უნიკალური გამოგონება, რომლის მეშვეობითაც უსინათლო დედამ საკუთარი ნაყოფის ხილვა შეძლო - გასაოცარია! (ფოტო+ვიდეო)

უნიკალური გამოგონება, რომლის მეშვეობითაც უსინათლო დედამ საკუთარი ნაყოფის ხილვა შეძლო - გასაოცარია! (ფოტო+ვიდეო)
ცნობილი საფენების კომპანია "Huggies"_მა დააფინანსა 3D პრინტერით 20 კვირის ბავშვის ასლის შექმნა, რათა დედას მისცემოდა იმის საშუალება, რომ შეეგრძნო, თუ როგორ გამოიყურებოდა მისი შვილი მუცელში. 30 წლის ტატიანას მხედველობა სრულიად დაკარგული აქვს, რის გამოც არ შეეძლო საკუთარი შვილის ხილვა ულტრასომოგრაფზე, თუმცა კომპანია "Huggies"_მა მას განუსაზღვრელი სიხარული აჩუქა.


უნიკალური გამოგონება, რომლის მეშვეობითაც უსინათლო დედამ საკუთარი ნაყოფის ხილვა შეძლო - გასაოცარია! (ფოტო+ვიდეო)

ეს გამოსახულება 3D printer_ით არის სკანირებული და შემდგომ შექმნილი. ტატიანას შეეძლო შეხებოდა და განეცადა იგივე გრძნობა, რაც შეუძლია მხედველობის მქონდე მშობელს.

ვიდეოზე გამოსახულია ის მომენტი, როდესაც 3D პრინტერის საშუალებით სკანირდება და მუშავდება ბავშვის სახე.