კოშმარული ღამის ვიდეოკადრები - „ვისოლ ჯგუფი“ გარე კამერებით გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს

კოშმარული ღამის ვიდეოკადრები - „ვისოლ ჯგუფი“ გარე კამერებით გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს
კომპანია „ვისოლ ჯგუფი“ 13 ივნისს სტიქიის ღამეს ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურის გარე კამერებით გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს.
„უცვლელად გთავაზობთ 13 ივნისის ღამეს ლაგუნა ვერესთან მდებარე ვისოლის ავტოგასამართი სადგურის გარე კამერებით გადაღებულ ვიდეომასალას“, - წერს „ვისოლ ჯგუფი“ ფეისბუქის გვერდზე.
კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ „ვისოლის“ თანამშრომლები ადამიანის დახმარებას, რომელიც დინებამ წაიღო და ბოძზე იყო მოჭიდებული. როგორც კომენტარებით ირკვევა, მას გადაუგდეს შლანგი, რომლითაც მან თავი ბოძზე მიიბა და ამით გადაურჩა სტიქიას.

სტატიის წყარო:info9.ge