ტესტი თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ

ტესტი თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ
1. უდარდელი, მხიარული
ცხოვრება თქვენთვის თავისუფლებასთან და სპონტანურობასთანაა დაკავშირებული. მაქსიმალურად ცდილობთ დატკბეთ თითოეული წუთითა და წამით. თქვენი დევიზია: "ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ!". მარტივად ეგებებით სიახლეებს, ახალ შთაბეჭდილებებს, ხართ ცნობისმოყვარე და გიყვართ ცვლილებები. არაფერია თქვენთვის იმაზე ცუდი, ვიდრე გარკვეული გარემოებების მიერ შეზღდულული ყოფნა. ყოველთვის სცდებით ყველანაირ ზღვრებს და გაბედნიერებთ სიურპრიზები.

2. დამოუკიდებელი, არასტანდარტული, პირდაპირი
თქვენ ყოველთვის თქვენი გზით მიდიხართ და არასდროს აქცევთ ყურადღებას შემაფერხებელ ფაქტებს, რომლებიც თქვენგან კურსის შეცვლას მოითხოვენ. დაჯილდოვებული ადამიანი ბრძანდებით მსახიობობური ნიჭით, რასაც სამსახურში, ან თავისუფალ დროს ავლენთ. იმდენად მიისწრაფით თავისუფლებისკენ, რომ იქცევით სრულიად განსხვავებულად, ვიდრე თქვენგან ელოდნენ. თქვენ არასდროს არ მიიღებთ დაუფიქრებლად იმას, რაც დღეს "მოდაშია". თქვენ ცხოვრობთ თქვენს შეხედულებებთან ერთად და ყოველთვის მზად ხართ, რომ გაცუროთ დინების საპირისპიროდ.

3. მიდრეკილი თვითანალიზისა და განსჯისკენ, მგრძნობიარე, სხვა ადამიანებზე გაცილებით მეტად ხართ ჩართული ფიქრებში საკუთარ თავზე და გარემომცველ სამყაროზე.
ვერ იტანთ ზედაპირულობას. გირჩევნიათ დარჩეთ საკუთარ თავთან მარტო, ვიდრე გააბათ უსარგებლო საუბარი სხვა ადამიანთან, თუმცა თქვენი და თქვენი მეგობრების ურთიერთობა ძალიან მყარია, რაც გაძლევთ შინაგანი სიმშვიდისა და ჰარმონიის განცდას.

4. სიცოცხლით აღსავსე, გაწონასწორებული, ჰარმონიული
აფასებთ ბუნებრივობასა და უბრალოებას. ადამიანები თქვენს გვერდში კომფორტულად გრძნობენ თავს, რადგან მიწაზე მყარად დგახართ და საჭიროების შემთხვევაში მათ თქვენზე დაყრდნობა შეუძლიათ.თქვენ აღგიქვავენ, როგორც რბილი ხასიათის მქონე, კეთილ ადამიანს. ვერ იტანთ მოწყენილობასა და ბანალურობას, სკეპტიკურად ხართ განწყობილი მოდის მიმართ და უპირატესობას ანიჭებთ ელეგანტურ, დახვეწილ ჩაცმულობის სტილს.

5. პრაგმატული პროფესიონალი, დარწმუნებული საკუთარ ძალებში
თქვენ აბსოლიტური კონტროლის ქვეშ გაქვთ საკუთარი ცხოვრება და არასდროს ეყრდნობით გამართლებას, არამედ მხოლოდ თქვენს ქმედებებს. ყველა პრობლემას აგვარებთ უმარტივესი გზით ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ხართ რეალისტურად განწყობილი ამ ცხოვრების მიმართ და ხშირ შემთხვევაში იღებთ დიდ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. ასი პროცენტით გენდობიან სამსახურში და ყველაზე რთული საქმის დროს მათ თქვენი იმედი აქვთ. თქვენი გარშემო მყოფი ადამიანები გრძნობენ თქვენს სულიერ სიძლიერეს. ასევე ვერასდროს მშვიდდებით და წყნარდებით სანამ დაწყებულ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანთ.

6. მშვიდობის მოყვარული, დაფიქრებული, არა აგრესული
თქვენ ძალზედ თავისუფალი და მოდუნებული ხართ ურთიერთობებში, თუმცა ამავდროულად იჩენთ დიდ სიფრთხილეს. ძალიან მარტივად იძენთ ახალ მეგობრებს და ასევე ხანდახან გიყვართ განმართოება. დრო და დრო თქვენ ჰაერივით გესაჭიროებათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და ყველასგან გარიყვა, რათა კარგად იფიქროთ და აწონ-დაწონოთ თქვენ გარშემო განვითარებული მოვლენები. ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის გარემოს. სწორედ ამიტომ ხშირად სტუმრობთ საყვარელ ადგილებს. თქვენ ჰარმონიულ ურთიერთობაში ხართ საკუთარ თავთან და თქვენს გარემომცველ სამყაროსთან.

7. თავის ძალებში დარწმუნებული, ანალიტიკოსი, რომელსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ
ელვისებური მგრძნობიარობა გეხმარებათ იმის ამოცნობაში, რაც ნამდვილ ღირებულებებთან არის დაკავშირებული. თქვენ ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს კულტურა. გაქვთ საკუთარი სტილი - ექსკლუზიური და ელეგანტური და არასდროს ყვებით მოდას.

8. რომატიკული, მეოცნებე, ემოციური
თქვენ ძალზედ მგრძნობიარე ნატურა ხართ. უარს ამბობთ საკითხების რაციონალურად შეფასებაზე და თქვენთვის მთავარია ის, რასაც გრძნობები გკარნახობენ. თქვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ოცნებების ქონა, არ გაინტერესებთ ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ რომანტიკაზე და მოქმედებენ მხოლოდ სარი გონებით. არასდროს მიიღებთ ისეთ რაღაცას, რაც შეზღუდავს თქვენი ემოციებისა და გრძნობების მრავალფეროვნებას.

9. დინამიური, აქტიური, ექსტრავერტი
მიდრეკილი ხართ რისკისკენ და ხშრად იღებთ თავზე ძალზედ რთულ ვალდებულებებს. შინაგანაწესი, ცხოვრებისეული კანონები თქვენთვის არ არსებობს.