ამ ქალს სამონტაჟო ქაფი თმის მუსში აერია

ამ ქალს სამონტაჟო ქაფი თმის მუსში აერია
ამ ისტორიამ სოციალურ ქსელებში რამოდენიმე ასეული ათასი პოსტი დააგროვა. ყველაფერი კი Daily Mail-ზე გამოქვეყნებული პოსტით დაიწყო.


ეს ფოტო არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, რომ თითოეულმა ადამიანმა კონკრეტული ნივთის მოხმარებამდე აუცილებლად უნდა წაიკითხოს მისი დანიშნულება. ეს ფოტო გადაღებულია აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში და მასზე ნაჩვენებია ქალბატონი, რომელსაც სამშენებლო ქაფი აერია საკუთარ თმის მუსში.

ეს ფოტო სამშაბათ დღეს გავრცელდა ინტერნეტში და მან მთელი სოციალური ქსელი დაიპყო. სურათის ავტორი ირწმუნება, რომ ფოტო გადაღებულია საავადმყოფოს მოსაცდელში, სადაც პლასტმასის ქუდით შემოსილი ქალბატონი მოწყენილი ელოდება საკუთარ რიგს.

პოლიურენათის გაფართოებადი ქაფი საკმაოდ ბევრ ოჯახში მოიპოვება, რადგან მას უამრავი დანიშნულება აქვს და საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის ის ყოველდღიური მოხმარების ნივთია, თუმცა მისი თმის მუსის დანიშნულებით გამოყენება აკრძალულია!


ტაბლოიდებმა ეს ფოტო გამოიყენეს იმის ილუსტრაციისთვის, თუ რა შეიძლება მოხდეს როდესაც თქვენ ყურადღებით არ კითხულობთ ეტიკეტს ქილაზე. ეს ქალი საავადმყოფოში მოხვდა და ახლა უკმაყოფილო სახით ელოდება ექიმს. მას უბრალოდ შეეშალა თმის მუსი სამონტაჟო ქაფში! ვარაუდობენ რომ ფოტო გადაღბულია აღმოსავლეთ ევროპაში.