10 ყველაზე საშინელი სამედიცინო მდგომარეობა, რომლის შესახებაც არაფერი გსმენიათ
10 ყველაზე საშინელი სამედიცინო მდგომარეობა, რომლის შესახებაც არაფერი გსმენიათ.
10. მადის ცვლილება
მადის ცვლილება - მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ტრადიციული საკვების მიღების ნაცვლად, რომელიც შეიცავს ვიტამინებს, მიკროელემენტებს და მინერალებს, იკვებება მიწით, საღებავებით, ფულით და სხვა ქაღალდებით. მსგავსი ქმედებით ეს ადამიანები უდიდეს ზიანსა და ტრამვებს აყენებენ შინაგან ორგანოებს. გარდა ამისა, ისინი ვერასდროს ნაყრდებიან. ეს სინდრომი, დაავადება თავს იჩენს ჯერ კიდევ ბავშვობაში და გრძელდება დაახლოებით 1 წელს. იმ შემთხვევაში, თუ პატარები ფსიქიკური აშლილობისგან იტანჯებიან შესაძლოა დაავადებამ გაცილებით მასშტაბური ფორმები მიიღოს. მსგავსი სინდრომის განკურნების ძალა მხოლოდ ფსიქიატრებს შესწევთ.
9. ალისას სინდრომი
ალისას სინდრომი - დაავადება, როდესაც ტვინი გარემომცველ სამყაროს, ჯანმრთელი ადამიანის ტვინისგან განსხვავებით, რადიკალურად სხვანაირად აღიქვამს. ადამიანს, რომელიც ამ დაავადებისგან იტანჯება, სჯერა, რომ ნივთები და ადამიანები პატარავდებიან, ან გიგანტურ ზომებამდე იზრდებიან პირდაპირ მათ თვალწინ. ისინი შესაძლოა ასევე იტანჯებოდნენ ტაქტილური, შეგრძნებითი და სმენითი ჰალუცინაციებისგან. მსგავი სინდრომი შეიძლება განუვითარდეს ადამიანს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იტანჯება ეპილეფსიისგან, ან შაკიკისგან.
8. უცხო ხელის სინდრომი
უცხო ხელის სინდრომი - დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ფსიქიკის დარღვევასთან. ადამიანი, რომელიც ამ სინდრომითაა შეპყრობილი, საკუთარ ხელებს აღიქვამს სხეულის დამოუკიდებელ ნაწილებად, რომლებიც მას არ ემორჩილება. ამ დაავადების გაჩენის მიზეზი შესაძლოა იყოს თავის ტვინზე გადატანილი ქირურგიული ოპერაცია, ან ეპილეფსია, როდესაც ირღვევა კავშირი ტვინის ორ ნახევარსფეროს შორის და ადამიანი კარგავს კონტროლს ხელების მოძრაობაზე.
7. ტკივილის თანდაყოლილი უგრძნობლობა
ადამიანები, რომლებიც ამ სინდრომით არიან შეპყობილნი, არ განიცდიან ტკივილს. ალბათ, ბევრმა თქვენგანმა გაიფიქრა, რომ ეს არა დაავადება, არამედ უფლისგან ბოძებული ნამდვილი ნიჭია, თუმცა აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ტკივილის შეგრძნება ორგანიზმის თავდაცვით ფუნქციას წარმოადგენს. ტვინი სხეულის კონკრეტულ ნაწილებს უგზავნის სიგნალს, რათა ადამიანმა დროულად შეძლოს რეაგირება და ტკივილის გამომწვევი მიზეზისგან თავის დაღწევა. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ამ თანდაყოლილი სინდრომითაა შეპყრობილი, შედეგები შესაძლოა სავალალო და საბედისწერო აღმოჩნდეს.
