ეს ტესტი იმაზე მეტს გეტყვის შენს თავზე, ვიდრე საკუთარი დედა და ფსიქოთერაპევტი!

ეს ტესტი იმაზე მეტს გეტყვის შენს თავზე, ვიდრე საკუთარი დედა და ფსიქოთერაპევტი!
თავდაპირველად მოამზადე ფურცელი და კალამი, შემდეგ ყურადღებით წაიკითხე შეკითხვები და მათზე წერილობითი პასუხები გაეცი.
შეეცადე, პასუხი რაც შეიძლება სწრაფად გასცე. დაწერე ან, თუ გინდა, დახატე, რაც პირველად მოგივა თავში.

თუ შეკითხვებზე უცებ, დაუფიქრებლად გასცემ პასუხს, შეძლებ საკუთარ ქვეცნობიერთან კავშირის დამყარებას:

მაშ ასე, შეკითხვები:
1. ვიღაცასთან ერთად ტყეში მიდიხარ. ვინ არის ეს?

2. ტყეში სეირნობისას დაინახე მხეცი. რა მხეცია ეს?

3. რა მოხდა მას მერე, რაც მხეცს თვალებში ჩახედე?

4. შენ ტყის სიღრმეში შედიხარ და თვალწინ მდელო გადაგეშლება. შენ წინაშე შენი ოცნების სახლი დგას. რამხელაა ის?

5. სახლი შემოღობილია?

6. შედიხარ სახლში და ხედავ სასადილოს. შემდეგ მაგიდას. რა დევს მასზე და მასთან ახლომახლო?

7. გადიხარ უკანა კარით და პირდაპირ ბალახზე ხედავ, რომ დევს ჭიქა ან ფინჯანი. რა მასალისგან არის ის გაკეთებული?

8. რას მოიმოქმედებ, რას უზამ ჭიქას/ფინჯანს?

9. გაჰყვები მდელოს, რომლის შუაგულშიც დგას სახლი. იქ წყალსატევია. რას წარმოადგენს ეს წყალსატევი?

10. როგორ აპირებ გადალახო ეს წყალსატევი, რათა განაგრძო გზა?

ამ შეკითხვებზე პასუხები შენს მიზნებსა და იდეალებს წარმოადგენს. და აი, მათი ანალიზი:

1. ადამიანი, რომელთან ერთადაც მიდიხარ, - შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია.

2. წარმოდგენილი მხეცის სიდიდე – სინამდვილეში შენი შინაგანი პრობლემების სიდიდეა. რაც უფრო დიდია ცხოველი, მით რთულია შენი ცხოვრება.

3. ის, თუ როგორ რეაგირებ მოულოდნელ შეხვედრაზე ტყეში, - პრობლემების მოგვარების შენთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი მეთოდია (აგრესიული, პასიური).

4. შენი ოცნების სახლის სიდიდე შენი ამბიციების სიდიდეს უტოლდება. თუ სახლი ძალიან დიდია, შესაძლოა, რომ შენ ცხოვრებისგან გადაჭარბებული მოლოდინი გაქვს.

5. შემოუღობავი სახლი ნიშნავს იმას, რომ გახსნილი და შინაგანად თავისუფალი ადამიანი ხარ. თუკი სახლს ღობე აქვს, ეს იმის მანიშნებელია, რომ პირად, შინაგან სივრცეს იცავ, პატივს სცემ და იმავეს მოითხოვ სხვებისგანაც.

6. თუკი მაგიდაზე ან მის ირგვლივ არ არის საჭმელი, ყვავილები ან ადამიანები, ესე იგი, არ ხარ ბედნიერი.

7. ჭიქის/ფინჯნის მასალის სიმყარე აღნიშნავს იმას, რამდენად მყარად აღიქვამ შენს ურთიერთობებს ოჯახში. ჭიქა ერთჯერადია ან ქაღალდის? თუ მინის? ეს იმას აღნიშნავს, რომ გაფორიაქებს, გაშინებს შენი ოჯახის მომავალი. თუკი მასალა ლითონის არის ან ფაიფურის, არაფერზე გაქვს სანერვიულო.

8. შენი ქმედება ჭიქასთან/ფინჯანთან დამოკიდებულებაში აღნიშნავს შენ მიმართებას ადამიანთან პირველი შეკითხვიდან.

9. წყალსატევის სიდიდე – შენი სექსუალური მადის სიდიდეს უტოლდება.

10. რაც უფრო მეტად "სველი" მეთოდი მონახე გზის გასაგრძელებლად, მით მეტი მნიშვნელობა აქვს შენს ცხოვრებაში სექსს.

ტესტის გამეორება შეგიძლია კვლავ და კვლავ რამდენიმედღიანი შუალედებით.

ასე შეძლებ ადევნო თვალყური, როგორ იცვლება შენი ემოციური მდგომარეობა დღითიდღე.
სტატიის წყარო:marao.ge