მილიონერების ჰოროსკოპი

მილიონერების ჰოროსკოპი
ვერძი (21.03. – 20.04.)

ვერძები ნამდვილად არ არიან ფავორიტები ფინანსურ მარათონზე (რა თქმა უნდა გამონაკისებიც არსებობს), რადგან მათ უბრალოდ არ შეუძლიათ დიდი დანახარჯების გარეშე ცხოვრება. ამ ნიშნის წარმომადგენლები უბრალოდ მიდრეკილები არიან ფრაზისკენ "დღეს ყველას მე გიმასპინძლდებით". გარდა ამისა სწორად ვერძები მიეკუთვნებიან იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც გიჟდებიან შოპინგზე და ნებისმიერი სახის მაღაზიიდან უბრალოდ ხელცარიელი გამოსვლა არ შეუძლიათ...
არ შეიძლება იმის თქმა, რომ ვერძებს ფინანსური საქმიანობების არ გაეგებათ. მათ ყველაფერი ძალიან კარგად იციან და საკმაოდ პრაგმატულები არიან პროფესიის, ან პარტნირის ამორჩევის დროს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან კარგად ესმით ფულის მნიშვნელობა და აქვთ უამრავი გეგმა სამომავლოდ. თუმცა ამ ადამიანების უარყოფით თვისებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ვერ ისვენებენ, სანამ მათ ხელში არსებულ ფულს ბოლომდე არ დახარჯავენ.
თუ თქვენ ხართ ვერძი, რომელსაც შესწევს იმის ძალა, რომ მაღაზიაში ერთ შესვლაზე არ დახარჯოს მთელი ფული, მაშინ უნდა ამაყობდეთ, რადგან თქვენ დაამარცხეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის უარყოფითი თვისება, კერძოდ კი ფულის მფლანგველობა.
რა შეიძლება ვურჩიოთ ვერძებს? იყავით თქვენი თავის დიქტატორი ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. მაღაზიაში გამგზავრებამდე აუცილებლად შეადგინეთ საჭირო პროდუქტების სია და შეპირდით საკუთარ თავს, რომ დამატებით არაფერს გამოაყოლებთ... თუ ეს თქვენთვის ძალზედ რთული დავალებაა მაშინ მოიქეცით შემდეგნაირად: უბრალოდ ეწვიეთ მაღაზიას დაკეტვიდან 10 წუთით ადრე. თქვენთვის მთავარია, რომ არ გაამახვილოთ ყურადღება ყველა სექციაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად გაკოტრდებით...

რჩევა: აირიდეთ თავიდან პლასტიკური ბარათებით ვაჭრობა. შეიძინეთ კირჩხივი, ან თევზი მეგობარი და სწორედ მათთან ერთად გაემგზავრეთ მაღაზიაში სავაჭროდ.

კურო (21.04. – 21.05.)

ასტროლოგები კუროებს ყველაზე წარმატებულ ადამიანებად მიიჩნევენ ფინანსურ საქმიანობებში, თუმცა ამ ფაქტს ჩვენ ნამდვილად ვერ დავეთანხმებით. პრაქტიკა ნათლად გვიჩვენებს, რომ ეს ასე არ არის. კუროები ნამდვილად არ ლიდერობენ მილიონერი ადამიანების სიაში, თუმცა ის ფაქტი, რომ მათ ძალიან, ძალიან უყვართ ფული, ეს აშკარაა. საქმე იმაშია, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლებს უბრალოდ უჭირთ ფულის გამომუშავება და მათი ფინანსური მდგომარეობა ზოგადად სახარბიელო არ არის. ისინი ვერძებზე ნაკლებად არიან მიდრეკილები ექსტრავაგანტულობისაკენ, თუმცა ასევე კუროებს შორის არიან ადამიანები, რომელთაც ფულის ფლანგვის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. განსხვავება ამ ორ ნიშანს შორის ისაა, რომ ვერძები უფრო მარტივად გამოიმუშავებენ ფულს, ვიდრე კუროები. საბოლოოდ გეტყვით, რომ კუროს ცხოვრების მიზანს ვიღაცის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ასევე ამ ნიშნის წარმომადგენელთა მიზანია, რომ მოიხვეჭონ სახელი და სხვა ადამიანების პატივისცემა საკუთარი პროფესიული მოღვაწეობის სფეროში.
ამ ნიშნის წარმომადგენლები ზოგადად გამოირჩევიან სიზანტით და მათი ნელი ქმედებების შედეგად ბევრი კურო კარიერაში წარმატებას პენსიაზე გასვლამდეც კი ვერ ახერხებს. ადამიანები რომ 200 წლამდე ცოცხლობდნენ, ალბათ ტოპ-ბიზნესმენების 90% კურო იქნებოდა.
ზოგადად კუროების მოტივაცია ფულის გამომუშავებისადმი ძალზედ მაღალია, რადგან ისინი გიჟდებიან ძვირფას ნივთებზე და მათ გარეშე ცხოვრებას ამ ნიშნის წარმომადგენელი ადამიანებისათვის აზრი არ აქვს.

