მოდური ბოტასები და კედები ზაფხულისთვის

მოდური ბოტასები და კედები ზაფხულისთვის
2015 წელმა ნამდვილი ბუმი გამოაცხადა მოდურ ბოტასებზე და ჯედებზე. ამ კომფორტული ფეხსაცმელების გარეშე დღეს არცერთი კარადა არ არის. მოდაშია ფართო სპექტრის ტრენდები მილიმალისტური თეთრი ბოტასებიდან გლამურულ ვარიანტებამდე. fpaparazzi- მ თქვენთვის შეარჩია ყველაზე მოდური ბოტასები და კედები 2015 წლის ზაფხულისთვის.

მაღალ ძირებზე

ფეის პაპარაცის არჩევანი: Jimmy Choo, New Balance, MM6 Martin Margiela, H&M, Vagabond Sport, Burberry Prorsum, Aldo

ამ ზაფხულს პოპულარობის პიკზეა სპორტული ბოტასები მაღალი ძირებით-პლატფორმით. როგორც წესი ისინი სიმსუბუქითა და ამაღლებული აეროდინამიკით გამოირჩევიან, რომელიც გრძელი დღის შემდეგაც კომფორტის შეგრძნების გარანტიაა. ბოტასები და კედები ზაფხულისთვის შესაძლოა იყოს როგორც ერთტონიანი - თეთრი და შავი, ასევე ზაფხულის მკვეთრი პრინტებით - რომელიც განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება ამ ზაფხულზე პოპულარულ ჯინსებთან ერთად.

მაღალი ყელით

ფეის პაპარაცის არჩევანი: Sophia Webster, Givenchy, Nike, Vagabond Sport, Giuseppe Zanotti, Puma, Converse, Saint Laurent, Isabel Marant, Jimmy Choo, Gucci
მოდის გაგრძელებად ბოტასებისთვის მაღალ ძირებზე დიზაინერები გვთავაზობენ უამრავ ვარიანტს ბოტასების მაღალ ყელზე. უფრო უნივერსალური მოდელები ფხრიწიანი შესაკრავებით მოგადგებათ საღმოს გასვლისთვის - ისინი კარგად ავსებენ ზაფხულის სარაფანებს და კაბებს, ხოლო სპორტული კედები მცირე თასმებზე შეგიძლიათ მოიხმაროთ საყვარელ ჯინსებთან-ბოიფრენდთან ერთად.


თეთრები

ფეის პაპარაცის არჩევანი: Adidas Originals, Giuseppe Zanotti, Vans, Jil Sander, Maison Martin Margiela, TopShop
ამ სეზონში თეთრი ფერი კვლავაც ინარჩუნებს ლიდერობას ფერთა პალიტრაში, ის გვერდს არ უვლის ზაფხულის მოდური სამოსის არცერთ დეტალს. მინიმალისტური კედები რეზინის ძირებზე, დამუშავებული შიპებით და მეტალის აქცენტებით კედები, კედები-ლოფერი თასმების გარეშე - თეთრი ამ ზაფხულს ერგება ყველა მოდელს.