აზერბაიჯანელმა გოგონამ ქალწულობა მილიონად გაყიდა,თუმცა კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა

აზერბაიჯანელმა გოგონამ ქალწულობა მილიონად გაყიდა,თუმცა კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა
სტუდენტმა გოგონამ, რომელიც აზერბაიჯანიდან არის და რუსეთში სწავლობს ინტერნეტით გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ ყიდის ქალწულობას მილიონ რუბლად.

გოგონას განცხადებას პერმელი მიხეილ დნისტრიანი გამოხმაურა, მანვე უყიდა გოგონას ბილეთი, რომ ჩასულიყო პერმში.
გოგონა ჩავიდა პერმში და დნისტიანთან წერილობითი ხელშეკრულების გააფორმება მოითხოვა, ასევე მამაკაცს მოსთხოვა გადახდის უნარიანობის საბუთი, - ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

მიხეილმა განუცხადა, რომ მეორე დღეს მიაკითხავდნენ ბანკს მას ამონაწერს წარუდგენდა.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, დნისტიანმა გოგონას საბუთი შეუცვალა და ხელი მოაწერინა ხანგრძლივ 5 მილიონიან ხელშეკრულებაზე, კლიენტმა განუცხადა-გამოიმუშავებ მეძავობით.

გოგონამ კლიენტებისთვის ინტიმურ მომსახურეობაზე კატეგორიული უარი განუცხადა, მაშინ დნისტიანმა გოგონას წაართვა საბუთები, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ გააუპატიურა.ამასთანავე ბინაში გამომაწყვდია და შინაპატიმრობაში ჰყავდა.

მესამე დღეს გოგონამ გადაწყვიტა ბინიდან გაპარულიყო, იგი მესამე სართულის აივნიდან ზეწრის დახმარებით გადმოცოცდა, თუმცა ერთი მომენტი როგორც ჩანს ძალა აღარ ეყო და ძირს დაენარცხა.თვითმხილვლებმა ეს ფაქტი სამოყვარულო ვიდეოთი გადაიღეს და პოლიციას გამოუძახეს.


წაიკითხეთ სტატია სრულად
სტატიის ავტორი: არაჩანდა
სტატიის წყარო:intermedia.ge