ღვიძლი, თირკმელები და მსვილი ნაწლავი.

ღვიძლი - პირველი და უმთავრესი ორგანო, რომელიც იცავს ორგანიზმს ტოქსინებისგან. ეს ორგანო მუშაობს, როგორც ფილტრი და ხელს უშლის სისხლში საკვებიდან ტოქსინების მოხვედრას.

მსხვილ ნაწლავში ბინადრობენ ბაქტერიები, რომლებიც ქმნიან ჯანმრთელ და არაჯანმრთელ ქიმიურ ნივთიერებებს. მსვილი ნაწლავის ძირითადი ფუნქცია - ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდა იქამდე, სანამ ისინი რაიმე ზიანს მოუტანენ ჩვენს ჯანმრთელობას.

თირკმელები - სხეულის ორგანოები, რომლებიც განუწყვეტლივ ფილტრავენ სისხლს და გამოაქვთ ორგანიზმიდან ტოქსინები შარდის მეშვეობით.

თუ გსურთ, რომ დეტოქს-დიეტამ შედეგი გამოიღოს, საჭიროა დატვირთოთ თქვენი ორგანიზმი სწორი საკვები ნივთიერებებით.

ექიმი ოზი გვთავაზობს 48 საათიან დიეტას, რომელიც მთლიანად გამოდევნის ტოქსინებს ჩვენი ორგანიზმიდან.



თქვენ ამ ორი დღის განმავლობაში მოგიწევთ საკუთარი ხელით შემდეგი კერძების მომზადება:

თათაბო შავი ქლიავით საუზმეზე.

თათაბო - პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით, ფოსფორითა და ბოჭკოებით. რაც შეეხება შავ ქლიავს, ის შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოებსა და სორბიტოლს.

საჭირო ინგრედიენტები:
  • ნახევარი ჭიქა თათაბო;
  • 1 ჭიქა წყალი;
  • 1 მწიკვი მუსკატის კაკალი;
  • 1 ჩ.კ გახეხილი ჯანჯაფილი;
  • 1 ს.კ სელის ზეთი;
  • 1/3 ჭიქა დაჭრილი შავი ქლიავი;
  • 1/4 ჭიქა ბრინჯის რძე;

პატარა ქვაბში ჩაასხით ერთი ჭიქა წყალი. ჩაამატეთ მასში ნახევარი ჭიქა თათაბო, 1 მწიკვი მუსკატის კაკალი და 1 ჩ.კ გახეხილი ჯანჯაფილი. მიღებულ ნარევს მოურიეთ კარგად და მიიყვანეთ დუღილამდე. დაახურეთ ქვაბს თავსაფარი და ადუღეთ იგი დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ ჩაამატეთ ქვაბში შავი ქლიავი, ბრინჯის რძე და კვლავ მჭიდროდ დააფარეთ თავსახური. განაგრძეთ დუღება 5 წუთით. იქამდე, სანამ მიირთმევთ ამ კერძს, ჩაამატეთ მასში 1 ს.კ სელის ზეთი და კარგად მოურიეთ.

დეტოქს-სასმელები საკვების მიღებებს შორს.

სასმელი კომბოსტოთი, ანანასით და ჯანჯაფილით.

კომბოსტო არაჩვეულებრივი საშუალებაა თირკმელების გასაწმენდათ. ანანასი შეიცავს ბრომელაინს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ სისტემას კარგად მოშაობაში, ხოლო ჯანჯაფილი სტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას ნაღვლის ბუშტში. ამ სასმლის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ წვენსაწური.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ნახევარი თასი ანანასი;
  • 2 დიდი კიტრი;
  • 1 ძნა კომბოსტო (მოაშორეთ ღეროები);
  • ნახევარი გაწურული ლიმონი;
  • 1 ჩ.კ ჯანჯაფილი;
  • ნახევარი თასი პიტნა;

მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი ბლენდერში და კარგად აურიეთ.

დეტოქს-სასმელი ანანასით, ლიმონით და მსხლით.

თქვენ არ დაგჭირდებათ წვენსაწური ამ სასმლის მოსამზადებლად.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 3/4 ჭიქა ანანასის წვენი;
  • 1 ლიმონი;
  • 1 ჭიქა მსხლის წვენი;
  • 3 ჭიქა წყალი;

აურიეთ თითოეული ინგრედიენტი ჭიქაში და დატკბით მისი უგემრიელესი არომატით. ინგრედიენტების მოცემული რაოდენობა გათვლილია 4 პორციაზე, რომელიც უნდა მიირთვათ მთელი დღის განმავლობაში.

ხილი სადილზე.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ნახევარი ჭიქა ჩვეულებრივი ნუშის რძე;
  • 1 ს.კ დანაყული სელის თესლები;
  • 1/4 ჭიქაგაყინული მოცვი;
  • 1/4 ბანანი;
  • ნახევარი ჭიქა ყინული;

მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი ბლენდერში და ურიეთ იქამდე, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

მოცვი მდიდარია კვერციტინით. ეს გახალავთ ფლავანოიდი, რომელიც ამაღლებს იმუნიტეტს და სასარგებლოა ღვიძლისთვის. ბანანი მდიდარია ვიტამინ B6_ით, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანი ვიტამინია თვიძლის დეტოქსიკაციისთვის. სელის თესლები შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა-3_ს, რომელიც კვებავს ტვინს.

ბოსტნეულის ბულიანო ვახშამზე.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 2 დაჭრილი წითელი ხახვი;
  • ნიახურის 2 დაჭრილი ღერო;
  • 1 დაჭრილი კამის ბოლქვი ღეროებთან და ბოთლებთან ერთად;
  • 2 ჩ.კ კვლიავი;
  • 2 ჩ.კ ზღვის მარილი;
  • ახლადდანაყული პილპილი;
  • 1 ჭიქა დაჭრილი სოკო;
  • ნივრის 4 დიდი კბილი (დაჭრილი, დაქუცმაცებული);
  • 1 დაჭრილი კომბოსტო;
  • 2 ლიტრი წყალი;
  • 2 ს.კ წითელი წიწაკა;
  • 2 ს.კ ახალი ორეგანო;
  • 8 ძნა ოხრახუში ფოთლებითა და ღეროებით;
  • ნახევარი ჭიქა წვრილად დაჭრილი ოხრახუში;

გარდა დაჭრილი ოხრახუშისა, მოათავსეთ ყველაფერი ქვაბში და დაასხით 2 ლიტრი წყალი. მიიყვანეთ დუღილამდე და დაუწიეთ ცეცხლს.

მიეცით სუპს დაბალ ცეცხლზე ერთი საათით დუღილის საშუალება. ამ დროის გასვლის შემდეგ მოაყარეთ მას ახალი ოხრახუში.

გარდა ყოველივე ზემოთ ხსენებულისა, ორგანიზმის სრული დეტოქსიკაციისთვის საჭიროა შემდეგი წესების დაცვა:

1. არ ჭამოთ საღამოს 7 საატის შემდეგ.

2. აბანოს ინგლისური მარილი დაგეხმარებათ გაოფლიანებაში და ხელს შეუწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. ის ასევე შეიცავს მაგნიუმს, რომელიც ადუნებს კუნთებს.

3. სანამ გაეშურებით დასაძინებლად, მიირთვით ერთი ჭიქა ჩაი ბაბუაწვერის ფესვით. ის არაჩვეულებრივი საშუალებაა ღვიძლის და ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდისთვის.

ისარგებლეთ ამ რეკომენდაციებით და იყავით ჯანმრთელები!