14 დადასტურება იმისა, რომ სამყარო ისეთი არ არის როგორიც ჩვენ გვგონია

14 დადასტურება იმისა, რომ სამყარო ისეთი არ არის როგორიც ჩვენ გვგონია
სამყაროში ბევრი რამეა ისეთი, რომელიც სინამდვილეში ადამიანების მისდამი წარმოდგენას არ ემთხვევა. ეს შესაძლოა გასაოცარი იყოს, მაგრამ ის რაშიც მრავალი თაობა დარწმუნებული იყო, სინამდვილეში შეცდომა აღმოჩნდა. Fpaparazzi.com -ის ამ განხილვაში წარმოდგენილია სწორედ ასეთი ფაქტები.

1. ძაღლები ზვიგენებზე საშიშები არიან.

ძაღლები კლავენ 2500 ჯერ მეტ ადამიანს წელიწადში ვიდრე ზვიგენები. 25 000 კაცზე მეტი ყოველწლიურად იღუპება ცოფისგან, რომელსაც ძაღლები ავრცელებენ.

2. ადამიანები ტვინის უმეტეს ნაწილს იყენებენ

ყველა ჩვენთაგანს ერთხელ მაინც გაუგია სიცოცხლეში, რომ ადამიანები ტვინის მხოლოდ 10%-ს იყენებენ. სინამდვილეში, ეს თეორია მითია რომელიც ტვინის შესახებ ძველ ინფორმაციებს ეყრდნობა. თუმცა მხოლოდ მცირე რაოდენობის ნეიტრონები აქტიურდებიან ერთდოულად, ისინი გააქტიურდებიან საჭიროებისამებრ გარკვეული პროცესების შესასრულებლად, აზროვნებიდან სუნთქვამდე და სისხლის მიმოქცევის რეგულირებისთვის.

3. ვაქცინები არ იწვევს აუტიზმს

მთელს მსოფლიოში გავრცელებულია მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ ვაქცინები იწვევენ აუტიზმს ბავშვებში. ეს სულელური მითი უნდა დაიმსხვრეს, რადგან მონაცემები მათი ურთიერთკავშირის შესახებ გაყალბებული იყო.

4. ასტეროიდს არ გაუნადგურებია სიცოცხლე დედამიწაზე

ერთ-ერთი ძირითადი სამეცნიერო ჰიპოთეზის თანახმად, ასტეროიდმა რომელიც დედამიწას დაეჯახა 65 მილიონი წლის წინ, დედამიწაზე სიცოცხლის განადგურება გამოიწვია. სინამდვილეში მეცნიერები ახლა ვარაუდობენ, რომ მხოლოდ მთელი სულიერი სამყაროს მხოლოდ 25% გადარჩა და სწორედ ისინი განვითარდენ თანამედროვე ცხოველებამდე.


5. არ შეიძლება სიცივის გამო გაცივდე.

მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე ადამიანები თვლიდნენ შესაძლებელი იყო გაციებულიყავი უბრალოდ სიცივეში ან წვიმის ქვეშ ყოფნით, სინამდვილეში არ შეესაბამება სიმართლეს. თუმცა გამოკვლევების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ სხეულის დაბალი ტემპერატურა იმუნიტეტს ასუსტებს, ამასთნ ერთად ასე მაინც ვერ გაცივდებით. ძირითად თეორიებს, რის გამოც ადამიანები უფრო ხშირად ზამთარში ცივდებიან, მიეკუთვნება: დიდი ხნის განმავლობაში შენობაში ყოფნა დაინფიცირებული ადამიანების გვერდით და უფრო დაბალი ტენიანობა ზამთარში.


6. ლომი სულაც არ არის ჯუნგლების მეფე

მიუხედავად იმისა, ორომ ლომებს "ჯუნგლების მეფე"-ს სახელი მიაკუთვნეს, ლომების უმეტესობა არც კი ცხოვრობს ჯუნგლებში.ლომები როგორც წესი სავანეში ბინადრობენ.

