ტესტი: "რომელია თქვენი ნამდვილი პროფესია?" სიზუსტე გაგაოცებთ!

ტესტი: "რომელია თქვენი ნამდვილი პროფესია?" სიზუსტე გაგაოცებთ!
როდესაც პროფესიას ვირჩევთ ან ვიცვლით, ხშირად ეჭვები გვღრღნის, სწორი გზა ავირჩიეთ თუ არა. როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების მიღება გვიჭირს?
რჩევები, რა თქმა უნდა, უამრავია, მაგრამ თუკი პროფორიენტაციის ვრცელმა ტესტებმა დაგღალათ, თქვენმა შვილმა კი 2-3 მიმართულებიდან ერთი უნდა აირჩიოს, მაშინ ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ტესტს. ეს მკვეთრი ნახატები შფოთვებისგან მოგწყვიტავთ და ამავდროულად, მინიშნებებსაც მოგცემთ.

მოცემული ტესტირების მონაწილეები, რომელთაც უკვე აირჩიეს საკუთარი გზა, გაოცებულნი დარჩნენ შედეგების დამთხვევით. გთავაზობთ, გააკეთოთ არჩევანი!

უბრალოდ, აირჩიეთ ფოტოზე მოცემული 6 ნახატიდან ერთ-ერთი და წაიკითხეთ შედეგები:

1. შოუბიზნესის ვარსკვლავი
ფეხები - სითბოში, თავი - სიცივეში - აი, საით მიიღვწით. ამასთან, მოგწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა და გარემოს შეცვლა. გსურთ, რომ თქვენი ცხოვრება ლამაზ კარნავალს ჰგავდეს სხვადასხვა სახითა და მოვლენით. არ გამოირჩევით ერთგულებით - დიდწილად, ეს ხასიათის ცვალებადობაზე არის დამოკიდებული.

ცხოვრებაში უამრავი სიამოვნებაა, რომელიც გიზიდავთ, ამიტომ გსურთ "ყველაფერი და ახლავე!" იცეკვეთ, ითამაშეთ და იბრწყინეთ. გაშალეთ ფრთები!

2. კერძო დეტექტივი/ექიმი/იურისტი
დაკვირვებულობა, ცივსისხლიანობა და იუმორის გრძნობა - ნებისმიერ სიტუაციაში გეხმარებათ. მოგწონთ ადამიანების შეუმჩნევლად დაკვირვება, მათი ქმედებებისა და აზრების გაანალიზება. საკუთარ თავს სხვებზე მაღლა აყენებთ. ლოგიკური და ამავდროულად, კრეატიული შემოქმედება გიზიდავთ, არ გეშინიათ რთული ამოცანების და მათ მაღალ დონეზე ასრულებთ. ღირსეული ადამიანი ბრძანდებით, ამიტომაც შურის გრძნობა თქვენგან შორსაა. არ გეჩვენებათ, რომ დროა თქვენი სფეროს პინკერტონად იქცეთ?

3. მეწარმე/მენეჯერი/პოლიტიკოსი/ პიარის სპეციალისტი
გონიერი ბრძანდებით და ყოველთვის იცით, რა გსურთ ცხოვრებისგან. დარწმუნებული ხართ, რომ მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას. გიყვართ სიამოვნებების მიღება და კარგად გესმით, რომ ამისთვის სულ უფრო მეტი ფულია საჭირო. ფლობთ ადამიანების მართვის ნიჭს.

უდავოდ, თქვენთვის გზა ხსნილია ბიზნესის, პიარისა და პოლიტტექნოლოგიების სამყაროში! და, თუ როგორ გამოიყენებთ საკუთარ ხრიკებს, ეს მხოლოდ თქვენ იცით.

4. კასკადიორი/პროფესიონალი მეომარი/ საბრძოლო ხელოვნების მწვრთნელი
ცხოვრებისეული ენერგიისგან, რომელიც ხშირად აგრესიაში გადადის, აუცილებლად გჭირდებათ დაცლა. ელვისებური რეაქცია გაგაჩნიათ, არ გჩვევიათ დიდხანს ფიქრი. დიალოგებსაც მოკლედ და სხარტად აწარმოებთ. ვერ იტანთ ერთ ადგილზე ჯდომას. თქვენთვის აუცილებელია საკუთარი ძალების შეგრძნება. თქვენი სტიქია - რისკი, წინააღმდეგობების გადალახვა, სტრატეგია, ბრძოლა და ამტანობაა.

5. მასწავლებელი/მუდმივი სტუდენტი
გილოცავთ, თქვენი ახალგაზრდობა არასოდეს დასრულდება! სიცოცხლის მოყვარული ადამიანი ბრძანდებით. გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. საკუთარ თავზე ვალდებულებებს არ იღებთ ხოლმე, ამიტომ, იდეალში, გსურთ მუდმივ სტუდენტად დარჩეთ ან საყვარელი საგნის მასწავლებელი გახდეთ. და ეს მშვენიერი იდეაა! თქვენზე უკეთ ვერავინ გაუგებს მოსწავლესა და სტუდენტს!

6. ბუღალტერი/ბიზნესმენი/ბირჟის ანალიტიკოსი/კრიტიკოსი
მკვეთრად გამორჩეული მიდრეკილება ანალიტიკისადმი და ნებისმიერი ჭეშმარიტების ეჭვქვეშ დაყენება - ეს თქვენი გამორჩეული თვისებები გახლავთ. კარგად იცით მათემატიკა. ასეთი ადამიანები ყოველთვის მოთხოვნადია სამუშაო ბაზარზე. სიტყვაზე, საკუთარი ბიზნესის განვითარება საკმაოდ წარმატებულად შეგიძლიათ. ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების. დიდი ალბათობაა იმისა, რომ შემდეგი როკფელერი გახდეთ!
სტატიის წყარო:marao.ge