ტერი ფოქსის ისტორია, რომელმაც ხალხის დასახმარებლად 143 დღე ფეხის გარეშე ირბინა

1980 წელს კანადის მკვიდრმა ტერი ფოქსმა ქვეყნის მაშტაბით მარათონული გარბენი შეასრულა იმისათვის, რომ თითო ამერიკული დოლარი შეეგროვებინა ყოველი კანადელისგან ონკოლოგიის დარგში გამოკვლევების დასაფინანსებლად. ტერის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი კი ძვლის კიბოს საშინელი დაავადება გახდა. ტერი 143 დღე დარბოდა. ახალგაზრდა მოყვარული ათლეტი გარდაიცვალა მანამ სანამ 23-ე დაბადების დღეს იზეიმებდა.

ყოველივე ეს კი 1977 წელს დაიწყო. ერთ დღეს ტერი ფოქსმა მწვევე ტკივილი იგრძნო მუხლის არეში. გამოკვლევების შემდეგ კი მას ძვლის კიბო დაუდგინეს. ახალგაზრდა მამაკაცის გადასარჩენად ექიმებმა ფეხის, მუხლის ზემოთ ამპუტაცია მოახდინეს და დაუყენეს პროთეზი. სამი წლის შემდეგ კი ექიმები მივიდენ დასკვნამდე, რომ ტერის დაავადება პროგრესირებას განაგრძნობდა. სწორედ მაშინ გადაწვიტა ტერიმ საქველმოქმედო გარბენში მიეღო მონაწილეობა, რომლის მიხედვითაც მას მთელი კანადა უნდა გაერბინა.

ოკეანედან, ოკეანემდე გარბენის მიზანი კი იყო ონკოლოგიური დაავადებების გამოკვლევისათვის და საზოგადოების ყურადღების მოპოვება კიბოთი დაავადებულთათვის. რამოდენიმე თვიანი მომზადების შემდეგ, ტერიმ სტარტი აიღო თავის "იმედის მარათონში" 1980 წლის 12 აპრილს, მან ფეხი ჩაყო ატლანტის ოკენეში და დაიწყო სირბილი იმ იმედით, რომ მეორედ ფეხს უკვე ჭყნარ ოკეანეში ჩაყოფდა.

ყოველდღიურად მორბენალი დაახლოებით 42 კილომეტრს დარბოდა. საერთო ჯამში კი ტერიმ გაირბინა 5 373 კილომეტრი. მან ზურგსუკან მოიტოვა ნიუფაუდლენდი, ახალი შოტლანდია, პრინც ედუარდის კუნძული, ნიუ-ბრანსუიკი,ქვებეკი და ონტარიო. თუმცა დაავადება პროგრესირებას განაგრძობდა.სირბილის დროს ტერი მუდმივად განიცდიდა ძლიერ ტკივილებს. 1980 წლის აგვისტოს ბოლოს კიბომ მის ფილტვებამდე მიაღწია და 1 სექტემბერს ის იძულებული გახდა დაესრულებინა გარბენი. 1981 წლის თებერვალში ტერი ფოქსი კიბოთი გარდაიცვალა.