რომელია ზოდიაქოს ყველაზე კეთილი ნიშანი

რომელია ზოდიაქოს ყველაზე კეთილი ნიშანი
იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის ხასიათს განაპირობებს არამხოლოდ მზის, არამედ სხვა პლანეტების განლაგება, ვერ იტყვი, რომ ერთი და იმავე ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს მსგავსი ხასიათი აქვთ. ამიტომ, ზუსტი სტატისტიკის მოყვანა ცოტათი რთულია. ასტროლოგებს კი გარკვეული შთაბეჭდილებები შეექმნათ იმის თაობაზე, რამდენად კეთილია ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი.

სიკეთე სხვადასხვაგვარად ვლინდება. ყველაზე რბილ ნიშნებად ასტროლოგები თევზებსა და კუროებს მიიჩნევენ.

თევზებს შეუძლიათ თანაგრძნობის გამოხატვა, დაგამშვიდებენ, შეგიცოდებენ. შესაძლოა, პრაქტიკაზე ვერ დაგეხმარონ, მაგრამ მორალური მხარდაჭერა ძალიან მნიშნვნელოვანია. თუ ვინმეს კალთაში თავჩარგულს გინდა იტირო, დაურეკე თევზებს. ის შუაღამე გამოქანდება, თანაც ბოთლ ღვინოს გამოაყოლებს. მოგეფერება და თანაგიგრძნობს. 2 საათის მერე მოგეჩვენება, რომ ყველაფერი არც თუ ისე ცუდადაა.

კუროს ნაზი სიტყვებით ლაპარაკი არ ეხერხება, მაგრამ პრაქტიკული დახმარების გაწევა შეუძლია. დაგეხმარება ფულით, ან მხარში ამოგიდგება, თუკი ვინმემ გაწყენინათ. არ უყვარს კონფლიქტები, მომთმენია და გაგებით ეკიდება უფრო ტემპერამენტული ხალხის მოთხოვნილებებს. მასთან კამათი შეუძლებელია, მაგრამ თუკი მოახერხეთ და იჩხუბეთ, აუცილებლად უნდა შეურიგდეთ - ასეთი მეგობრის დაკარგვა დანაშაულია.

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები - მშვილდოსანი, ლომი და ვერძი, ფეთქებადი ხასიათის გამო კეთილ ადამიანებად არ გეჩვენება. მათ არ შეუძლიათ ემოციების შეკავება, ამიტომ მწარე სიტყვებით გამოხატავენ ყველაფერს. თუმცა მერე მალევე ნანობენ.

მათ არ სჩვევიათ კუთხიდან თავდასხმა, ინტრიგებში გახვევა, იჩენენ კეთილშობილებას და მტერს არ ანადგურებენ, მეგობრის გამო კი მზად არიან მსხვერპლზე წავიდნენ.

კირჩხიბები და მორიელები ჩაკეტილები არიან, მათ სიკეთეზე მსჯელობა რთულია. არ სჩვევიათ დახმარების შეთავაზება მათთვის, ვინც ამას არ ითხოვს. ქალწულები და თხის რქები პრაქტიკულები არიან, ამიტომ სიკეთეს მხოლოდ ახლობლებზე ავლენენ.

ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები ცოტათი ეგოისტები არიან. ამასთან მათ უამრავი კავშირი გააჩნიათ და ბევრ ადამიანს იცნობენ.
მათ შეგიძლიათ თხოვნისთვის მიმართოთ. შესაძლოა, თავად ვერ დაგეხმარონ, მაგრამ გირჩევენ, ვის უნდა მიმართოთ. როგორც წესი, უყვართ რჩევების მიცემა და მუდამ უახლესი ინფორმაცია აქვთ იმის თაობაზე, თუ რა ხდება სამყაროში.