დავამზადოთ ჰაერის ნატურალური გამწმენდი საკუთარი ხელით. ეს საინტერესოა!

დავამზადოთ ჰაერის ნატურალური გამწმენდი საკუთარი ხელით. ეს საინტერესოა!
თითოეული სახლისთვის საკუთარი, უნიკალური სუნია დამახასიათებელი, თუმცა რიგ შემთხვევებში ეს სუნი არც თუ ისე სასიამოვნოა... ადამიანების უმრავლესობა იმდენად ეჩვევა საკუთარ საცხოვრებელში არსებულ უსიამოვნო სუნს, რომ მას ვეღაც კი ამჩნევს. რა თქმა უნდა, მაღაზიაში ნაყიდი ჰაერის გამწმენდი სპეციალური მოწყობილობები შედეგს იძლევა, თუმცა მათი ეფექტი ხანმოკლეა, რაც ძალზედ სამწუხაროა...

დღეს ''Fpaparazzi''_ის რედაქცია გასწავლით, თუ როგორ დაამზადოთ საკუთარი ხელით ნატურალური არომატიზატორი სახლისთვის, რომელიც თქვენს საცხოვრებელს შესძენს არა მხოლოდ სასიამოვნო არომატს, ჰარმონიასა და სიმყუდროვეს, არამედ ის სასარგებლოცაა ჯანმრთელობისთვის.

დავამზადოთ ჰაერის ნატურალური გამწმენდი საკუთარი ხელით. ეს საინტერესოა!

არომატული დიფუზორის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ის არ მოითხოვს ელექტროენერგიას.

შეგიძლიათ დაამზადოთ რამდენიმე ასეთი არომატული ქილა სხვადასხვა სურნელებით და გაანაწილოთ ოთახებში.

მაგალითად, საძინებელ ოთახში არომატიზატორად რეკომენდირებულია ეთერზეთის, ლავანდის ან ნემსიწვერას გამოყენება, ხოლო სასტუმრო ოთახში - ჩაის ხის, ვარდის, ლიმონის, სანდლის ან მანდარინის. რაც შეეხება სამზარეულოს, უკეთესი იქნება თუ არომატიზატორად გამოიყენებთ ლიმონის ზეთს, პიტნას ან ფორთოხალს, ხოლო ტუალეტში - ჩაის ხის ზეთს, ევკალიპტს ან ნაძვს.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • მინის ჭურჭელი;
  • ბამბუკის ჭხირები;
  • მცენარეული ზეთი;
  • ეთერზეთი;

1. მცირე რაოდენობით მცენარეული ზეთი ჩაასხით მინის ჭურჭელში, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი, რომლის რაოდენობაც დამოკიდებულია არომატის ინდივიდუალურ აღქმაზე.

2. ბამბუკის ჯოხებს მოაჭერით წვეტიანი დაბოლოებები და მაკრატლის ან დანის გამოყენებით ერთ ბოლოზე გაუკეთეთ მას ჯაგრისები. ჯაგრისებიანი დაბოლოებით მოათავსეთ ბამბუკი სითხეში. ქილაში მოთავსებული ბამბუკის ჩხირების რაოდენობა განაპირობებს არომატის ინტენსიურობას: რაც უფრო მეტი ჩხირი იქნება ქილაში, მით უფრო ძლიერი იქნება არომატი.



არომატული დიფუზორი - არა მხოლოდ ჰაერის გამწმენდი ნატურალური, სასარგებლო საშუალება, არამედ დეკორაციის ულამაზესი ელემენტი!



პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო, რომ ამაზე ეფექტური ჰაერის გამწმენდი საშუალება არ არსებობს!