მამაკაცმა 1 მილიონიანი ფერარი ყიდვიდან რამოდენიმე წუთში გაანადგურა

მამაკაცმა 1 მილიონიანი ფერარი ყიდვიდან რამოდენიმე წუთში გაანადგურა
შემთხვევა, რომელიც რამოდენიმე დღის წინ მოხდა სახეზე ღიმილის მომგვრელია. ბუდაპეშტში მილიონერმა ადამიანმა შეიძინა "ფერარის" მარკის მანქანა, რომლის ფასიც 1 მილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება.
შეძენიდან რამოდენიმე წუთში მფლობელი მაგისტრალისაკენ გაემართა, სადაც სავარაუდოთ მანქანის სიჩქარის გამოცდას აპირებდა, რა დროსაც მას არც თუ ისე სასიამოვნო შემთხვევა მოუვიდა. იგი სავალი ველიდან გადავიდა და საკმაოდ დიდი სისწრაფით კედელს დაეჯახა. ვიდეო მძღოლმა რეგისტრატორით გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა, სადაც დიდი გამოხმაურება პოვა. ბევრი ადამიანის თქმით საჭირო არ არის ასეთი მანქანით ძალიან სწრაფად სიარული იქ, სადაც ხალხი გადაადგილდება. გთავაზობთ ვიდეოს.