კოსმეტიკური პროცედურა, რომლის დროსაც ვაგინაში შეჰყავთ საკუთარი სისხლი - გაინტერესებთ რისთვისაა ეს საჭირო?

კოსმეტიკური პროცედურა, რომლის დროსაც ვაგინაში შეჰყავთ საკუთარი სისხლი - გაინტერესებთ რისთვისაა ეს საჭირო?
ეს პროცედურა ცნობილია "დრაკულას თერაპიის", ან პლაზმოთერაპიის სახელწოდებით. ამ თერაპიის გამოჩენამდე მსგავს პროცედურას ატარებდნენ ქალბატონების სახეზე, რომელთა კანის ქვეშ შეყავდათ საკუთარი დამუშავებული პლაზმა, რომელიც გამდიდრებული იყო თრომბოციტებით. ახალი თერაპიის, "Rejuvula"_ს პრინციპი იგივეა, თუმცა ამჯერად სახის კანის მაგივრად სისხლი ვაგინაში შეჰყავთ.

კოსმეტოლოგები ამტკიცებბენ, რომ ეს პროცედურა ვაგინას ხდის უფრო მჭიდროს და ვიწროს. გარდა ამისა ისინი ამბობენ, რომ ასე იზრდება ვაგინის მგრძნობიარობა და ლიბიდის რაოდენობა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გაცილებით უფრო ხარისხიან ორგაზმს.



ეს პროცედურა მიზანშეწონილია ქალბატონებისათვის, რომლებიც განიცდიან ტკივილს საშოში სექსუალური აქტის დროს.

"Rejuvula" გახლავთ ექიმი დენიელ სისტერის და ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტის კლაუდი მაკკოლოინის გამოგონება, რომელიც ჯერ-ჯერობით ხელმისაწვდომია ლონდონსა და ირლანდიაში.



პროცედურა გრძელდება 30 წუთს და ჯდება 800 ფუნტი სტერლინგი. ექიმების თქმით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დაახლოებით ერთი წელი.

"ამ თერაპიამ რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მე ჯერ კიდევ სახლისკენ მიმავალ გზაზე შევატყვე ცვლილებები საკუთარ თავს, ხოლო უკვე მეორე დილას შესანიშნავი სექსი მქონდა. მე არასდროს განმციდია ამ დრომდე ასეთი ინტენსიური და ხარისხიანი ორგაზმი" - ამბობს ერთ-ერთი ქალბატონი, რომელმაც ჩაიტარა "Rejuvula"_ს პროცედურა.