მეტროსადგურ "ვაგზლის მოედანზე" სტუდენტებმა და მოსწავლეებმა სტიქიით დაზარალებულებისთვის თანხა შეაგროვეს
მეტროსადგურ "ვაგზლის მოედანზე" სტუდენტებმა და მოსწავლეებმა სტიქიით დაზარალებულებისთვის იმღერეს. გუშინ საღამოს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები და მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბაქანზე მღეროდნენ და უკრავდნენ.
როგორც ახალგაზრდებმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნეს, მათ რამდენიმე საათის განმავლობაში 2 000 ლარის შეგროვება მოახერხეს.
სტუდენტებსა და მოსწავლეებს თან ჰქონდათ ტრანსფარანტები წარწერებით: "დავეხმაროთ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს", "გავიღოთ ქველმოქმედება", "თბილისში ცრემლები წვიმს", "გვჭირდება ფული დაზარალებულთა დასახმარებლად", "დღეს ჩვენთანაც წვიმს".
ახალგაზრდების ინფორმაციით, დღეს მათ სხვა უნივერსიტეტები შეუერთდებიან. სტუდენტები ვარაუდობენ, რომ ერთ კვირაში 100 000 ლარს შეაგროვებენ და ამ თანხით, ერთი ან ორი დაზარალებულისთვის საცხოვრებელი ბინის შეძენას მოახერხებენ.