რჩევა: ორი აზრი არ არსებობს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ კუროები ძალზედ შრომისმოყვარეები არიან, თუმცა უკეთესი იქნება, თუ ამ ნიშნის წარმომადგენლები გარკვეული დროით დაივიწყებენ შრომისუნარიანობას და იფიქრებენ საკუთარი ინტელექტის ამაღლებაზე.

ტყუპები (22.05. – 21.06.)

ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვყოთ ორი ტიპი. ამ ნიშნის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი მაღალინტელექტუალურია და შეუძლია საკმაოდ დიდი წარმატების მიღწევა კარიერაში, ხოლო მეორე ნაწილის - როგორც იტყვიან "თავში არაფერი უდევს" და ფულის გამომუშავებასთან დაკავშირებით არაფერი ესმის. მათ არასდროს მიჰყავთ ის საქმეები ბოლომდე, რომელთაც ხელს მოჰკიდებენ, არ იციან, თუ როგორ გამოიყენონ სწორად მათ მიერ გამომუშავებული ერთ-ორი კაპიკი და მუდმივად უწევთ, რომ ისესხონ ფული მეგობრებისგან, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ შემდგომში ავიწყდებათ, თუ სად, როდის და ვისგან ისესხეს მათ თანხა. სრული აურზაური, გაუგებრობა სამსახურში მათთვს ჩვეულებრივი ამბავია. ამ კატეგორიის ადამიანები ხშირად ტანჯავენ ახლობელ ადამიანებს თავიანთი იდეების გაზიარებით, თუ როგორ გამოიმუშავონ მილიონები. რა თქმა ყოველივე ეს ყველა ამ ნიშნის წარმომადგენელს არ ეხება. როგორც ზემოთ ვახსენეთ, არსებობენ ისეთი ტყუპებიც, რომლებიც საკმაოდ მაღალინტელექტუალურები არიან და შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება.
ფულის გაფლანგვაში ამ ნიშნის წარმომადგენლებს ბადალი არ ჰყავთ. თვით ვერძებიც კი იჩრდილებიან მათ ფონზე, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ინტელექტუალ ტყუპებს არაფრისგან სეუძლიათ ფულის შოვნა. ამ ნიშნის წარმომადგენლებს უბრალოდ არ შეუძლიათ ერთ ადგილზე დიდი ხნით მუშაობა და ხშირად იცვლიან პროფესიული მოღვაწეობის სფეროს.

რჩევა: მოახდინეთ კონცენტრირება ერთ საქმეზე და ნუ მოეშვებით მას, სანამ არ მიხვალთ ლოგიკურ დასასრულამდე. განავრცეთ თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები და ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ფულთან დაკავსირებული მახინაციებით.

კირჩხიბი (22.06. – 22.07.)

