დალაი ლამას ტესტი, რომელიც იმასაც კი გააოცებს, ვისაც ცრურწმენების არ სჯერა

დალაი ლამას ტესტი, რომელიც იმასაც კი გააოცებს, ვისაც ცრურწმენების არ სჯერა
წინასწარ ნუ ჩაიხედავ პასუხებში და ზუსტად მიჰყევი და შეასრულე ინსტრუქცია.
სანამ ტესტის კეთებას შეუდგებოდე, ჩაიფიქრე სურვილი!!!
ტესტის ჩასატარებლად დაგჭირდება პასტა და ფურცელი, სადაც პასუხებს ჩაიწერ.
1. ქვემოთ ჩამოთვლილი ცხოველები დააწყვე შენი მათდამი დამოკიდებულების მიხედვით (რომელიც უფრო მოგწონს):
ა) ძროხა;
ბ) ვეფხვი;
გ) ცხვარი;
დ) ცხენი;
ე) ღორი.


2. ქვემოთ ჩამოთვლილ თითოეულ სიტყვას დაუწერე თითოსიტყვიანი განსაზღვრება (ანუ რასთან ასოცირდება თითოეული მათგანი შენთვის):
ა) ძაღლი;
ბ) კატა;
გ) ვირთხა;
დ) ყავა;
ე) ზღვა.

3. იფიქრე ახლობელზე (ისეთზე, ვინც შენ კარგად გიცნობს და ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის). ახლა მიუსადაგე თითოეულს ქვემოთ ჩამოთვლილი თითო ფერი (არ გაიმეორო პასუხები, თითო ფერს მხოლოდ ერთი ადამიანი მიუსადაგე):
ა) ყვითელი;
ბ) ნარინჯისფერი;
გ) წითელი;
დ) თეთრი;
ე) მწვანე.

4. დაწერე შენი საყვარელი რიცხვი და კვირის დღე.
ახლა კი წაიკითხე შედეგები, მაგრამ ჯერ გაიმეორე შენი სურვილი.

1. ცხოველების განლაგება: ნახე, რა თანმიმდევრობით დაალაგე ცხოველები. ეს თანმიმდევრობა შენი ცხოვრების პრიორიტეტებს აჩვენებს, ხოლო ქვემოთ წაიკითხე, რას ნიშნავს თითოეული ცხოველი.

ძროხა – კარიერა
ვეფხვი – თავმოყვარეობა/სინდისი
ცხვარი – სიყვარული
ცხენი – ოჯახი
ღორი – ფული

2. შენ მიერ აღწერილი ძაღლი – საკუთარი თავის აღწერილობაა;

კატა – პარტნიორი
ვირთხა – მტერი
ყავა – სექსისადმი შენი ინტერესი
ზღვა – შენი ცხოვრება

3. ყვითელი – ის ადამიანია, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებ.

ნარინჯისფერი – ის ადამიანია,
რომელსაც საუკეთესო მეგობრად თვლი.
წითელი – ის არის, ვინც მართლა გიყვარს.
თეთრი – შენი მონათესავე სულია.
მწვანე – ის არის, ვისაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ დაივიწყებ.

4. ეს ტესტი იმდენ ადამიანს უნდა გაუგზავნო, რამდენიც შენი საყვარელი რიცხვია და შენი სურვილი იმ დღეს ასრულდება, რომელიც კვირის საყვარელ დღედ დაასახელე. სასიამოვნო სიურპრიზი გელის, დაელოდე.