ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო - მითიური ქალაქი აღმოჩენილია

ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო - მითიური ქალაქი აღმოჩენილია
ბერმუდის სამკუთხედი (ინგლ. Bermuda Triangle) — ატლანტის ოკეანის რაიონი, რომელიც მდებარეობს აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან. წააგავს სამკუთხედს. მისი გვერდები გადაჭიმულია იმ წერტილიდან, რომელიც მდებარეობს ბერმუდის კუნძულების რაიონში, ფლორიდის ნახევარკუნძულის სამხრეთი ნაწილის სამხრეთ-აღმოსავლეთით, შემდეგ ბაჰამის კუნძულების გასწვრივ, პუერტო-რიკოს კუნძულთან, სადაც კვლავ უხვევს თითქმის ჩრდილოეთისაკენ და უბრუნდება ბერმუდებს დაახლოებით დასავლეთი გრძედის 65°-სთან. ბერმუდის სამკუთხედი წარმოადგენს დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე საოცარ და საიდუმლოებით მოცულ რაიონს. ანალოგიურ სამკუთხედს წყნარ ოკეანეში„ეშმაკურს“ უწოდებენ. რაიონი ნავიგაციისათვის სახიფათოა, არის თავთხელების დიდი რაოდენობა, ხშირად წარმოიქმნება ციკლონები დაშტორმები.

ამ ადგილის წყლები ყოველთვის იყო ამოუხსნელი ამოცანა. უგზო-უკვლოდ უჩინარდება გემები და თვითმფრინავები, ზოგჯერ წყალქვეშა ნავები. ამ ადგილს უწოდეს „ატლანტიკის სასაფლაო“. ბერმუდის სამკუთხედში არის მრავალი პატარა კუნძული, რის შედეგადაც აქ ინტენსიურად არის განვითარებული მცირე კაბოტაჟური ნაოსნობა, ხოლო კლიმატური პირობები ტურისტული ბიზნესის გაფურჩქვნის ხელშემწყობი ფაქტორია. სამკუთხედი ცნობილი მხოლოდ 1840 წლიდან გახდა, როცა იქვე ახლოს იპოვეს ფრანგული აფრიანი გემი „როზალინი“. იქ ყველა აფრა ადგილზე და წესრიგში იყო, მაგრამ არ იყო ეკიპაჟის არცერთი წევრი.

ამ გაუჩინარებათა ასახსნელად, სხვადასხვა ჰიპოთეზების დასახელება ხდება, უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან უცხოპლანეტელთა მიერ მოტაცებებამდე. თუმცა, სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარებები არ ფიქსირდება იმაზე ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და ბუნებრივი მიზეზებით აიხსნება. ამავე მოსაზრებას მხარს უჭერს აშშ-ის სანაპირო დაცვა და სადაზღვევო კომპანია Lloyd’s.

აშშ-ის გეოგრაფიული სახელწოდებების საბჭოს თანახმად, ბერმუდის სამკუთხედი როგორც სახელწოდება არ არის აღიარებული და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მიხედვით, სამკუთხედი არ არსებობს. 2013 წელს ბუნების მსოფლიო ფონდმა მოახდინა 10 ყველაზე სახიფათო წყლის იდენტიფიცირება, რომელთა შორის ბერმუდის სამკუთხედი არ მოხვედრილა.

სტატიის წყარო:axalipostebi.ga