7. ვან გოგს შესაძლოა ყური არ მოუჭრია

ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ ჰოლანდიელმა პერმწერმა ვისენტ ვან გოგმა ყური მოიჭრა. თუმცა, ახალმა აღმოჩენებმა დაამტკიცეს, რომ მისმა საყვარელმა ფრანგმა მხატვარმა პოლ გოგენმა, შესაძლოა მას ყურის ნაწილი ჩხუბის დროს რაპირათი მოაჭრა


8. იესო ზამთარში არ დაბადებულა

იესო ქრისტე სინამდვილეში არ დაბადებულა შობას. მეცნიერებისა და ხვთისმეტყველების უმრავლესობა თვლის, რომ იესო დაიბადა შემოდგომის დასაწყისში (სავარაუდოდ, სექტემბერში). რომის პაპმა ბენედიქტ XVI განაცხადა, რომ იესოს შობის დღე შეცდომით იყო დაფიქსირებული მეექვსე საუკუნეში მოღვაწე ბერი დიონისე უმცროსის მიერ შეცდომით შედგენილი კალენდარის გამო.


9. ადამიანებს 5-ზე მეტი გრძნობა აქვთ

პოპულარული თვალსაზრისია, რომ ადამიანებს მხოლოდ ხუთი გრძნობა აქვთ, რომელიც არისტოტელემ ძირითად გრძნობებად დაასახელა: გემო, შესახება, სუნი, მხედველობა და სმენა. მეცნიერები კი ახლა უკვე 20 შეგრძნებას გამოყოფოენ, მათ შორის თერმოცეფციას (ტემპერატურის შეგრძნებას) და ეკვილიბროცეფციას (წონაწსორობის შეგრძნებას), პროპრიოცეფციას (იმის შეგრძნება, თუ სად მდებარეობს სხეულის ნაწილები გარემოში)


10. რვაფეხას 8 ფეხი არ აქვს

მათ მხოლოდ ორი ფეხი აქვთ (სხეულის უკანა ნაწილზე) და მთელი ექვსი ხელი (სხეულის წინა ნაწილზე), რომელსაც ისინი იყენებენ საკვების დასაჭერად და გარემოს შესასწავლად.


11. ნაპოლეონი ჯუჯა არ იყო

საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი არ იყო იმდენად დაბალი, როგორსაც მას როგორც წესი განასახიერებენ. მისი სიმაღლე 168 სანტიმეტრს შეადგენდა, რაც იმ დროისთვის საშუალო სიმაღლედ მიიჩნეოდა.

12. ქამელეონების უმრავლესობას მასკირება არ შეუძლია

მიუხედავად იმისა, რომ ქამელეონები ყველასთვის ცნობილი თავისი შესაძლებლობით შეიცვალონ ფერი, შეერწყონ გარემოს არიან, ქამელეონების სახეობების უმრავლესობას კანის ფერის შეცვლა, სერწყმა არ შეუძლია. ქამელეონებს შეუძლიათ თავისი ემოციების მიხედვით შეიცვალოს ფერი.

13. ალკოჰოლი არ ათბლობს

ალკოჰოლი სხეულის ტემპერატურას არ ზრდის, ის უბრალოდ სისხლძარღვებს აფართოებს, რის შემდეგაც თბილი სისხლი უფრო ახლოსაა კანტან. თუმცა კანი შემდეგ უფრო მალე ცივდება, რითაც სხეულის საერთო ტემპერატურას ამცირებს. ამიტომაცა, რომ ზამთარში სპირტით არასდროს არ უნდა გათბეთ, თორემ შესაძლოა გაიყინოთ.

14. კოსმოსიდან ჩინეთის კედელის დანახვა შეუძლებელია

ბევრს სჯერა, რომ ჩინეთის კედელი წარმოადგენს ერთადერთ ადამიანის მიერ შექმნილ ობიექტს, რომელიც კოსმოსიდან ჩანს. აღმოჩნდა, ორმ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის უმდაბლესი ორბიტიდანაც კი შეუძლებელია კედლის დანახვა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? - გაუზიარეთ ის მეგობრებს.