მშობლებმა 2 წლის შვილი შუა ქუჩაში სასიკვდილოდ მიაგდეს, რადგან ფიქრობდნენ რომ ის ჯადოქარი იყო

მშობლებმა 2 წლის შვილი შუა ქუჩაში სასიკვდილოდ მიაგდეს, რადგან ფიქრობდნენ რომ ის ჯადოქარი იყო
''ათასობით ბავშვს ადანაშაულებენ ჯადაქრობაში და მათ შუა ქუჩაში სასიკვდილოდ ტოვებენ. სწორედ ერთი ასეთი 2 წლის ბავშვი ვიპოვეთ ნიგერიის ქუჩებში, სადაც იგი საკუთარმა დედამ დატოვა, ხოლო პატარას დახმარების სურვილს არავინ იჩენდა'' - ეს სიტყვები ეკუთვნის დანიელ მოხალისეს, ანია რიგნინ ლოვენს, რომელმაც 2 წლის ნიგერიელი ბავშვის სიცოცხლე იხსნა. ეს პატარა ჯადოქრობაში დაადანაშაულეს და შუა ქუჩაში მიაგდეს, სადაც მან 8 თვე გაატარა. ბავშვი, რომლიც 8 თვიანი შიმშილობისგან ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი, გადაარჩინეს და მას სახელად ნორე ( იმედი) დაარქვეს.

ამ პატარას მშობლები ფიქრობდნენ, რომ ის ჯადოქარი იყო, რის გამოც ქუჩაში სასიკვდილოდ მიაგდეს.



8 თვის განმავლობაში პატარა ნორებს ნიგერიის ქუჩებში უწევდა ცხოვრება.



31 იანვარს დანიელი მოხალისე მას ქუჩაში სრულიად შემთხვევით წააწყდა.



მთელი 8 თვე პატარა შიმშილობისგან იტანჯებოდა, რის გამოც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები შეექმნა.
ამ ქალბატონის დამსახურებით ნორემ სამედიცინო დახმარება მიიღო.



დღესდღეობით მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. პატარა სრულიად გამოჯანმრთელდა.





მშობლებმა 2 წლის შვილი შუა ქუჩაში სასიკვდილოდ მიაგდეს, რადგან ფიქრობდნენ რომ ის ჯადოქარი იყო