ინციდენტი სასტუმროში, სადაც სტიქიით დაზარალებულები იმყოფებიან

ინციდენტი სასტუმროში, სადაც სტიქიით დაზარალებულები იმყოფებიან
,მონიტორინგის ცენტრი ,,მედიატორი” ყოველღიურად აწარმოებს სტქიით დაზარალებულებთან შეხვედრებს. ვიწერთ მათ საჭიროებებს და ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ მოვაგვაროთ პრობლემები, რაც მრავლადაა. სასტუმრო ,,აისბერგში”, რომელიც მდებარეობს ბელიაშვილის 91-ში იმყოფება სტიქიით დაზარალებული 12 ოჯახი, 35 ადამიანი. დღესაც ტრადიციულად მივედი დაზარალებულებთან და შევესწარი ინციდენტს. სასტუმროს მეპატრონე გია გვენეტაძე თითის ქნევით და ყვირილით მიმართავდა ერთერთ დაზარალებულ ქალბატონს, რომელსაც 3 წლის ბავშვი ხელში ეჭირა და უყვიროდა ,,შუქი რატომ არ ჩააქრეო“. ეს გოგო უხსნიდა, რომ ოთახში ექიმები არიან და იმიტომ არ ჩავაქრეო. სასტუმროს მეპატრონე კი აგრძელებდა ყვირილს და მე გამოვესარჩლე ახალგაზრდა გოგოს. ამის შემდეგ შეტევაზე გადმოვიდა სასტუმროს მეპატრონე და ღრიალებდა ,,ჩემს სახლში ვარ და აქ რასაც მინდა იმას ვიზამო, კედელზე მიგაკლავ, ეხლა გაეთრიე აქედანო“. აღნიშნულ ინციდენტს შეესწრნენ სხვა დაზარალებულებიც სასტუმრო ტეხასიდან და სასტუმრო აისბერგიდან. ამის შემდეგ დაზარალებულებმა აღნიშნეს, რომ ყველაფერს უკრძალავენ ,,კონდინციონერი არ ჩართოთ, მნახველებს ნუ იღებთო და სხვა. მივმართავ თბილის მერს დავით ნარმანიას ოჯახ-ოჯახ დაიაროს დაზარალებულები და გაერკვიოს პრობლემის არსში. აღნიშნული სასტუმროს მეპატრონეს კი მსგავსი თავხედობა არ უნდა შერჩეს“ -აცხადებს მონიტორინგის ცენტრი მედიატორის დამფუძნებელი თეონა ჭალიძე.
სტატიის წყარო:editori.ge