ამ ძალიან ერთგულმა ძაღლმა ცხოვრების მეგზური დაკარგა, თუმცა რაც ამის შემდეგ მოხდა - გამაოგნებელია...

ამ ძალიან ერთგულმა ძაღლმა ცხოვრების მეგზური დაკარგა, თუმცა რაც ამის შემდეგ მოხდა - გამაოგნებელია...
თუ თქვენ გიყვართ ცხოველები, ან უბრალოდ მგრძნობიარე ადამიანი ბრძანდებით, მაშინ პირობას გაძლევთ, რომ ამ ვიდეოს ყურების შემდეგ ცრემლებს ვერ შეიკავებთ.
არგენტინულ სარეკლამო რგოლში, რომელიც დაარედაქტირა როდრიგო გარსია საიზმა დომინირებს პატარა საყვარელი ლეკვი, რომლის პატრონიც სრულიად მოულოდნელად გარდაიცვლება. ამგვარად ლეკვმა მის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ადამიანი დაკარგა, რის გამოც იგი მოწყენილი სახითა და აცრემლებული თვალებით არ შორდება საავადმყოფოს, სადაც ხანში შესული მამაკაცი გადაიყვანეს, თუმცა... დგება ის მომენტი, როდესაც საავადმყოფოს კარებიდან სრულიად სხვა პიროვნება გამოდის და მასში ლეკვი საკუთარ პატრონს ხედავს... მისი გაბრწყინებული თვალები შეუდარებელია... სწორედ ამ ასაკოვანმა მამაკაცმა, რომლის გადარჩენაც შეუძლებელი იყო, გაუწია დონორობა ქალბატონს და საკუთარი გარდაცვალებით მისი სიცოცხლე იხსნა...
ამ სარეკლამო რგოლის ავტორს სურს ხაზი გაუსვას იმ ფაქტს, რომ ორგანოების დონორად ქცევა ძალზედ მნიშვნელოვანი და საპასუხისმეგბლო საქმეა...