ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე უცნაური ჩვევა, რომელიც ჩემში გაოცებას იწვევს!

ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე უცნაური ჩვევა, რომელიც ჩემში გაოცებას იწვევს!
მსოფლიოში უამრავი ადამიანი იტანჯება ძალზედ უცნაური ჩვევებისა და ფობიებისგან. არც ცნობილი ადამიანები წარმოადგენენ გამონაკლის და დღეს სწორედ მათ შესახებ გვინდა მოგითხროთ...

1. დემი მური

ყველასათვის კარგად ცნობილი მსახიობი ტრადიციული მედიცინის მიმდევარია. დემი მური ორგანიზმის გაწმენდის მიზნით იყენებს წურბელებს.



2. ჯეიმს მაკევოი

არაორდინალური მსახიობი გაღვიძებისას პირველ შემხვედრ ადამიანს ყოველთვის შემდეგ სიტყვებს ეუბნება: ''თეთრი ბაჭია''.



3. ჯენიფერ ენისტონი

ჯენიფერი თვითმფრინავის ბორტში შედის ყოველთვის მარჯვენა ფეხით და შიგნიდან ფეხის თითების მეშვეობით აკაკუნებს რამდენჯერმე.



4. ჯონი დეპი

ჭორების მიხედვით დეპი გიჟდება ბარბით და სხვა თოჯინებით თამაშზე.



5. მერაია კერი

მომღერალს სძინავს დაახლოებით 15 საათი დღე-ღამეში. მისი საძინებელი ოთახი აღჭურვილია ჰაერის დამატენიანებელი 20 მოწყობილებით, რაც ოთახში ქმნის საუნის ეფექტს.



6. კეტრინ ზეტა-ჯონსი

კეტრინი კბილებს იხეხავს მარწყვის მეშვეობით. მისი აზრით ეს მეთოდი თეთრი კბილების საწინდარია.



7. ლედი გაგა

ალბათ ძალიან ბევრ თქვენგანს ახსოვს ლედი გაგას გამოსვლა ''გრემი 2011''_ის დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც იგი პირდაპირი გაგებით კვერცხიდან ''გამოიჩეკა'', თუმცა ძალიან ცოტა თქვენგანს თუ სმენია იმ ფაქტის შესახებ, რომ ახალგაზრდა მომღერალმა ეს კვერცხი სახლში წაიღო და საკმაოდ ხშირად მასში მედიტირებს, ან საერთოდ სძინავს...



8. ჯესიკა სიმპსონი

ჯესიკა ამტკიცებს, რომ მას ცხოვრებაში სიგარეტი არასდროს მოუწევია, თუმცა მას აქვს საკმაოდ დიდი ლტოლვა საღეჭი რეზინის მიმართ, რომელიც ნიკოტინს შეიცავს.



9. კრისტიან ბეილი

კრისტიანი ანტიცრუმორწმუნე ადამიანია, რადგან მას არ ეშინია შავი კატების, გადის კიბის ქვეშ და განგებ ამსხვრევს სარკეებს.



10. კამერონ დიასი

მსახიობი საკმაოდ ხშირად აღებს კარებს იდაყვების მეშვეობით, რადგან მას ეშინია, რომ მის ხელზე არ მოხვდნენ მიკრობები და ბაქტერიები.