კირჩხიბებთან დაკავშირებით ყველაფერი ყოველთვის ნათელი და გასაგებია. ამ ნიშნის წარმომადგენლები ნამდვილი ფავორიტები არიან ფინანსურ რალში. მათ შორის არიან არც, თუ ისე ბევრი გამორჩეული მილიონრები, თუმცა თითქმის ყველა ამ ნიშნის წარმომადგენელი აღწევს გარკვეულ წარმატებას ფინანსურ საქმიანობებში.
კირჩხიბები ძალიან დიდ პატივს სცემენ ფულს, იციან მათი ფასი და შესაბამისად ფულიც ანალოგიური სიყვარულით პასუხობს მათ. ამ ნიშნის წარმომადგენლები თითქმის ყოველთვის უზრუნველყოფილი ადამიანები არიან და თუ თქვენს გარემოცვაში არის ისეთი კირჩხიბი, რომელსაც არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა აქვს, მაშინ ეს მხოლოდ დროებითია. ისინი ბავშვობიდან მიდრეკილები არიან ფულთან დაკავშირებული საქმიანობებისკენ. ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში მათ გარკვევით იციან თითოეული ნივთის ფასი ოჯახში და ყოველწლიური პროცენტი, რაც ემატება მათი მშობლების მიერ ბანკში ჩადებულ ფულს. რთულია ამ ნიშნის წარმომადგენელ ბავშვს აიძულო სწავლა, რადგან მათ სურთ მუშაობა და ფულის გამომუშავებისგან განცდილი სიამოვნების მიღება. ისინი უბრალოდ გიჟდებიან ხელში ფულის კუპიურების ჭერაზე და მათ რამდენჯერმე გადათვლაზე. ჯერ კიდევ ბავშვობაში კირჩხიბები ყოველთვის ითვლიან დაბრუნებულ ხურდას და ტყუილის შემთხვევაში ბოლომდე იბრძვიან სამართლიანობის აღდგენამდე. ზრდასრული კირჩხიბის მოტყუება ფინანსურ საქმეებში წარმოუდგენელია.
ფული ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის თავდაცვის საშუალებაა მომავალში შექმნილი მოსალოდნელი პრობლემებისგან. კირჩხბის უბრალოდ არ შეუძლია მშვიდად ძილი, თუ მას შავი დღისთვის საკმაოდ დიდი თანხა არ აქვს გვერდზე გადადებული. მხოლოდ ფინანსურ წარმატებას შეუძლია მოუტანოს მათ შინაგანი სიმშვიდე...
მატერიალური კეთილდღეობა კირჩხიბების ცხოვრებაში იზრდება პრეიოდულად ასაკთან ერთად და როგორც წესი მათ არანაირი ჩავარდნა, ან დაბრკოლება არ აქვთ. რათ უფრო ასაკში შედის ამ ნიშნის წარმომადგენელი, მით უფრო მყარია მისი ფინანსური მდგომარეობა. თითქმის ყველა სფეროში შეუძლიათ ამ ადამიანებს წარმატების მიღწევა და გარემომცველი ხალხისგან პატივისცემის მოპოვება. ფინანსურ პროფესიებში შეუძლიათ მიაღწიონ წარმატებას ყოველგვარი რისკისა და საეჭვო პროექტების გარეშე. მორიელის მსგავსად კირჩხიბი არასდროს გარისკავს და უპირატესობას ყოველთვის ზუსტ მოქმედებას მიანიჭებს.
კირჩხიბები არასდროს აიღებენ ვალს ვინმესგან და სამაგიეროთ არც გასცემენ ფულს... ისინი საკმაოდ ხელმომჭირნეები არიან, რაც მათ ასე, თუ ისე წარმატების მიღწევაში ეხმარება. ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ ყველაფერი ახალი და ძვირფასი. შესაბამისად არც ენანებათ ფულის დახარჯვა საკუთარი თავისთვის სიამოვნების მისანიჭებლად.

რჩევა: ამ ადამიანებს რჩევა ნამდვილად არ სჭირდებათ, რადგან მათ ზუსტად იციან, თუ რა უნდათ ამ ცხოვრებისგან.

ლომი (23.07. – 23.08.)

