7 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყოთ დღეიდანვე სტაფილოს წვენის მიღება. უნიკალური პროდუქტია!

7 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყოთ დღეიდანვე სტაფილოს წვენის მიღება. უნიკალური პროდუქტია!
სტაფილოს ახლადგამოწურული წვენი სრულიად დამსახურებულად შეგვიძლია მოვიხსენიოთ მეფედ ყველა სხვა ბოსტნეულის წვენს შორის. მასში იმდენად დიდია ღირებული ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემცველობა, რომ სტაფილოს წვენი საუკეთესო საშუალებაა ზამთრის შემდეგ ორგანიზმის აღსადგენად, ასევე ბავშვებისა და სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანების იმუნიტეტის ასამაღლებლად.


"Fpaparazzi''_ის რედაქცია წარმოგიდგენთ 7 მიზეზს, თუ რატომ უნდა დაიწყოთ დღეიდანვე სტაფილოს წვენის მიღება.

რა სარგებელი მოაქვს ამ უნიკალურ წვენს?

1. იმუნიტეტის შენარჩუნება-ამაღლება.
100 გ სტაფილოს წვენი შეიცავს 3 მგ ვიტამინ C_ს, 2,1 გ ბეტა-კაროტინს, დაახლოებით 350 მკგ ვიტამინ A_ს, 0,2 მგ ვიტამინ PP_ს და 0,3 მგ ვიტამინ E_ს. გარდა ამისა, ეს ბოსტნეული მდიდარია კალიუმით, კალციუმით, ნატრიუმით, მაგნიუმით, რკინითა და ფოსფორით. ავიტამინოზის დროს სტაფილოს წვენი შეუცვლელი პროდუქტია!

2. მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა.
გახსოვთ, ჩვენი ბებიები ბავშვობაში მუდამ იმას გვეუბნეოდნენ, რომ დიდი რაოდენობით სტაფილოს მირთმევის შემთხვევაში შევძლებდით კარგი მხედველობის მრავალი წლით შენარჩუნებას. სტაფილო შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ A_ს, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ თავიდან აგვარიდოს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, არამედ სრულიად განკურნოს უკვე არსებული.

თუ შუქრის ჩაქრობის დროს ხანგრძლივი დროით ვერ ეგუებით სიბნელეს, შესაძლოა თქვენი ორგანიზმი ამ ვიტამინის უკმარისობისგან იტანჯებოდეს.

3. სიმსივნის პროფილაქტიკა.
ანტიოქსიდანტები, რომელთაც დიდი რაოდენობით შეიცავს სტაფილოს წვენი, ძალზედ სასარგებლოდ მოქმედებს მთელ ორგანიზმზე. ისინი აქტიურად იბრძვიან თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ, აფერხებენ დაბერების პროცესს და ოქსიდაციურ პროცესებს.

4. ღვიძლის აღდგენა.
რეგულარულად სტაფილოს წვენის მიღებით, თქვენ უდიდეს სამსახურს გაუწევთ საკუთარ ღვიძლს. ამ ბოსტნეულისთვის დამახასიათებელია დეტოქსიკაციური და გამწმენდი თვისებები.

თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ სარგებელს მოგიტანთ მხოლოდ ის წვენი, რომელიც გამდიდრებულია ცხიმებით: სტაფილოს წვენით სავსე ჭიქაში ჩაამატეთ არაჟანი ან კარაქი. სასმელი ასევე შეგიძლიათ შეაზავოთ ზეითულის ზეთით. რისთვისაა საჭირო ეს? ვითამინ A ორგანიზმში ცხიმების გარეშე პრაქტიკულად არ გადამუშავდება.

5. კანის მდგომარეობის გაუმჯობესება.
ვიტამინ A_ს დეფიციტი ჩვენი კანის მდგომარეობაზეც აისახება: ჩნდება პატარა იარები, წყლულები, შეწითლებები, სიმშრალე და ა.შ. დღეში 1 ჭიქა სტაფილოს წვენი ხანმოკლე დროში გადაჭრის ამ პრობლემას.

6. გულის გამოჯანმრთელება.
სტაფილოს წვენში არსებული ვიტამინების უნიკალური შეხამება ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის შემცველობას, აუმჯობესებს გულის მუშაობას და გვეხმარება ათეროსკლეროზის განკურნებაში. განსაკუთრებით სასარგებლო ამ სასმლის მიღება მწეველებისთვსაა.

7. ნერვების გამაგრება.
დაუკოსტერინი, რომელსაც ჭარბი რაოდენობით შეიცავს სტაფილოს წვენი, ძალზედ სასარგებლოდ მოქმედებს ჩვენს ნერვულს სისტემაზე.

სტაფილოს წვენი უკუჩვენებითია საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების დროს და შაქრის დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის.

სტაფილოს წვენის ყოველდღიური ნორმა - 250 მლ. ჭარბი რაოდენობით ამ ბოსტნეულის წვენის მიღება საზიანოა ჩვენი ორგანიზმისთვის. სტაფილოს ახლადგამოწურული წვენი შეგიძლიათ შეინახოთ ცივ ადგილას 1 საათით. ბავშვების შემთხვევაში, გახსენით სტაფილოს წვენი წყალში თანაფარდობით 1:1.

არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება!