რა მავნე ჩვევები ახასიათებთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს?

რა მავნე ჩვევები ახასიათებთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს?
ვერძი

დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ:
არ ამბობს უარს სიამოვნების მიღებაზე, თუმცა არასდროს დალევს იმ მიზნით, რომ გაუმკლავდეს სტრესსა და დეპრესიას.

დამოკიდებულება მოწევის მიმართ:
ამ ნიშნის წარმომადგენელთა მიზანია, რომ ისინი ყველასგან გამორჩეულები იყვნენ. შესაბამისად ვერძები ყოველთვის უპირატესობას ანიჭებენ უმაღლესი ხარისხის მარკის მქონე თამბაქოს, თუმცა მათთვის ეს სულაც არაა თავის გამამართლებელი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დაანებონ მოწევას თავი...

დამოკიდებულება ტკბილეულის მიმართ:
თქვენ აუცილებლად გჭირდებათ გარკვეული ჯილდო შესრულებული სამუშაოს გამო, თუმცა ეს ჯილდო ნამდვილად არ უნდა იყოს კანფეტების ყუთი. თქვენ უპირატესობას ანიჭებთ თხილს, ან ქიშმიშ.

კურო:

დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ:
თქვენ არასდროს ამბობთ უარს ყველაზე ახლო მეგობრებთან ერთად დალევაზე, თუმცა მათთან შეჯიბრებას ნამდვილად არ გირჩევთ...

დამოკიდებულება მოწევის მიმართ:
თქვენი ხასიათიდან გამომდინარე ნებისმიერ დროს შეძლებთ სიგარეტის მოშორებას. დამეთანხმეთ, რომ ამის გადადება არ ღირს...

დამოკიდებულება ტკბილეულის მიმართ:
თქვენ გაქვთ დიდი ვნება და ლტოლვა ტკბილეულის მიმართ. არასდროს ამბობთ უარს მცირე ულუფით კანფეტებისა და შოკოლადების მიღებაზე და დიდი დოზით წვნიანი ხილის ჭამაზე.

ტყუპები:

დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ:
შეგვიძლია მოგილოცოთ, რადგან ალკოჰოლისადმი სიძულვილი გაგიჯდათ ორგანიზმში ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დედის რძით იკვებებოდით.

დამოკიდებულება მოწევის მიმართ:
არაჰუმანურობა და მოუთმენლობა უბრალოდ გაიძულებენ, რომ მოწიოთ სიგარეტი ღერი ღერზე. უნდა მოძებნოთ რაიმე გზა, რაც დაგეხმარებათ შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებაში.

დამოკიდებულება ტკბილეულის მიმართ:
როდესაც თავ გრძნობთ დეპრესიულად და დაღლილად, ყოველთვის მიისწრაფით შოკოლადებისკენ, თუმცა ეს პირიქით გაგიუარესებთ მდგომარეობას. უკეთესი იქნება, თუ მიიღებთ ერთ-ორ მწიფე ფორთოხალს.

კირჩხიბი:

დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ:
თქვენ ბუნებრივად იმდენად ხართ მიდრეკილი ცუდი მანერებისკენ, რომ უკეთესია, თუ თქვენს დაუოკებელ სურვილს ალკოჰოლის მიმართ რამენაირად ჩაახშობთ.

დამოკიდებულება მოწევის მიმართ:
თქვენ გეჩვენებათ, რომ სიგარეტი უბრალოდ გეხმარებათ რთული პერიოდის დროს, თუმცა სინამდვილეში ის ძალიან ვნებს თქვენს ჯანმრთელობას.

დამოკიდებულება ტკბილეულის მიმართ:
თქვენ იმდენად გიყვართ შოკოლადი, რომ არ იცით ზომა და წონა. დაფიქრდით, სანამ შეჭამთ განუსაზღვრელი რაოდენობით შოკოლადს, რადგან ამ ცხოვრებაში სიამოვნების მიღების სხვა მეთოდებიც არსებობს...

ლომი:

დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ:
თქვენ თავად ხართ სითბოსა და სიყვარულის წყარო და საერთოდ არ გჭირდებათ ალკოჰოლი, რომ გაიხსნათ სხვა ადამიანების გარემოცვაში.

დამოკიდებულება მოწევის მიმართ:
ამ ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის იყენებენ თავიანთ მებრძოლ ბუნებას და პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად სხვა მეთოდებს მიმართავენ.

დამოკიდებულება ტკბილეულის მიმართ:
ლომებო, აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ თქვენი ლომური მადა...

ქალწული:

დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ:
მშვიდად იყავით, რადგან სასმელები, რომელთაც თქვენ უპირატესობას ანიწებს, საერთოდ არ მიეკუთვნება ალკოჰოლთა კატეგორიას.

დამოკიდებულება მოწევის მიმართ:
მოიშორეთ თავიდან ეს ცუდი ჩვევა და ძალიან მალე თავად შეამჩნევთ, თუ რა კარგად ვითარდება მოვლენები თქვენს გარშემო.

დამოკიდებულება ტკბილეულის მიმართ:
იყავით ფრთხილად, რადგან თქვენ დღითიდღე უფრო და უფრო მიდრეკილი ხდებით შოკოლადის მიმართ, რაც ჭარბჭონიანობამდე მიგიყვანთ.

სასწორი:

დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ:
თქვენ გიყვართ ღვინის დახვეწილი გემო. ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა.

დამოკიდებულება მოწევის მიმართ:
თქვენ ხომ რომანტიკოსი და სიყვარულით აღსავსე ადამიანი ხართ. თქვენს ცხოვრებაში უბრალოდ სიგარეტის კვამლის ადგილი არ არის...

დამოკიდებულება ტკბილეულის მიმართ:
თქვენთვის ძალზედ მნიშველოვანია ჯანმრთელობა. შესაბამისად აკონტროლებთ მიღებული ტკბილეოლის დოზას.

მორიელი:

დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ:
გადატანილი რთული პერიოდები ცხოვრებაში, სტრესი და დეპრესია უბრალოდ გიზიდავთ ალკოჰოლისკენ, თუმცა ჩვენი რჩევა იქნება, რომ მონახოთ რაიმე სხვა საქმიანობა, რაც დაგეხმარებათ შინაგანად დამშვიდებაში, მოდუნებაში.

დამოკიდებულება მოწევის მიმართ:
თქვენთვის დამღუპველია გაუწონასწორებულობა. აიყვანეთ თავი ხელში და უარი თქვით ამ მავნე ჩვევაზე.

დამოკიდებულება ტკბილეულის მიმართ:
მოეშვით შოკოლადს და კანფეტებს. აღიდგინეთ ენერგია მუქი წითელი ვაშლით.

მშვილდოსანი

დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ:
თქვენ კომუნიკაბელური ადამიანი ბრძანდებით, რაც ძალზედ კარგია, თუმცა შეეცადეთ, რომ მხიარულ წვეულებებზე არ ჩაძვრეთ სასმელში..

დამოკიდებულება მოწევის მიმართ:
ვიმედოვნებთ, რომ თქვენ აზროვნებთ საკმარისად საღათ და გაქვთ თავშეკავების უნარი, რომ მოიშოროთ ეს სასირცხვილო, მავნე ჩვევა.

დამოკიდებულება ტკბილეულის მიმართ:
თქვენმა განუსაზღვრელმა სიყვარულმა შოკოლადის მიმართ შესაძლოა სტომატოლოგის მუდმივ სტუმრად გაქციოთ. შეეცადეთ, რომ გააკონტროლოთ მიღებული ტკბილეულის ზომა.

თხის რქა:

დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ:
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გიწევთ მარტოობაში ყოფნა, გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლი არ არის ხსნის საუკეთესო საშუალება.

დამოკიდებულება მოწევის მიმართ:
თქვენ აფასებთ თქვენს ჯანმრთელობას და ზრუნავთ მასზე. შესაბამისად სიგარეტის ადგილი თქვენს ცხოვრებაში არ არის.

დამოკიდებულება ტკბილეულის მიმართ:
თქვენ მაღალი დისციპლინის მქონე, გაწონასწორებული ადამიანი ხართ და ყოველთვის აკონტროლებთ მიღებული ტკბილეულის დოზას, თუმცა მოწყენილობის პერიოდში მაინც ვერ აკონტროლებთ ზომას.

მერწყული:

დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ:
კეთილსინდიერება და გულუხვობა უბრალოდ გიბიძგებთ იმისკენ, რომ მიიღოთ მონაწილეობა მეგობრებთან ერთად დალევაში, თუმცა თვითან ამით სიამოვნებას ვერ იღებთ.

დამოკიდებულება მოწევის მიმართ:
თავდაცვის შინაგანი ინსტიქტი უბრალოდ არ გაძლევთ უფლებას, რომ გაეკაროთ თამბაქოს და მიაყენოთ ზიანი თქვენს ჯანმრთელობას.

დამოკიდებულება ტკბილეულის მიმართ:
თქვენ ბუნებით გულუხვი და გამცემი ადამიანი ხართ. შესაბამისად შოკოლადებს ურიგებთ ისეთ ადამიანებს, რომელთაც ისინი თქვენზე მეტას სჭირდება.

თევზები:

დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ:
ნუ დაღუპავთ თქვენს შემოქმედებით ნიჭსა და უნარს ალკოჰოლით. მერწმუნეთ ეს თქვენს ინტერესებში არ შედის.

დამოკიდებულება მოწევის მიმართ:
ნუ მოექცევით სხვისი გავლენის ქვეშ. ური თქვით თამბაქოზე!

დამოკიდებულება ტკბილეულის მიმართ:
თქვენ შეიძლება დაარღვიოთ მიღებული ტკბილეულის დოზა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაღიზიანებული ხართ. გამოფხიზლდით და ყურადღება მიაქციეთ თქვენი კვების რაციონს!