ლომებს თავიანთი მიდრეკილებით ლიდერობისა და მაღალი ამბიციებისადმი აქვთ საკმაოდ დიდი შანსი, რომ მიაღწიონ გარკვეულ წარმატებას კარიერაში.
მიუხედავად იმისა, რომ ტოპ-მენეჯერებს შორის ლომები პირველ ადგილს იკავებენ, მათ უკეთესად მაინც პირადი საქმიანობების ორგანიზება, ან საკუთარი გამოცემის მართვა ეხერხებათ. ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველაზე დიდ წარმატებას ინტელექტუალური ხელმძღვანელის როლში აღწევენ. ყოველი ახალი საქმის წამოწყებისას ლომები თავდაპირველად ერკვევიან თითოეულ დეტალსა და ნიუანსში და წინასწარ განსაზღვრავენ იმას, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მათ ამა, თუ იმ ქმედებას. ეს ადამიანები არასდროს მისცემენ თავს იმის უფლებას, რომ მოჰკიდონ ისეთ სამქეს ხელი, რომლის შესახებაც ყველაფერი დეტალებში არ იციან. ისინი ყოველთვის პროფესიონალები არიან თავიანთ მოღვაწეობის სფეროში და ასევე ძალიან მარტივად შეუძლიათ გადაერთონ ერთი საქმიდან რადიკალურად განსხვავებულ მეორე საქმეზე. არც თუ ისე დიდი დროა საჭირო იმისათვის, რომ ამ ახალ საქმიანობაშიც მან ლიდერობა მოიპოვოს.
შესანიშნავი იქნებოდა, რომ ლომებს გარკვეული დოზით თავიანთი სიამაყის დამარცხება და ადამიანებთან მოკრძალებულად მოქცევა შეეძლოთ, თუმცა დამეთანხმებით და ნამდვილად არ არის ქვეშევრდომების სიყვარული საჭირო, თუ თქვენ უფროსი ხართ, ხოლო ლომები თითქმის ყოველთვის პირამიდის თავში არიან...
ამ ნიშნის წარმომადგენლებს ერთი ასეთი წესი აქვთ: რაც უფრო მეტს ხარჯავენ ლომები, მით უფრო მეტს გამოიმუშავებენ ისინი. ალბათ ყველას გაგიგიათ ფრაზა: "ფული ფულთან მიდის". ლომების შემთხვევაში ის 100 პროცენტით გამართლებულია. ისინი ნამდვილად პროდუქტიულები არიან სამსახურში და ასევე დასვენების დროსაც კი შეუძლიათ ფულის გამომუშავება. ლომებისათვის დიდ მოტივაციას წარმოადგენს ძვირფასი ნივთებისა და კომფორტისადმი სიყვარული. შესაბამისადნ კირჩხიბების მსგავსად მათ საკუთარი სიამოვნებისთვის ფულის დახარჯვა ნამდვილად არ ენანებათ...

რჩევა: მწვერვალზე ასვლის დროს დიდი ყურადღება მაიქციეთ თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს. ნუ დათრგუნავთ მათ და ნუ აიწყობთ ცხოვრებას მხოლოდ მათ ხარჯზე.

ქალწული (24.08. – 23.09.)

ამ ნიშნის წარმომადგენლები ნამდვილად ლიდერები არიან მილიონერების სიაში, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ასტროლოგები ხშირად მათ ამ სტატუსს არ აღიარებენ, თუმცა რაც არ უნდა იყოს ფაქტების წინააღმდეგ ვერაფერს გახდები. მსოფლიოში არსებულ მილიარდელებს შორის ყველაზე მეტი სწორედ, რომ ქალწულია.
ასტროლოგები ერთხმად თანხმდებიან იმ ფაქტს, რომ ქალწულები ძუნწები არიან, თუმცა აშკარაა, რომ მილიარდების გამომუშავებას საკმაოდ დიდ ტვინი და აზროვნების უნარი სჭირდება, რითიც ამ ნიშნის წარმომადგენლები გამოირჩევიან, შესაბამისად მათი სიძუნწეც გამართლებულია. ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალზედ შრომისმოყვარეები, ინტელექტუალურები და პერფექციონისტები არიან. სწორედ ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მათ ძალზედ დიდი წარმადების მიღწევა შეუძლიათ. ხანდახან უკეთესი იქნება, თუ დაივიწყებთ მუშაობის შესახებ გარკვეული პერიოდით და უბრალოდ დაისვენებთ, განიტვირთებით...
ნამდვილად დიდი ტანჯვაა, როდესაც თქვენი უფროს ამ ნიშნის წარმომადგენელია. ისინი დაგტვირთავენ მაქსიმალურად, ხოლო გასამრჯელო მინიმალური, მიზერული იქნება. ლომების მსგავსად ქალწულები არადროს იზრუნებენ თქვენზე. მორალური პრინციპები მათთვის ძალზედ დაბალია, თუმცა რა თქმა უნდა გამონაკლისებიც არსებობს. სარგებელი - აი რა წარმოადგენს ამ ნიშნის წარმომადგენელთა ძირითად საფიქრალს. ისინი არასდროს დახარჯავენ ზედმეტად თეთრს და თუნდაც საფულე გატენილი ჰქონდეთ გატენილი, ყოველთვის ვაჭრობას დაიწყებენ. მათ ავამდყოფურად უყვართ ფული და უბრალოდ ძნელია მათთან განშორება.
იმ შემთხვევაში, თუ ქალწულებმა ვერ შეძლეს მილიონების შოვნა, მათზე ეკონომიურ და რაციონალურ ადამიანს მეორეს ვერ ნახავთ...

