4 დილის პროცედურა, რომლითაც უნდა დაიწყოთ ყოველი დღე

4 დილის პროცედურა, რომლითაც უნდა დაიწყოთ ყოველი დღე
იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, საჭიროა რეგლუარულად თვალყური ადევნოთ მას. არსებობს უამრავი პროცედურა, თუმცა ყველაზე ეფექტურად სწორედ ის პროცედურები ითვლება, რომელიც სრულდება დილით, ახალ გაღვიძებულზე. ისინი მხოლოდ 5 წუთს წაგართმევენ, თუმცა სამაგიეროდ უამრავ სარგებელს მოუტანენ თქვენს ჯანმრთელობას. აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ასეთ საკითხში ყველაზე დიდი მნიშვნელობა რეგულარულობას ენიჭება. შედეგს მიაღწევთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეასრულებთ ამ რეკომენდაციებს ყოველდღიურად. თავდაპირველად ამ განრიგის რეგულარულად დაცვა ცოტათი გაგიჭირდებათ, თუმცა მერწმუნეთ დროთა განმავლობაში ყოველივე ეს ჩვევაში გადაგეზრდებათ. პროცედურების განსახორციელებლად თქვენ დაგჭირდებათ: ლიმონი, წყალი, თაფლი და წყალბადის ზეჟანგი.

1. სუფთა ენა
თითოეული ჩვენგანი იხეხავს კბილებს ყოველდღიურად, თუმცა უმრავლესობას გვავიწყდება, რომ კბილების გახეხვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ენის გაწმენდა. ამ პროცედურის შესახებ ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში იცოდნენ. ეს პროცედურა შეგიძლიათ განახორციელოთ, როგორც კბილის ჯაგრისით, ასევე ენის საწმენდი სპეციალური მოწყობილობით.

4 დილის პროცედურა, რომლითაც უნდა დაიწყოთ ყოველი დღე
რატომ არის ენის გაწმენდა საჭირო და აუცილებელი?

1. თქვენ თავიდან მოიშორებთ ბაქტერიებს, რომლებიც ვრცელდება ენაზე და კუჭში მოხვედრის შემთხვევაში იწვევენ სხვადასხვა დაავადებებს.
2. ბაქტერიები ენაზე იწვევენ უსიამოვნო სუნს და შესაძლოა პირის ღრუს დაავადების გამომწვევ მიზეზადაც იქცნენ.

2. ერთი ჭიქა ცხელი წყალი
ბევრმა ჩვენგანმა ალბათ იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სითხის ბალანსის აღდგენა ჩვენს ორგანიზმში ძილის შემდეგ. აიღეთ გაფილტრული წყალი და გააცხელეთ იგი ისე, რომ არ მიიყვანოთ ადუღებამდე. გაავსეთ ჭიქა და ჩაამატეთ მასში ცოტაოდენი ლიმონი. მიღებული სასმელი მიირთვით ჭამიდან 20 წუთით ადრე მცირე ყლუპებით.


რა სარგებელი მოაქვს ამ სასმელს?

1. წყალს მოჰყავს მწყობრში საჭმლის მომნელებელი სისტემა. ამზადებს ორგანიზმს საჭმლის მიღებისთვის.
2. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს წონის დაკლების პროცესს.
3. წმენდს ღვიძლს.
4. ლიმონის წვენში უამრავი სასარგებლო მიკროელემენტია: კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი და რკინა, ასევე იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ B_ს და ვიტამინ C_ს.

3. თაფლი ჭამის წინ
ჭამიდან 10 წუთით ადრე მიირთვით ერთი ჩაის კოვზი თაფლი და მიაყოლეთ წყალი. გაითვალისწინეთ, რომ თაფლი აუცილებლად ნატურალური უნდა იყოს.


რატომ უნდა მივირთვათ თაფლი?

1. თაფლი - ეს არის მიკროელემენტებისა და ვიტამინების წყარო. მასში დიდი რაოდენობით ფრუქტოზა და გლუკოზაა, რომლებიც ორგანიზმს ანიჭებენ ენერგიას, აუმჯობესებენ ტვინის ფუნქციონირებას და ხდიან ადამიანს გაცილებით უფრო შრომისუნარიანს.
2. ამაღლებს იმუნიტეტს.
3. თაფლი შეიცავს ანტიტოქსინებს და ასევე ეხმარება ორგანიზმს დაბერების წინააღმდეგ ბრძოლაში.

4. პირის ღრუს გასუფთავება წყალბადის ზეჟანგის მეშვეობით
საუზმობის შემდეგ აუცილებლად გაისუფთავეთ პირის ღრუ წყალბადის ზეჟანგის მეშვეობით. აურიეთ 5-7 წვეთი 3% წყალბადის ზეჟანგი 50 მგ სუფთა, არაადუღებულ წყალში.


რატომ უნდა გამოვივლოთ ეს სითხე პირის ღრუში?

1. არაჩვეულებრივი საშუალებაა კარიესის, კბილებისა და ღრძილების პროფილაქტიკისათვის.
2. გაგიქრობთ უსიამოვნო სუნს პირიდან.
3. გაგითეთრებთ კბილებს.

განახორციელეთ ეს 4 პროცედურა ყოველ დილას და თქვენი თვითშეგრძნება გაუმჯობესდება. თუ არ გაქვთ ალერგია ზემოთ ნახსენებ რომელიმე ნივთიერებაზე, მაშინ შეუდექით საქმეს დღეიდანვე... გისურვებთ ჯანმრთელობას!
სტატიის ავტორი: ბაჩო სამხარაძე