მამისა და შვილების კვარტეტმა ბრიტანული "ნიჭიერის" ჟიურის ყველაზე უემოციო წევრიც აატირა

მამისა და შვილების კვარტეტმა ბრიტანული "ნიჭიერის" ჟიურის ყველაზე უემოციო წევრიც აატირა
28 მაისს გასული ბრიტანული "ნიჭიერის" მორიგ ლაივ-შოუში კიდევ ორი ფინალისტის ვინაობა გაირკვა. ერთ-ერთი მათგანი მამისა და შვილების კვარტეტია - The Neales. მათი გამოსვლის შემდეგ ჟიურის წევრებმა ცრემლები ვერ შეიკავეს, მათ შორის, ყველაზე მკაცრმა და უემოციო საიმონ კაუელმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ყველაფერმა მასზე ძალიან იმოქმედა.

სტატიის წყარო:palitratv.ge