რჩევა: შეევრძოლეთ სიხარბესა და სიძუნწეს მაქსიმალურად. შეეცადეთ, რომ გაუკეთოთ საჩუქრები, როგორც სხვებს, ასევე საკუთარ თავს. გამონახეთ ახალი ჰობი, რომელიც დაგეხმარებათ შინაგანად მოდუნებასა და დასვენებაში.

სასწორი (24.09. – 23.10.)

ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის ფული მთავარი არ არის, არამედ ის გზა და საშუალება, რითიც ისინი გარკვეულ თანხას გამოიმუშავებენ. კარგ დასვენებას, ლამაზ ცხოვრებას, რომ ფულის მოტანა შეეძლოს, მაშინ სასწორები უდაოდ მულტიმილიარდელები იქნებოდნენ და მათ ბადალი არ ეყოლებოდათ. სწორედ ამიტომ ქალბატონი სასწორები უპირატესობას ანიჭებენ ფინანსურად მყარ მამაკაცზე გათხოვებას და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას, ვიდრე თავად მუშაობას.
იმისათვის, რომ ყველაზე ჰარმონიულმა ზოდიაქოს ნიშანმა წარმატებას მიაღწიოს კარიერაში, საჭიროა დიდი სურვილი, მონდომება და მოტივაცია. სწორედ, რომ ამაშია პრობლემა... სასწორების უმრავლესობას სურს, რომ მისი სიმდიდრე მხოლოდ სიტყვებით და არა საქმით შემოიფარგლებოდეს. მათი ფიქრები იმის შესახებ, თუ როგორ გამოიმუშავონ მილიონები ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ოცნებად რჩება, სამაგიეროდ ძალზედ კარგად ეხერხებათ სხვა ადამიანების გამომუშავებული ფული გადათვლა და გაფლანგვა. მათ ცხოვრებისეულ ფრაზას წარმოადგენს: "ნეტავ ასეთი სიმდიდრე მეც მქონედს"... რა თქმა უნდა ყველა სასწორი ასეთი როდია. არსებობს გამონაკლისებიც, რომელთა შემთხვევაში ფულის შოვნის მოტივაცია საკმაოდ დიდია. ასეთ შემთხვევაში ამ ადამიანებსაც შესწევთ დიდძალი ქონების დაგროვების ძალა.

რჩევა: სასწორები ძალზედ უცნაური ნატურები არიან. მათთვის ამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გემოვნებით მოწყობილი ინტერიერია. სწორედ ამიტომ ძალზედ კარგი იქნება, თუ ამ ნიშნის წარმომადგენლები თავიანთი გემოვნების მიხედვით შეარჩევენ პროფესიული მოღვაწეობის სფეროს. მაგალითად მათგან არაჩვეულებრივი დიზაინერი დადგებოდა... ასევე ეს ადამიანები საკმაოდ დიდი, თანდაყოლილი ნიჭით არიან დაჯილდოვებულები: მუსიკა, ფერწერა, არქიტექტურა, თეატრი, კინო, მოდა, დიზაინი, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ა.შ. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ზედგამოჭრილია ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის.

