მაილი საირუსი თავის გოგოზე დაქორწინებას აპირებს

მაილი საირუსი თავის გოგოზე დაქორწინებას აპირებს
მაილი საირუსისა და Victoria's Secret-ის ანგელოზის სტელა მაქსველის რომანი უკვე სერიოზულ სახეს იძენს. მომღერალი მეგობრებს გამოუტყდა, რომ სტელა სწორედ ის არის და რომ ის ამ შემოდგომაზე დაქორწინებას აპირებს, რომელიც სავარაუდოდ კიმ კარდაშიანისა და კენი უესტის წვეულებას დაჩრდილავს. ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად მაილის არანერი ბარიერი არ უშლის ხელს, რადგან 26 ივნის აშშ-ს მთელს ტერიტორიაზე ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება მოხდა. საირუსმა ეს მოვლენა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზეც აღნიშნა სიტყვებით: "რა მშვენიერი დღეა! გმადლობთ, ამერიკა, რომ არ შემზღუდე ჩემი მეორე ნახევრის ძიებაში 50%-ით"


ჭორები საირუსისა და მაქსველის რომაზე ივნისის ბოლოს აგორდა და დადასტურდა რამოდენიმე დღის შემდეგ, როდესაც გოგონებს პარკირების ადგილას კოცნისას ვიდეო გადაუღეს. შეგახსენებთ რომ ცოტახნის წინ ვარსკვლავი თავის ბისექსუალობაში გამოტყდა. წარსულში მომღერალი დანიშნული იყო ლიამ ჰემსვორტზე და ხვდებოდა პატრიკ შვარცნეგერს.