КВН-ში ქართველების მორიგმა გამოსვლამ რუსები ვეღარ გააცინა
რუსეთის პირველი არხის ეთერში КВН-ის უმაღლესი ლიგის თამაშები დაიწყო. 29 მაისს, მესამე მეოთხედფინალში ქართული ნაკრები წარსგა რუსი მაყურებლის წინაშე. თქვენთვის უკვე ნაცნობი შემადგენლობა 2014 წლიდან დაბრუნდა КВН-ში. წინა თამაშებისგან განსხვავებით ქართველების გამოსვლა ამჯერად წარუმატებელი გამოდგა - არც ისე სასაცილო ხუმრებების და მუსიკალური ნომრების წარდგენის შემდეგ, სამი დავალების შედეგების მიხედვით, ქართველებმა ყველაზე დაბალი ქულები მიიღეს და მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ მხიარულთა და საზრიანთა ლიგას.