"Facebook"-ზე მოხალისეთა ჯგუფი და ადმინების ანგარიშები გააუქმეს
Facebook-ზე მოხალისეთა ჯგუფი და ადმინისტრატორების ანგარიშები გააუქმეს. ინფორმაცია ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს ერთერთმა ადმინისტრატორმა აკო ახალაიამაც დაუდასტურა. ის ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომელიც ამ ჯგუფს მართავდა.
ახალაიამ მოხალისეთა ჯგუფისა და მისი Facebook ანგარიშების გაუქმების შესახებ დღეს დილით შეიტყო. მას არ აქვს ინფორმაცია თუ ვინ გააუქმა მისი ანგარიში და ჯგუფი, ან რატომ.
გეტყვით, რომ #13ივნისი-ს მოხალისეთა ჯგუფი რამდენიმე დღის წინ შეიქმნა. აღნიშნული ჯგუფში ორგანიზებულად, დავალებების სახით იწერებოდა ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც საჭირო იყო სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, ასევე სტიქიის შედეგების ლოკალიზებისთვის, სად იყო საჭირო ფიზიკური შრომა და რა ფორმით.
"რუსთავი 2" ჯგუფის ადმინისტრატორებს სთავაზობს ტელეკომპანიის Facebook-ის ოფიციალური გვერდის გამოყენებას იგივე მიზნებისთვის.