წარმოუდგენელი დამთხვევა: ადიდებულმა ვერემ ადამიანები 1924 წლის 13 ივნისსაც იმსხვერპლა - რას წერდა "კომუნისტი" ტრაგედიაზე
ადიდებულ მდინარე ვერეს 1924 წელსაც მოჰყვა მსხვერპლი. ამის შესახებ fpaparazzi -მ ინფორმაცია ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორის, ლევან თაქთაქიშვილის დახმარებით, იმ დროინდელ პრესაზე დაყრდნობით მოიპოვა.
სტიქიის შესახებ გაზეთ "კომუნისტის" 1924 წლის 14 ივნისის გამოცემა იუწყება და აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით - "წყალდიდობის მსხვერპლნი", რომელშიც გამოცემა იტყობინება, რომ მდინარე ვერეს ადიდებას გლეხების სიცოცხლე შეეწირა.
"გლეხები მოჰყვნენ წვიმაში, მოულოდნელად ვერეს ღელედან მოვარდნილა ძლიერი ნიაღვარი და იქ დაბანაკებული გლეხები თავიანთი ხარ-ურმებით გაუტაცნია და შეუყრია მტკვარში", - წერს "კომუნისტი".
გამოცემის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი პირველი სამელიოციო უბანი, მდინარე ვერეს ღელესთან ბოზარჟიანცის თუთუნის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია იყო.
fpaparazzi გთავაზობთ "კომუნისტში" 1924 წლის 14 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიას:
"წყალდიდობის მსხვერპლნი"
გაზეთი "კომუნისტი", 1924 წლის 14 ივნისი
როგორც ჩვენი გაზეთის 13 ივნისის ნომერში იყო აღნიშნული, 11 ივნისს, საღამოს 7 საათზე თბილისში ამოვარდა კუდიანი ქარი, რომელმაც ნახევარი საათის განმავლობაში შეუძლებელი გახადა ქუჩაში გამოსვლა დაყენებული კორიანტელის გამო. ხოლო 12 ივნისს, საღამოს 8 საათზე დაიწყო ელვა და ქუხილი, რასაც მოჰყვა ჯერ ნელი და შემდეგ ძლიერი
წვიმა, რომელიც გაგრძელდა 1 საათს.
წვიმამ აადიდა ღელეები, რასაც მოჰყვა შემდეგი უბედური შემთხვევა: 1-ელ სამილიოციო უბანში, ვერის ღელესთან ბოზარჟიანცის თუთუნის ქარხნის მახლობლად, ჩვეულებრივად დაბინავებულან მახლობელ სოფლიდან ჩამოსული გლეხები ურმებით ღამის გასათევად. გლეხები მოჰყვნენ წვიმაში, მოულოდნელად აღნიშნული ღელედან მოვარდნილა ძლიერი ნიაღვარი და იქ დაბანაკებული გლეხები თავიანთი ხარ-ურმებით გაუტაცნია და შეუყრია მტკვარში.
დაღუპულთა რაოდენობა და ზარალი გამოურკვეველია. უბედურების ადგილზე სასწრაფოდ გამოცხადდა მილიციის უფროსი და ცეცხლის მქრობელი რაზმი, - წერს გაზეთი "კომუნისტი" 1924 წლის 14 ივნისს.