მშვენიერი გამოცდა ლოგიკაში

მშვენიერი გამოცდა ლოგიკაში
მიმდინარეობს ლოგიკის გამოცდა.
პროფესორი:
— თვითმფრინავის ბორტზე 500 აგურია. ერთი აგური ჩამოვარდა. რამდენი აგური დარჩა ბორტზე?
სტუდენტი:
— ეს მარტივია! 499!
— სწორია. შემდეგი შეკითხვა: როგორ მოვათავსოთ სპილო მაცივარში 3 მოქმედებით?
— 1. გავხსნათ მაცივარი. 2. შევსვათ სპილო. 3. დავხუროთ მაცივარი.
— შემდეგ. როგორ მოვათავსოთ ირემი მაცივარში 4 მოქმედებით?
— 1. გავხსნათ მაცივარი. 2. გამოვიყვანოთ სპილო. 3. შევსვათ ირემი. 4. დავხუროთ მაცივარი.
— შესანიშნავია! ცხოველთა მეფეს – ლომს, დაბადების დღე აქვს. მოსალოცად ყველა ცხოველი მოვიდა, გარდა ერთისა. რატომ?
— იმიტომ, რომ ირემი მაცივარშია.
— შესანიშნავია! — ამბობს პროფესორი. — გავაგრძელოთ. შეძლებს თუ არა მოხუცი ბებო ნიანგებით სავსე ჭაობის გადავლას?
— რა თქმა უნდა შეძლებს! ყველა ნიანგი ლომის დაბადების დღის აღსანიშნავად არის წასული.
— კარგი! ახლა ბოლო შეკითხვა. ბებომ გადაიარა ცარიელი ჭაობი, მაგრამ მაინც გარდაიცვალა. რა მოხდა?
— იქნებ ის ჩაიძირა?
— არა, მას დაეცა ის აგური, რომელიც თვითმფრინავიდან ჩამოვარდა.
სტატიის წყარო:b2p.ge