აი რას მიიღებთ, თუ ერთმანეთში 3 კვერცხსა და ხაჭოს გაურევთ. ყოველთვის ასე მოვიქცევი!

აი რას მიიღებთ, თუ ერთმანეთში 3 კვერცხსა და ხაჭოს გაურევთ. ყოველთვის ასე მოვიქცევი!
ერთ მშვენიერ დილას სასწორზე დავდექი და აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის სრულიად შეუმჩნევლად წონაში 5 კილოგრამი მოვიმატე. დაუყონებლივ დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რა პროდუქტებისგან შედგებოდა ჩემი უკანასკნელი 2 კვირის კვების რაციონი და ერთ დასკვნაბდე მივედი... სასწრაფოდ უნდა ამოვიღო მენიუდან ბრუტერბროდი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს!

რა თქმა უნდა, დავიწყე ისეთი კერძის ძიება, რომელიც ჩემ საყვარელ ბრუტერბროდს ჩაანაცვლებდა. ჩემდა გასაოცრად, ინტერნეტ სივრცეში ერთ გასაოცარ რეცეპტს წავაწყდი...

მოემზადეთ ხაჭოს უგემრიელესი ბლინების მოსამზადებლად! გარდა იმისა, რომ ეს კერძი უგემრიელესია და მას პირველივე გასინჯვის შემდეგ შეიყვარებთ, ის საერთოდ არ შეიცავს ფქვილს და შესანიშნავი პროდუქტია დაბალნახშირწყლოვანი დიეტისთვის.

ხაჭოს ბლინები

ინგრედიენტები:
  • 3 კვერცხი;
  • 3 ს.კ დაბლენდერებული ნაღების ყველი ან ხაჭო;
  • 0,5 ჩ.კ საფუარი;
  • 0,5 ჩ.კ შაქარი ან სტევია;
  • 1 მწიკვი მარილი;

მომზადება:

1. განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული ერთმანეთისგან. კვერცხის 3 გული აურიეთ ნაღების ყველში ან ხაჭოში, რომელიც წინასწარაა დაბლენდერებული. დაუმატეთ ერთი მწიკვი მარილი და შაქარი.

აი რას მიიღებთ, თუ ერთმანეთში 3 კვერცხსა და ხაჭოს გაურევთ. ყოველთვის ასე მოვიქცევი!

2. ურიეთ იქამდე, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.



3. აურიეთ ერთმანეთში კვერცხის ცილა და საფუარი.



4. გირჩევთ, რომ ამისთვის გამოიყენოთ მიქსერი.



5. მიღებულ მასაში ჩაამატეთ თქვენ მიერ მომზადებული კვერცხის გულისა და ხაჭოს ნარევი.



6. განათავსეთ ბლინები პერგამენტზე და მოამზადეთ ისინი გამოსაცხობლად. ინგრედიენტების მოცემული რაოდენობით შეძლებთ 8 ბლინის მომზადებას.



7. მოათავსეთ ბლინები ღუმელში, რომელიც 180 გრადუსამდეა გაცხელებული.



8. დაინიშნეთ 20 წუთი. ეს დრო სავსებით საკმარისია უგემრიელესი ბლინების გამოსაცხობად.



9. ამ ბლინებით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ყველასთვის საყვარელი პური. მისგან მომზადებული ბრუტერბროდი კიდევ უფრო გემრიელი და არომატულია...



ასევე შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოს, რომელშიც უმცირეს დეტალებშია ნაჩვენები უგემრიელესი, დაბალკალორიული ბლინების მომზადების პროცესი.



ხაჭოს ბლინები - გემრიელს + სასარგებლო. არ დაგავიწყდეთ ამ უნიკალური რეცეპტის მეგობრებისთვის გაზიარება!