მორიელი (24.10. – 22.11.)

ამ ნიშნის წარმომადგენლები საკმაოდ პერსპექტიულები არიან ფინანსურ ასპარეზზე. ისინი უბრალოდ გიჟდებიან ფულზე და ფულიც ანალოგიური სიყვარულით პასუხობს მათ. ისინი არასდროს არ ზიან ერთ ადგილზე და არ ითვლიან თეთრს თეთრზე. მორიელები უბრალოდ დიდი ნიჭით არიან დაჯილდოვებულები და ხანდახან სრულიად არსაიდან მათ ხელში საკმაოდ სოლიდური თანხა უვარდებათ. ფინანსური სპეკულაციები და სხვა მსგავსი ოპერაციები მათ ფინანსურად გამართული ადამიანის სტატუსს ანიჭებენ. არავის არ შეუძლია ისე მარტივად გამოიყენოს სხვა ადამიანების ფინანსები თავის საკეთილდღეოდ, როგორც მორიელებს.
ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის მთავარია, რომ ზედმეტად არ შეყვნენ რისკებს, რადგან "კოკა წყალს ყოველთვის არ მოიტანს". უკეთესი იქნება, თუ ხანდახან იმოქმედებთ დაფიქრებულათ და საქმეებს მოეკიდებით დდი სიფრთხილით.
ორივე სქესის წარმომადგენელი მორიელები ძალიან კარგად ფიქრობენ, სანამ გათხოვდებიან, ან მოიყვანენ ვინმეს ცოლად, ფიქრობენ მათ ფინანსურ მდგომარეობაზე და მომავალ პერსპექტივაზე... მოკლედ რომ ვთქვათ ამ ნიშნის წარმომადგენლებს არაჩვეულებრივი ყნოსვა აქვთ და ძალიან მარტივად აგნებენ ფულს. თუ თქვენს კომპანიაში მუშაობას დაიწყებს მორიელი, ეს აუცილებლად სარგებლობლოდ აისახება თქვენს საქმიანობაზე, თუმცა ყოველივე აქედან, ის თავად არა ნაკლებ სარგებელს ნახავს... მტავარია დააფასოთ და პატივი სცეთ მას.
ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ გეტყვით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი და წარმატებული ბიზნესმენი ბილ გეითსია, რომელიც ტიპიური მორიელია. არაორდინალობის წყალობით ყველა მორიელს აქვს ძალიან დიდი შანსი, რომ დაიპყროს მწვერვალები.

რჩევა: უკეთესი იქნება, თუ ხანდახან რისკინს მაგივრად მიიღებთ ლოგიკურ გადაწყვეტილებას. აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ მორიელები ყველას ნამდვილად არ უყვარს და დიდი ყურადღემა მიაქციეთ იმას, თუ ვისთან ერთად გიწევთ მუშაობა. საერთოდ უკეთესი იქნება, თუ გაემიჯნებით კოლექტივს და შეუდგებით დამოუკიდებლად საქმიანობას.

მშვილდოსანი (23.11. – 21.12.)

მშვილდოსნების უმრავლესობა ძალზედ გულუხვი და მფლანგველი ნატურები არიან. მიუხედავად ამისა მსოფლიოს სტატისტიკური მაჩვენებლებით საკმაოდ მსხვილი კომპანიების მმართველებს შორის ძალიან ბევრი სწორედ ამ ნიშნის წარმომადგენელია. ეს ადამიანები იმდენად გულუხვები არიან, რომ ხშირ შემთხვევაში მათ შეიძლება ხურდაც კი არ მოითხოვონ და ისე შეიძინონ არც, თუ ისე იაფი ნივთი. ხშირ შემთხვევაში მშვილდოსნების ცხოვრებაში ადგილი აქვს ფულის მფლანგველობას და თვის ბოლოს მას შეიძლება არც კი ახსოვდეს, თუ რაში დახარჯა მთელი შემოსავალი. ადამიანების უმეტესობა, როგორც წესი ფიქრობს შავ დღეზე და სწორედ ამ დღისთვის წიგნში, ან ბალიშის ქვეშ გარკვეული თანხა აქვს მოგროვებული, თუმცა არა მშვილდოსნების შემთხვევაში... მათთვის შავი დღეები უბრალოდ წარმოუდგენელია. მეტიც, მათ ამ სიტყვის ზუსტი განმარტებაც კი არ იციან.

