ეს ერთი ინგრედიენტი თქვენი წონის კორექციის ბუნებრივი საშუალებაა

ეს ერთი ინგრედიენტი თქვენი წონის კორექციის ბუნებრივი საშუალებაა
საუკეთესო გეგმა გასახდომად! თქვენს რაციონში აუცილებელია ცილების შემცველობის გაზრდა - იკვებეთ ხორცით, თევზით, ხაჭოთი და სხვა რძის პროდუქტებით. უარი თქვით პურზე, შაქარზე და სხვა რაფინირებულ საკვებზე. სვით ბევრი წყალი და ასევე ჩაამატეთ თქვენს რაციონში ერთი უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი.... იმისათვის, რომ გახდომის პროცესი სირთულეების გარეშე მიმდინარებდეს და არ იყოს ზიანის მომტანი ორგანიზმისთვის, აუცილებელია მისი ტოქსინებისაგან გაწმენდა, ასევე კუჭნაწლავის კარგი ფუნქციონირება!

ნაწლავების პერისტალტიკის გაუმჯობესება და წონის კლების დაჩქარება შეუძლია ბოჭკოებით მდიდარ კოქტეილს. დალიეთ ის ყოველდღე საუზმობის დროს და რამოდენიმე დღის შემდეგ თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ. გირჩევთ კარგად დაიმახსოვროთ ეს რეცეპტი!
ინგრედიენტები:
  • 1 ჭიქა უცხიმო კეფირი
  • 2 ს/კ ქატო (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ბლენდერში დაფქული შვრიის ფანტელებით.)
  • 1 ს/კ სელის ფქვილი (შეგიძლიათ ბლენდერით დაფქვათ სელის მზესუმზირა)
  • 1 ჩ/კ კაკაოს ფხვნილი
  • 6-7 ცალი ჭანჭური (ჩირი)
  • ერთი მწიკვი დარიჩინი
  • 50მლ ცხელი წყალი


მომზადების წესი:
  1. დაასხით ჭანჭურის ჩირს ადუღებული წყალი და რამოდენიმე წუთი დატოვეთ გასაჟღენთად.
  2. შეურიეთ კეფირი, ქატო (ან შვრიის ფანტელები), სელის ფქვილი, დარიჩინი და კაკაოს ფხვნილი.
  3. დააბლენდერეთ შავი ქლიავი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. იმისათვის, რომ კოქტეილი ცოტა დაატკბოთ შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ფინიკიც.
  4. შეურიეთ მშრალი პროდუქტები კეფირს და მოურიერთ. კოქტელი მზად არის!

თითქოს და რა მარტივი რეცეპტია, მაგრამ რამხელა სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის... ჭანჭურის ჩირის რეგულარული გამოყენება ნაწლავების ფუნქციონირების ნორმალიზირებს ბოჭკოების, ფოსფორის, თუთიის და მაგნიუმი მაღალი შემცველობის ხარჯზე.

გასაოცარი აღმოჩენა: ქლიავის ჩირში შემავალი ნაცარი და სორბიტოლი ორგანიზმზე მიზანმიართულად მოქმედებს. ის გვეხმარება მადის დაქვეითებაში და ტკბილეულზე მოთხოვნილების დაიამარტივდება!