თავდაპირველად შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ეს მარტივი ვარჯიშებია, მაგრამ თქვენ ყველა კუნთს იგრძნობთ!

თავდაპირველად შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ეს მარტივი ვარჯიშებია, მაგრამ თქვენ ყველა კუნთს იგრძნობთ!
იოგალატესი - ეს გამოჯანმრთელების ორი უძლიერესი სისტემის შერწყმაა. იოგა მიმართულია თქვენი ფიზიკური და სულიერი სრულყოფისკენ, ხოლო პილატესის მიზანი ლამაზი და დაჭიმული სხეულის მიღწევაა. ამ ორ მეთოდს ბევრი რამ აქვს საერთო: მოძრაობების აუჩქარებელი შესრულება, აქცენტი სწორ სუნთქვაზე, ბალანსი და გაწელვა. ამგვარი ვარჯიშების უპირატესობა კუნთების გაძლიერებასა და სხეულის მოქნილობაშია, ვარჯიშების ეს კომპლექსი მოერგება ნებისმეირს.

მოცემულ ვიდეო გაკვეთილში თქვენ ნახავთ, როგორ დავკავდეთ იოგალატესით. თავდაპირველად შესაძლოა მოგაჩვენოთ, რომ ამაზე მარტივი ვარჯიში არ გინახიათ, თუმცა როდესაც გამოცდით საკუთარ თავზე, თქვენ იგრძნობთ თქვენი კუნთების ყოველ მილიმეტრს!