მან საკუთარი ფოტო ''ფეისბუქში'' გამოაქვეყნა, თუმცა ზუსტად 8 საათის შემდეგ იგი მეგობრებიდან 100_ზე მეტმა ადამიანმა წაშალა

მან საკუთარი ფოტო ''ფეისბუქში'' გამოაქვეყნა, თუმცა ზუსტად 8 საათის შემდეგ იგი მეგობრებიდან 100_ზე მეტმა ადამიანმა წაშალა
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით ფიქსირდება სარძევე ჯირყვლის სიმსივნის 1 250 000 შემთხვევა. ზუსტად ორი წლის წინათ, როდესაც 32 წლის ავსტრალიელ ბეტ ვანგეს ანალოგიური დიაგნოზი დაუსვეს, იგი ფიქრობდა, რომ მისი სიცოცხლე დასრულდა... ამ საშინელი დიაგნოზის შესახებ ექიმებმა ქალბატონს მის დაბადების დღეზე შეატყობინეს. ბეტისთვის, რომელიც გახლავთ 4 შვილის დედა, ამ სიახლის მიღება ძალზედ რთული იყო. ექიმებმა ქალბატონს ასევე უთხრეს, რომ მის ორგანიზმში აღმოაჩინეს საშიში გენი ''BRCA2'', რომელსაც ადამიანი მიჰყავს მკერდისა და საშვილოსნოს ავთვისებიან სიმსივნემდე.

მან საკუთარი ფოტო ''ფეისბუქში'' გამოაქვეყნა, თუმცა ზუსტად 8 საათის შემდეგ იგი მეგობრებიდან 100_ზე მეტმა ადამიანმა წაშალა

ბეტმა გაიკეთა უამრავი ოპერაცია მკერდის სიმსივნის დასამარცხებლად. ამ საშინელი დაავადების შედეგად ქალბატონმა წონაში საგრძნობლად დაიკლო, რის გამოც მთელი მისი სხეული ცელულიტებითა და ნაოჭებით დაიფარა, თუმცა ბეტმა გადაწყვიტა, რომ მთელი მსოფლიოსთვის შეეტყობინებინა მისი ტრიუმფალური გამარჯვების შესახებ სარძევე ჯირყვლების სიმსივნეზე.



ქალბატონმა ფოტოგრაფთან, ნადეი მასოტთან ერთად შექმნა გენიალური ფოტოპროექტი სახელად ''რა იმალება ბეტის ლამაზი კაბის ქვეშ?'' ''ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც სავსებით ნორმალურად გამოიყურებიან, თუმცა რიგ შემთხვევებში მათი სხეული კაბის ქვეშ საშინელ ისტორიებს ინახავს'' - განაცხადა ბეტმა ერთ-ერთ ინტერვიუში.



ქალბატონმა გადაიღო რამდენიმე ძალზედ თამამი ფოტო და იგი სოციალურ ქსელში განათავსა, რომელზეც უკლებლივ ყველა მეგობარი მონიშნა.



ამ ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ ზუსტად 8 საათში ბეტი მეგობრებიდან 103 ადამიანმა წაშალა. ბეტის უბრალოდ სურდა გაეფრთხილებინა ყველა მეგობარი ქალბატონი, რომ თითოეული მათგანი შესაძლოა გახდეს ამ საშინელი დაავადების მსხვერპლი და მოუწოდებდა მათ, რომ თავის დაზღვევის მიზნით დროულად მისულიყვნენ ექიმთან.
მეგობრების მსგავსმა საქციელმა ბეტიზე ძალიან იმოქმედა, თუმცა ამ ფოტოებმა მკერდის სიმსივნით შეპყრობილ უამრავ ქალბატონს ბიძგი მისცა და ბეტის მსგავსად მათაც გამოაქვეყნეს საკუთარი ნაოპერაციები სხეულის ფოტოები ინტერნეტ სივრცეში. ამ ფოტოპროექტის მიზანს წარმოადგენს ქალბატონების გაფრთხილება, რომ მათ დროულად მიმართონ ექიმ-სპეციალისტს ორგანიზმის დიაგნოსტიკისთვის.