კვადრატი, ოვალი და ''ბრილიანტი'': რას მეტყველებს სახის ფორმა თქვენს შინაგან სამყაროზე?

კვადრატი, ოვალი და ''ბრილიანტი'': რას მეტყველებს სახის ფორმა თქვენს შინაგან სამყაროზე?
ფსიქოლოგ-ფიზიოგნომიკის, ჯინ ჰენერის რწმუნებით ადამიანის სახის მოყვანილობის შესწავლით შეგვიძლია უამრავი რამ შევიტყოთ მის შინაგან სამყაროზე.

სამკუთხედი

იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ როგორია სამკუთხედის ფორმის სახე, საკმარისია დააკვირდეთ ბრიტანელ მსახიობსა და მომღერალ კელი ოსბორნს. სახის ამ ტიპისთვის დამახასიათებელია მოკლე შუბლი და ლოყის დიდი ძვლები.

კვადრატი, ოვალი და ''ბრილიანტი'': რას მეტყველებს სახის ფორმა თქვენს შინაგან სამყაროზე?

ფიზიოგნომიკი ჯინ ჰენერი ამბობს, რომ სამკუთხედის ფორმის სახის მქონე ადამიანებს აქვთ პასუხისმგებლობის მაღალი განცდა. ისინი უმეტეს შემთხვევაში საკუთარ ცხოვრებას შემოქმედებით პროფესიებს უკავშირებენ. ასევე მსგავი სახის მოყვანილობის მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელია ფეთქებადი ხასიათი.

კიდევ ერთი მომენტი - ეს ადამიანები ძალზედ მოუსვენრები, მოუთმენლები არიან და არასდროს გადადებენ საქმეს ხვალისთვის, რაც მათ წარმატებულობას განაპირობებს.

კვადრატი

ფართე შუბლი და ფართე ყბა - კვადრატის ფორმის სახის ორი მთავარი მახასიათებელი. ცნობისთვის, სახის ამ მოყვანილობას საკმაოდ ხშირად ვხვდებით ჰოლივუდელ ვარსკვლავებს შორის. მაგალითად: დემი მური, ანჯელინა ჯოლი და ა.შ.




''ადამიანები სახის ამ მოყვანილობით გამოირჩევიან ანალიტიკური აზროვნებით და ამტანობით'' - ამბობს ექსპერტი.

კვადრატის ფორმის სახის მქონე ადამიანები გამოირჩევიან ენთუზიაზმით და არასდროს უშნდებიან პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევარების აზრით მაღალი შუბლი და ფართე ყბა მიგვითითებს ადამიანის საიმედოობისკენ.

ოვალური

თუ ცხოვრებაში შეხვდებით ადამიანს ოვალური სახის ფორმით, გაითვალისწინეთ, რომ იგი ცხოვრებაში ყველაზე და ყველაფერზე წინ საკუთარ კარიერას აყენებს და საკმაოდ წარმატებულიც არის პროფესიული თვალსაზრისით.

''არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ოვალური სახის მქონე ადამიანებს შეუძლიათ თანაგრძნობა და საჭირო დროს საჭირო სიტყვების წარმოთქვა'' - ამბობს ექიმი ჰენერი.

იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ როგორ გამოიყურება ოვალური სახე სინამდვილეში, საკმარისია დააკვირდეთ ჰოლივუდელი მსახიობის, უმა ტურმანის ფოტოს.




გული

თქვენ წარმოიდგინეთ და გულის ფორმის სახის მოყვანილობა საკმაოდ ხშირია. სახის ამ მოყვანილობისთვის დამახასიათებელია ფართე შუბლი და წვრილი, ოდნავ წინ წამოწეული ყბა.



ჯინ ჰენერის თქმით სახის ამ მოყვანილობის მქონე ადამიანები პირდაპირები, მიზანდასახულები და იმდენად ჯიუტები არიან, რომ მათთან კამათი არ ღირს.

გარდა ყოველივე ზემოთ ხსენებულისა, გულის ფორმის სახის მქონე ადამიანებს აქვთ არაჩვეულებრივი ინტუიცია.

რომბი ან ''ბრილიანტი''

რომბის ფორმის სახის ფორმირებას განაპირობებს ლოყის ფართე ძვლები, წვრილი შუბლი და წვრილი ნიკაპი. სწორედ სახის მსგავსი მოყვანილობა აქვს ჰოლივუდის 2 ლამაზმანს: ჰოლი ბერისა და ეშლი გრინს.




ჯინ ჰენერი სახის მსგავს ფორმას ''ბრილიანტად'' მოიხსენიებს. მახვილი ენა და ყველაფრის გაკონტროლების სურვილი - ამ ადამიანების ორი ძირითადი მახასიათებელი.

''ყოველივე ამასთან ერთად, ამ ადამიანებმა ზუსტად იციან, თუ რა სურთ. რაც შეეხება მათ სამუშაოს, ისინი ყველაფერს ყოველთვის მაქსიმალურად ხარისხიანად აკეთებენ'' - ამბობს ექსპერტი.

მართკუთხედი

დიდი ნიკაპი, არც თუ ისე მაღალი შუბლი და ოდნავ წინ გამოწეული ლოყის ძვლები განაპირობებს სახის მართკუთხა ფორმას. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ჰოლივუდელი მსახიობი ენ ჰეტეუეი.



თუ ოდესმე შეხვდებით ადამიანს სახის მსგავსი მოყვანილობით, გახსოვდეთ, რომ ისინი ძალზედ ემოციურები არიან, თუმცა ამავდროულად არასდროს საუბრობენ საკუთარ გრძნობებზე. ლოგიკური აზროვნება - ამ ადამიანების მთავარი კოზირი.