ცნობილი ადამიანები, რომელთაც შვილების ყოლა არ სურთ და ამის ასახსნელად გასაოცარ მიზეზებს ასახელებენ

ცნობილი ადამიანები, რომელთაც შვილების ყოლა არ სურთ და ამის ასახსნელად გასაოცარ მიზეზებს ასახელებენ
ულამაზესი ევა ლონგორია უკვე 40 წლისაა. ამ ეტაპზე იგი ხვდება მედიამაგნატ ხოსე ანტონიო ბასტონს, თუმცა შვილებზე ჯერ არ ფიქრობს. ''ბავშვები არ შედიან ჩემს უახლოეს გეგმებში. თუ მე შემისრულდება 50 წელი და გვერდით არ მეყოლება შესაბამისი მამაკაცი, არ ვიქცევი მარტოხელა დედად''. თუმცა სავსებით შესაძლებელია მისი გეგმები შეიცვალოს, თუ ამას მედიამაგნატი მოინდომებს. ოდესღაც ევა მენდესი და კამერონ დიასიც ამბობდნენ, რომ შვილები მათ უახლოეს გეგმებში არ შედიოდნენ.



ლამაზმანი მიშელ როდრიგესი გამუდმებით ჩივის, რომ მას სიყვარულში არ უმართლებს. ''არ მინდა ახალგაზრდობის უკანასკნელი წლები დედობას შევალიო. მე უკვე 36 წლის ვარ, თუმცა ჩემი დანიშნულება ამ ცხოვრებაში ჯერაც არ შემისრულებია. სავარაუდოდ დავიქირავებ სუროგატ დედას'' - აცხადებს მსახიობი.



რენე ზელვეგერი ხმამაღლა აცხადებს, რომ შვილის გაჩენა მის გეგმებში არ შედის, თუმცა ყველაფერი შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს, რადგან მისი საყვარელი მამაკაცი დოილ ბრემჰოლი გიჟდება ბავშვებზე და მას შვილის ყოლა ოცნებად აქვს.



ჰელენ მირენი ყოველთვის აცხადებდა, რომ იგი ძალზედ მშვიდად რეაგირებდა უშვილობაზე, თუმცა ახლა, როდესაც ვარსკვლავს უკვე 70 წელი შეუსრულდა, ის აღიარებს: ''ფიქრები იმის შესახებ, რომ შვილი არ მყავს ძალზედ დიდ ტკივილს მაყენებს ყოველდღიურად''.



ჰოლივუდის ახალი სექს-სიმბოლო კრისტინა ჰენდრიკსი არ მალავს, რომ მას შვილების გაჩენა არ სურს. ქალბატონი რამდენიმე წელია, რაც გათხოვილია ჯეფრი არენდზე, თუმცა შვილების ყოლას იგი კვლავაც არ გეგმავს: ''ბავშვები - ძალზედ დიდი და საპასუხისმგებლო საქმეა'' - აცხადებს ჰოლივუდის ვარსკვლავი.



ოპრა უინფრიმ ასევე აღიარა, რომ მას კარიერა ყოველთვის უფრო აინტერესებდა, ვიდრე შთამომავლობა, თუმცა ნუ დავივიწყებთ იმ ფაქტის შესახებ, რომ ოპრამ ახალგაზრდობაში საკმაოდ ძლიერი ტრამვა გადაიტანა: მისი შვილი დაიღუპა.



ფრანგი პატრისია კაასი სცენასა და შვილებს შორის არჩევანს ყოველთვის პირველ ვარიანტზე აჩერებდა. ''20 წლის ასაკში მე ფეხმძიმედ ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პარტნიორი მირჩევდა ბავშვის გაჩენას, ასე მაინც არ მოვიქეცი, თუმცა ამას საერთოდ არ ვნანობ'' - ამბობს ვარსკვლავი.


სტატიის ავტორი: ბაჩო სამხარაძე