9 გასაოცარი ნივთი, არსება, რომელმაც საკუთარი გიგანტურობით მსოფლიოს რეკორდი დაამყარა

9 გასაოცარი ნივთი, არსება, რომელმაც საკუთარი გიგანტურობით მსოფლიოს რეკორდი დაამყარა
1. შემწვარი ქათმის ყველაზე დიდი პორცია



''Kentucky Fried Chicken''_ის პოვრებმა დაამზადეს მსოფლიოში ყველაზე დიდი შემწვარი ქათმის პორცია, რომლის წონაც 1 130 კილოგრამს შეადგენს. მსოფლიოს ეს რეკორდი დამყარდა ლუისვილში, ''KFC"_ის 70 წლიანი იუბილის აღსანიშნავად.

2. ყველაზე დიდი შოკოლადის ფილა მსოფლიოში



სომხორუმა კომპანია ''Grand Candy Company''_მ შექმნა მსოფლიოში ყველაზე დიდი შოკოლადის ფილა, რომლის წონაც 4,4 ტონას შეადგენს. მისი ზომებია 568 х 110 х 24,5 სმ.

3. მსოფლიოში ყველაზე დიდი ფეხსახსრიანი



იაპონური კირჩხიბი-ობობა გახლავთ ყველაზე დიდი ფეხსახსრიანი არსება დედამიწაზე, რომლის სხეულის ზომაც შეადგენს 45 სანტიმეტრს, ხოლო პირველი წყვილი ფეხის სიგრძე 3 მეტრია. კირჩხიბი-ობობა, რომელიც ბინადრობს წყალში 300 მეტრის სიღრმეში, იწონის 20 კილოგრამს.

4. მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელი



ჩინეთის პროვინცია ცზიანსუში ბინადრობს ადამიანი, რომელიც შეპყრობილია მაკროდაქტილიის უიშვიათესი დაავადებით. 2007 წელს 24 წლის ჩინელი მამაკაცი აღიარეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელის მქონე ადამიანად. ჯერ კიდევ დაბადებისას ამ ადამიანის მარცხენა ხელის შუა და საჩვენებელი თითი ნორმაზე გაცილებით დიდი ზომის იყო. პატარა ბიჭი იზრდებოდა და მასთან ერთად იზრდებოდა მარცხენა ხელიც, რომელმაც გიგანტურ ზომებს მიაღწია და მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელის ტიტული მოიპოვა. 2007 წელს, როდესაც ლიუ შანხაის ერთ-ერთ საავადმყოფოში კვლევებს იტარებდა, მისი მარცხენა ხელის ცერა თითის სიგრძე შეადგენდა 26 სანტიმეტრს, საჩვენებელი თითის სიგრძე - 30 სანტიმეტრს, ხოლო შუა თითის - 15 სანტიმეტრს. მისი ხელი იწონოიდა 10 კილოგრამს და პირველი წარმატებული ოპერაციის დროს მას 5,1 კილოგრამი წონის ძვალი და ქსოვილები ამოკვეთეს.

5. მსოფლიოში ყველაზე დიდი აიპოდი

9 გასაოცარი ნივთი, არსება, რომელმაც საკუთარი გიგანტურობით მსოფლიოს რეკორდი დაამყარა

ეს გიგანტური, 7,6 მეტრი სიგრძის აიპოდი დამაგრებულია ''Unizan Bankв Коламбусе''_ის შენობის კედელზე ოჰაიოს შტატში. ეს მოწყობილობა არა მხოლოდ გამოიყურება როგორც აიპოდი, არამედ ჩვეულებრივად უკრავს მუსიკას. მოწყობილობა შეიქმნა ჟურნალ ''Columbus Alive''_ის დაკვეთითი, რომლებიც ორიენტირებულნი არაინ ადამიანების გართობაზე.

6. ადამიანებისგან შექმნილი მსოფლიოში ყველაზე დიდი ცისარტყელა



2004 წლის 18 სექტემბერს ფილიპინელმა 31 000 სტუდენტმა მოხსნა მსოფლიო რეკორდი და შექმნა მსოფლიოში ადამიანებისგან შექმნილი ყველაზე დიდი ცისარტყელა. სწორედ რეკორდის მოხსნის დღეს ისინი აღნიშნავდნენ უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.

7. მსოფლიოში ყველაზე დიდი ოქროს თევზი



სურათზე ნაჩვენები ოქროს თევზი იწონის 13 კილოგრამს და იგი აღიარებულია მსოფლიოში ყველაზე დიდ ოქროს თევზად, რაც კი ოდესმე ადამიანს დაუჭერია.

8. მსოფლიოში ყველაზე დიდი მოზაიკა



ძმებმა ბობ და ჯონ ვუდვორდებმა დახარჯეს 10 წელი და დაახლოებით 1,6 მილიონი პატარა ფილა, რათა შეექმნათ მსოფლიოში ყველაზე დიდი რომაული მოზაიკა. ამჟამად 4,44 კვადრატული მეტრის მოზაიკა გატანილია აუქციონზე გასაყიდად და შეფასებულია 25 000 ევროდ.. მოზაიკაზე გამოსახულია ძველი ბერძენი ლეგენდარული მომღერალი და მუსიკოსი ორფეია.

9. მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვიშის ხალიჩა



ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ტიბეტელი ბერები უკვე დიდი ხანია, რაც ქმნიან დიდებულ ხალიჩებს ფერადი ქვიშისგან. ირანელმა მხატვრებმა, რომლებიც სახელგანთქმულები არიან სპარსული ხალიჩების შექმნით, გადაწყვიტეს ტიბეტელი ბერებისთვის მიბაძვა და მათ 70 სახის ფერადი ქვიშისგან შექმნეს გიგანტური ქვიშის ხალიჩა, რომლის ფართობიც 12 000 კვადრატულს მეტრს შეადგენს.
სტატიის ავტორი: ბაჩო სამხარაძე