რჩევა: ნუ გაერთობით ზედმეტად ფულის ფლანგვით, რადგან ეს სიკეთეს ნამდვილად არ მოგიტანთ. დაისახეთ ცხოვრებაში რაღაც გარკვეული მიზანი და შეუპოვრად იბრძოლეთ მის მისაღწევად. მხოლოდ ასე შეძლებთ საქმეზე კონცენტრირების მოხდენას და ცხოვრებაში წარმატების მოპოვებას.

თხის რქა (22.12 - 20.01.)

ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალზედ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ ფულის მიმართ. "ჩვენ გაცილებით მაღლა ვდგავართ, ვიდრე ეს რაღაც მატერიალური ღირებულება". მსგავსი სნობიზმი ამ ნიშნის წარმომადგენელთა კარიერაზე რა თქმა უნდა დადებითად არ აისახება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა შეიძლება კვირაში შვიდი დღე 24 საათით იმუშავონ, წარმატების მიღწევა მაინც ძალიან გაუჭირდებათ.
რა უნდა ვთქვათ... უბრალოდ შეიყვარეთ ფული და სამაგიეროდ შეგიყვარებთ იგი თქვენც...
იმისათვის, რომ ხელში ჩაიგდოთ საკმაოდ დიდი რაოდენობით ფული და მიაღწიოთ იმ ბედნიერებასა და სიხარულს, რასაც ისინი იძლევიან, საჭიროა არა მხოლოდ შრომისმოყვარეობა და გარჯა, არამედ ფულის ენერგეტიკის მიმართ დადებითად განწყობა და მათი სიყვარული. თავდაპირველად ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის საჭიროა, რომ მათ მოსპონ საკუთარ თავში დაწესებული ზღვრები და ისწავლონ ფულის სიყვარული. მერწმუნეთ ამაში ცუდი ნამდვილად არაფერია... აიღეთ მაგალითი კირჩხიბებისგან. ისინი დიდი დისყვარულით ეპყრობიან თითოეულ მონეტას, მაშინ, როდესაც თქვენ ძირს დავარდნილი ხურდა ფული შეიძლება არც კი ჩათვალოთ აღების ღირსად. ასე, რომ წარმატების მისაღწევად ნუ გაზრდით სამუშაო დღის ხანგრძლივობას, არამედ ისწავლეთ ყველაფერი მატერიალურის სიყვარული. ჩვენ არ ვგულისხმობთ რაიმე ოცნებას, რისი მიღწევაც უდიდეს ბედნიერებას მოგიტანთ, არამედ კონკრეტულად ფულის კუპიურების სიყვარულს...

რჩევა: ორი აზრი არ არსებობს, რომ თხის რქა ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე ზოდიაქოს ნიშანია, თუმცა, როგორც აგიხსენით წარმატების მისაღწევად მხოლოდ ეს არ კმრა. გაითვალისწინეთ ყველა ჩვენს მიერ მოცემული რჩევა და ძალიან მალე საკუთარ თავს მწვერვალზე იხილავთ.

მერწყული:

ფინანსურ საკითხებში მერწყულებს ყველაზე ელემენტარულიც კი არ ესმით. ფულის შოვნა დიდი მისტიკითა და საიდუმლოებით მოცული სფეროა, რომლის შეცნობასაც ამ ნიშნის წარმომადგენლები ვერასდროს შეძლებენ. მოგცემთ ცოტაოდენ იმედ და გეტყვით, რომ რა თქმა უნდა გამონაკლისებიც არსებობენ. უბრალოდ თქვენ ზედმეტად ზედაპირულად ეკიდებით ფინანსურ საქმეებს და თვლით, რომ "ქარის მოტანილს, ქარივე წაიღებს", რაშიც მაგალითად მორიელები ვერ დაგეთანხმებიან...
გასავალი, როგორც წესი ყოველთვის აღემატება მერწყულის შემოსავალს. ამ ნიშნის წარმომადგენლები ასევე მიდრეკილები არიან მფლანგველობისკენ და ხელფასიდან ხელფასამდე ძალზედ ხშირად თეთრის გარეშე რჩებიან. აი ასეთმა ცხოვრების სტილმა შეიძლება მოიცვას მთელი თქვენი დარჩენილი წლები, თუ რა თქმა უნდა არ გამოფხიზლდებით...

