მათემატიკური გამოცანა სინგაპურიდან ინტერნეტ-ვირუსად იქცა! სცადეთ და გამოიცანით...
ალბათ თითოეულ ჩვენგანს გვახსოვს არც, თუ ისე დიდი ხნის წინ ინტერნეტში გავრცელებული კაბის ფოტო, რომელიც ფერს იცვლიდა და საზოგადოების ორ ნაწილად გახლეჩვის მიზეზად იქცა. დღეს უკვე სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა სინგაპურელი ტელეწამყვანის, კენეტომ კონგომის მიერ წარმოდგენილი ლოგიკური გამოცანა შერილის დაბადების თაობაზე.
ალბერტმა და ბერნარდმა გაიცნეს შერილი. ალბერტმა მას ჰკითხა: "როდის გაქვს დაბადების დღე?" შერილი ერთ წამს ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა: "მე არ გიპასუხებ შენ მაგ შეკითხვაზე, თუმცა მოგცემ რამდენიმე მინიშნებას". მან შეადგინა სია, რომელიც შედგება 10 თარიღისგან:
15 მაისი - 16 მაისი - 19 მაისი
17 ივნისი - 18 ივნისი
14 ივლისი - 16 ივლისი
14 აგვისტო - 15 აგვისტო - 17 აგვისტო
"ერთ-ერთი ამ თარიღთაგანი - ჩემი დაბადების დღის რიცხვია" - დასძინა შერილმა. შემდეგ იგი ჩაიმუხლა ალბერტის ყურთან და მას დაბადების თვე ჩასჩურჩულა, ხოლო ბერნარდს მხოლოდ დაბადების რიცხვი გაუმხილა საიდუმლოდ და შემდეგი კითხვა დასვა: "შეგიძლიათ დაასახელოთ ჩემი დაბადების თარიღი ისე, რომ ერთმანეთს არ გაუმხილოთ ის, რაც ყურში ჩაგჩურჩულეთ?"
ალბერტმა თქვა:
- მე არ ვიცი, თუ როდის გაქვს დაბადების დღე, თუმცა ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ ეს არც ბერნარდმა იცის.
- თავდაპირველად არ ვიცოდი, თუმცა ახლა ვიცი - უპასუხა ბერნარდმა.
- შესანიშნავია! ახლა უკვე მეც ვიცი - წამოიყვირა ალბერტმა.
როდის აქვს შერილს დაბადების დღე?
ცნობისთვის თავდაპირველად კენეტ კონგმა გამოაცხადა, რომ ეს გამოცანა გათვლილი იყო სინგაპურელ მეხუთე კლასელებზე, თუმცა ამ თავსატეხს არა თუ მეხუთე კლასელებმა, არამედ ზრდასრულმა ადამიანებმაც კი ვერ გაართვეს თავი. ძალიან მალე ეს გამოცანა მაღალკლასელების მათემატიკურ ოლიმპიადაზე გამოჩნდა.
დაძაბეთ გონება და შეეცადეთ, რომ თავი გაართვათ გამოცანას. თუ თქვენ ზარმაცი ადამიანი ბრძანდებით, მაშინ გადადით მეორე გვერდზე იხილეთ ამოხსნა...