თასმები, რომლებიც თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ არასდროს გაიხსნება!

თასმები, რომლებიც თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ არასდროს გაიხსნება!
დამოუკიდებლად თასმების შეკვრის სწავლა - ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი მოზარდის ცხოვრებაში, თუმცა ვაღიაროთ, რომ მოზრდილ ადამიანებსაც კი უამრავი პრობლემები აქვთ ფეხსაცმელთან, კონკრეტულად კი თასმებთან დაკავშირებით, რადგან ყველაზე ძლიერი კვანძიც კი შეიძლება უცაბედად გაიხსნას. დიზაინერებმა ამ პატარა, თუმცა ძალზედ გამაღიზიანებელი პრობლემის მოსაგვარებლად თასმების 3D-პრინტერით დაბეჭდვდას მიმართეს.



Hickies - მოქნილი თასმები, რომელიც არასდორს გაიხსნება თქვენი სურვილის გარეშე. მთავარია მოათავსოთ იგი თასმებისთვის განკუთვნილ ხვრელში და დიდი ძალისხმევის გარეშე შეაერთოთ ერთმანეთთან დაბოლოებები. მსგავსი კვანძის გახსნას საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ ყველაზე შეუფერებელ დროსაც კი დაცული იქნებით მისი გახსნისგან.




მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ პლასტიკატის თასმები პირველი მოხმარების შემდეგ ''იმახსოვრებენ'' ფორმას, თუ რა პოზიციაში იყვნენ ისინი დამაგრებულნი, თუმცა გაჭიმვადობის დარეგულირება მაინც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.


3D-პრინტერში დაბეჭდილი თასმები ჩვეულებრივი ქსოვილისგან დამზადებული თასმების მსგავსად შეგიძლიათ შეიკრათ სხვადასხვა მეთოდით თქვენი სურვილისამებრ.