რჩევა: თქვენთვის უკეთესი იქნება, თუ იზრუნებთ ინტელექტის ამაღლებაზე. გაათვითცნობიერეთ, რომ ამ ცხოვრებაში დიდი მონდომების, სურვილისა და მოტივაციის არსებობის შემთხვევაში ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი. ასევე თქვენთვისვე იქნება უკეთესი, თუ ისწავლით ფულის გვერდზე გადადებას და დაგროვებას...

თევზები (20.02. – 20.03.)

ასტროლოგები ამ ნიშნის წარმომადგენლებს მეოცნებე ადამიანებად მიიჩნევენ, რომლებიც ფინანსურ ასპარეზზე ძალზედ სუსტები არიან, თუმცა ფაქტები ამას საერთოდ არ მოწმობენ... თქვენ წარმოიდგინეთ და საკმაოდ ხშირად ვხვდებით წარმატებულ თევზებს, რომლებმაც მილიონებისა და მილიარდების შოვნა შეძლეს... სტატისტიკური მონაცემების მიხედვით სწორედ ამ ნიშნის წარმომადგენლებს უკავიათ საკმაოდ პრესტიჟული ადგილი ტოპ-მილიარდელებს შორის... ასე, რომ თევზებო, იცოდეთ, რომ თქვენ საკმაოდ დიდი პოტენციალი გაქვთ....
სიყვარული სამართლიანობისა და მზრუნველობის მიმართ ამ ნიშნის წარმომადგენლებს საერთოდ არ უშლით ხელს, რომ ძუნწები იყვნენ... აბა შეეცადეთ მის მოტყუებას ფინანსურ საკითხებში და ნაზი, მორცხვი და უმწეო თევზი მაშინვე ზვიგენად გადაექცევა, რომელიც მზად იქნება, ნებისმიერ დროს მოგაჭამოთ ხელი. შეიძლება სწორედ მათი ეს თვისება და გაუმაძღარი სიხარბე განაპირობებდეს იმ ფაქტს, რომ თევზები ტოპ-წარმატებულ ადამიანებს შორის საკმაოდ პრესტიჟულ ადგილს იკავებენ. ღმერთმა არ ქნას, რომ ამ ნიშნის წარმომადგენელთანერთად ბიზნესი წამოიწყოთ. ისინი უბრალოდ წაგართმევენ ყველაფერს და დაგტოვებენ თეთრის გარეშე... როდესაც საქმე ფინანსებს ეხება, ამ ნიშნის წარმომადგენლები უბრალოდ არაადეკვატურები ხდებიან. მათი მთავარი ლოზუნგია: "ჩემთან ყველა ვალშია, თანაც საკმაოდ დიდ ვალში"...
გარდა ყოველივე ზემოთ ხსენებულისა, ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის აბსოლიტურად უცხოა ქველმოქმედება. თევზები არავის და არავითარ შემთხვევაში არ გაუყოფენ თავის ფულს! უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ისინი თირკმელს დათმობენ, მაგრამ არა ფინანსებს...
ისინი ასევე გიჟდებიან სამკაულებზე. ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ მთელი დღე საუიველირო მაღაზიებში ბოდიალი და ძვირფასი ნივთების შეძენა, თუმცა ამავდროულად მათ შესანიშნავად იციან, თუ როგორ დაზოგონ ფული...

რჩევა: თევზებისთვის უკეთესი იქნება, თუ მოეშვებით სხვა ადამიანის ჯიბეზე ყურებას. ისწავლეთ ფულის გაცემა საყვარელი ადამიანებისათვის და ნუ იქნებით ზედმეტად ძუნწები.