6. ალერგია წყალზე
ალერგია წყალზე - დაავადება, რომლის შედეგადაც წყალზე შეხებისას კანზე გამონაყარი, ან პატარა ბუშტუკები ჩნდება. ადამიანს, რომელიც ამ სინდრომისგან იტანჯება, დაბანის დროს სახეზე საშინელი გამონაყარი უჩნდება, რომელიც დაახლოებით 2 საათში ქრება. უმეტეს შემთხვევაში, ამ დაავადებით სუსტი სქესის წარმომადგენლები მოზარდობის ასაკში იტანჯებიან. ამ დაავადების განსაკურნებელი მეთოდი დღემდე არ არსებობს, თუმცა სპეციალური ანტიჰისტამინური და სტეროიდული პრეპარატების მიღება ადამიანებს, რომლებიც ამ სინდრომისგან იტანჯებიან, დიდ შვებას გვრის.
5. კოტარას სინდრომი
კოტარას სინდრომი - ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანს სჯერა, რომ ის მოსიარულე მკვდარია. ეს ილუზია იმდენად ძლიერია, რომ ადამიანის კანის გარკვეული უჯრედები იღუპება და იხრწნება. დაავადება თავს იჩენს ტვინის გარკვეული ნაწილების დაზიანებისას. ამ ადამიანებს სამკურნალოდ უნიშნავენ ანტიდეპრესანტებსა და შოკურ თერაპიას, თუმცა ძირითადად ისინი მკურნალობას არ ექვემდებარებიან.
4. პროგრესიული ფიბროდისპლაზია
პროგრესირებადი ფიბროდისპლაზიის დროს სხეულის რბილი ქსოვილები ყალიბდება ძვლოვან ქსოვილებად. გამომდინარე იქიდან, რომ რბილი ქსოვილები მყარდება, ადამიანი დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება. ეს პროცესი თავს იჩენს ბავშვობიდან და კისრის განყოფილებიდან ნელნელა მიემართება ქვემოთ. ამ სინდრომით შეპყრობილ ადამიანს უჭირს სუნთქვა და ცხოვრობს როგორც ნამდვილი ქანდაკება. როგორც წესი, ისინი დაახლოებით 40 წელს ცოცხლობენ.
3. კლეინეს სინდრომი
კლეინეს სინდრომი - დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ძილის დარღვევასთან. ეს დაავადება მეორენაირად მძინარე მზეთუნახავის სინდრომის სახელწოდებითაა ცნობილი. ადამინებს, რომლებიც იტანჯებიან კლეინეს სინდრომისგან, დღე-ღამის განმავლობაში შეუძლიათ იძინონ დაახლოებით 21 საათი. ამ სინდრომის გამომწვევი მიზეზი ჰიპოთალამუსის დისფუნქციაა და მისით შეპყრობილი ადამიანების 70% მამაკაცია. ამ უიშვიათესი სინდრომით ავადდება ყოველი ერთი ადამიანი მილიონიდან.
2. ფატალური ოჯახური უძილობა
ფატალური ოჯახური უძილობა - კიდევ ერთი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ძილის დარღვევასთან. ეს დაავადება გამოწვეულია თავის ტვინის მუშაობის და ცილების ფორმირების დარღვევასთან, რასაც მივყავართ გენების მუტაციამდე. პირველად, ეს სინდრომი თავს იჩენს შუახნის ასაკში უბრალო უძილობის სახით, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო სერიოზულ ფრომებში გადადის და მთლიანად ცვლის ადამიანის ფიზიკურობას, ხოლო 12-16 თვეში მსხვერპლი იღუპება.
1. ჰიპერექსპელქსია
ჰიპერექსპლექსია - დაავადება, რომლის შესახებაც მსოფლიომ არაფერი იცის. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა თანამედროვე მეცნიერები და ექიმები მას ფსიქიკურ აშლილობას უკავშირებენ. ადამიანი, რომელიც ჰიპერექსპლექსიითაა შეპყრობილი, ავტომატურად იმეორებს სხვა ადამიანების სიტყვებსა და ფრაზებს, როგორც თუთიყუში. გარდა ამისა, ეს ადამიანები ასრულებენ ისეთ ბრძანებებს, როგორებიცაა: ''გაიქეცი'', ''ახტი'', ''დაარტყი'' და ა.შ. ეს დაავადება თავს იჩენს მოზარდობის ასაკში და დროთა განმავლობაში უკვალოდ ქრება.